საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები ქართულ პოეზიაში

ნიკოლოზ ბარათაშვილი - "საფლავი მეფის ირაკლისა"

საფლავი მეფის ირაკლისა
(კნიაზს მ… კ… ძეს ბარატაევს)


მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!

ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამომოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო;მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სულიუდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.
და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,უკანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq