საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ქართველი თავადების გადამეტებული სტუმართმოყვარეობა - როგორ დაიკარგა დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა
გია მამალაძე


ცნობილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1919–1920 წლებში თბილისის გენერალ-გუბერნატორი, შალვა მაღლაკელიძე, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაციისა და ანექსიის გამო ემიგრაციაში წავიდა. იგი დიდ როლს ასრულებდა ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში და საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო მაშინდელი ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში. 1930-იან წლების ბოლოს რაღაც საქმეზე ჩასულა რომში და გაჩერდა სასტუმრო „ინჰოფში“. იმ დროს სასტუმროს მეპატრონეები სასტუმროს რეკლამის მიზნით აქვეყნებდნენ, ხოლმე, გაზეთებში ცნობებს, ეს და ეს ცნობილი პიროვნება არის გაჩერებული ჩვენს სასტუმროშიო. „ინჰოფის“ პატრონსაც განცხადება გაუკეთებია შალვა მაღლაკელიძის სასტუმშოში გაჩერების დროს - „ჩვენს სასტუმროში გაჩერდა საქართველოს მთავრობის წარმომადგებელი, ტფილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორიო“. ასეთი ცნობის გამოქვეყნების მერე, ყველა ცნობილი პიროვნება ვალდებული ხდებოდა გამოცხადებულიყო მეფის სასახლეში და გატარებულიყო „სადარბაზო“ წიგნში. სიას მეფეს წარუდგენდნენ ხოლმე და ის ირჩევდა თუ რომელ მათგანს შეხვედროდა.

ცოტა ხნით ადრე შალვა მაღლაკელიძე, ქალაქ ტრიპოლის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, დიდი მთავარი ანდრეი ანდრეის ძე რომანოვი მეჯვარეებად იყვნენ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატო

ნისა და იტალიელი გრაფინიას მარია ტერეზა პასკუინის ქორწილში.

იმ დროს იტალიის მეფე იყო, იტალიის გაერთიანებიდან მესამე მონარქი, ვიქტორ ემანუელ (ვიტორიო ემანუელე) III, სავოიის დინასტიიდან. ბენიტო მუსოლინის მიერ ეთიოპიის დაკავების მერე იტალიის მეფეს იმპერატორის წოდება მიენიჭა (1941 წლამდე). შემდეგში ალბანეთის მეფის წოდებაც დაემატა (1943 წლამდე).

ვიტორიო ემანუელე  მესამეს შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცოდა რამდენიმე ენა, გეოგრაფია და ისტორია. უკრავდა ფორტეპიანოზე. უყვარდა ნადირობა, უფრო მეტად თევზაობა. განსაკუთრებით ცნობილია მისი გატაცება ნუმიზმატიკით. მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ნუმიზმატიკური კოლექცია. ამბობდნენ, მისი ოჯახი, ტახტის დაკარგვის მერე აღნიშნული მონეტების გაყიდვით იუმჯობესებდნენ თავის მატერალურ მდგომარეობასო.

ერთ დღესაც სასტუმროს პატრონმა აირბინა სასტუმროს ბაღში, სადაც იმ დროს ისვენებდა შალვა მაღლაკელიძე და მოახსენა „გთხოვენო“. როცა მაღლაკელიძე ჩავიდა სასტუმროს შესასვლელთან, ნახა - მეფეს თავისი კარეტა გამოეგზავნა, სადაც იჯდა მეფის იურისტი, მონარქისტული პარტიის ლიდერი ებერტი.

ებერტმა გადასცა შალვას თხოვნა, ხვალ საღამოს მეფე სტუმრად გელითო.

შალვა მაღლაკელიძე გვიამბობს: „მეორე დღეს, საღამოს, საგანგებო ფრაკით გავეშურე სადარბაზოდ. შევედი მეფესთა

შალვა მაღლაკელიძე
ნ კაბინეტში და ნაცვლად იმისა, რომ იგი დამენახა დიდ საწერ მაგიდასთან მჯდომი, ვნახე კუთხეში, იქვე სკამზე იჯდა. ჩემი შესვლისას წამოდგა. ცოტა სახტად დავჩი: პატარა ტანის იყო, მელოტი, ზევით აწკეპილი თეთრი ულვაშებით, სამოქალაქო ტანსაცმელში, მოგრეხილი ფეხებით; დაბრძანდითო - მითხრა გერმანულად. როგორც მე მივხვდი, მისი კუთხეში ჯდომა და ასეთი მომართვა განგებ იყო. რადგან მე თავი თავისუფლად მეგრძნო.

-         თქვენ ქართველი ხართო, ხომ?

-         დიახ, იავოოლ - ვუპასუხე.

„საქართველოს მე ვიცნობო, თქვა. როდესაც ტახტის მემკვიდრე ვიყავი, ასეთივე მემკვიდრე იყო მაშინ რუსეთში ნიკოლოზ II და მან დამპატიჟა თავისთანო. პირველად ჩავედით ბათუმში და რუს სამხედროებთან ერთად იქ შეგვეგება ქართველი თავადაზნაურობა, შესანიშნავი შესახედაობის ხალხი იყოო. შემდეგ მაჩვენეს სურამში დიდი მთავრის მიხეილის სამაგალითო სამხედრო სასწავლებელი და იუნკერების პარადიო. იქაც გვახლდა ქართველი თავადაზნაურობა, მერე მიმიყვანეს სურამის ციხის ნანგრევებთან. იცოდნენ, რომ მე ნუმიზმატი ვიყავიო. უნდა გითხრათო, რომ ჩემს ნუმიზმატურ კოლექციაში ინახება ერთი ქართული ოქროს ფული წარწერით „მეფე დავით სომეხთა და ქართველთაო“. ახლა ამ სურამის ციხესთან ვნახე ის სამხედროები და თავადები ჯოხებით და მითხრესო, რომ ამ ჯოხს რომ დავუკაკ

ვიქტორ ემანუელ (ვიტორიო ემანუელე) III
უნებთ ამ ნანგრევებს, ზოგჯერ „თეთრა“ (ე. ი. ქართული თეთრი) ცვივაო. მართლაც, სხვებმა სადაც მიაკაკუნეს და მოჩხრიკეს - არაფერი ჩამოვარდაო. ახლა მე მომაჩხრეკინეს და ნახე, მართლაც ჩამოვარდა „თეთრა“!

ეჰ, მე იტალიელს ქართველები რას მომატყუებდნენ, მაგრამ მაინც შევიფერე ეს, ვითომ მართლაც „აღმოვაჩინე“ ეს ფული და ამით იმათ მე მაამეს, ხოლო მე კიდევ მათო“.

შალვა მაღლაკელიძის მიერ მოთხრობილ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორც ჩანს, იტალიის მეფე კარგად იცნობდა საქართველოს, მის ისტორიას და როგორც ნუმიზმატმა იცოდა, რომ ანტიკური ხანიდან გვქონდა ფული, რომელსაც „თეთრი“ ეწოდებოდა. მის კოლექციაში ყოფილა ქართული მონეტაც. ძალიან საინტერესოა იმ მონეტის ამბავი.

სომეხთა მეფის წოდება საქართველოს მეფეებმა მიიღეს 1118 წლიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებს წაართვა სამშვილდე და ლორე, სადაც რამდენიმე ათეული წლით ადრე მეფობდა სომხური წარმოშობის დინასტია. ტერიტორია კი ქართული იყო. მაგრამ, ჩვენმა წინაპრებმა მას მაინც სომხითი უწოდეს. შემდეგ, 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ანისის სომხური სამთავრო შემოუერთა საქართველოს.

იტალიის მეფის მიერ ნახსენებ მონეტას, ალბათ, ეწერა: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“. ასეთი წარწერით მონეტა დავით აღმაშენებელმა მოაჭრევინა თავისი მეფობის ბოლო წლებში (1118 ან 1123 წლის მერე). ამ წარ

წერის მქონე მონეტა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ცალია აღმოჩენილი. აღნიშნული მონეტა გამოჩნდა წინა საუკუნეში. მისი აღწერილობა 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა, პროფესორმა დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ჟურნალ Numismatic Chronicle-ში. მონეტა ლონდონის მუზეუმის საკუთრებაა. მონეტა არის სპილენძის.

იტალიის მეფის მიერ ნახსენები მონეტა ვერ იქნებოდა, დავით მეხუთის, რომელმაც მხოლოდ 6 თვე იმეფა. რადგან მის მიერ მოჭრილი მონეტა, რაც ცნობილია, იყო სპილენძის და ზედ ეწერა „დავით მეფეთა მეფე, მესიის მახვილი“.

დავით VI ნარინი, დავით VII ულუ და დავით VIII ურჩი მონღოლების ბატონობის დროს მეფობდნენ და მათ მონეტებზე ასეთი წარწერა არ იქნებოდა. მონღოლთა ბატონობის დროინდელი სპილენძისა და ვერცხლის მონეტებს, აქვთ ვასალობის გამომხატველი წარწერა „მონა ყაენისა“ და სხვა.  ორი დავითის, დავით ულოსი და დავით ნარინის მონეტაც არ იქნებოდა, რადგან იმ მონეტებს აწერია: „ დავით მეფე, მეფეთა მეფე დავით“. არც დავით მეცხრისა და დავით მეათის მონეტები იქნებოდა ასეთი წარწერით. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ რომ იტალიის მეფის კოლექციაში დავით IV აღმაშენებლის მონეტა იყო.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაღლაკელიძის თქმით, იტალიის მეფისთვის ქართველი თავადების მიერ ნაჩუქარი მონეტა ყოფილა ოქროსი. ასეთი მონეტა ჯერ აღმოჩენილი არ არის. უნდა აღინიშნოს, შალვა მაღლაკელიძეს ჰქონდა კარგი მახსოვრობა. მონათ

ხრობი ჩაწერილია, როცა საკმაოდ მოხუცი იყო, მაგრამ თავისი წარსულიდან, ბავშვობიდანაც კი,  ბევრი რამე დეტალურად ახსოვდა.  იქნებ, ამ შემთხვევაშიც არ ცდებოდა და მართლა არსებობდა ქართული ოქროს მონეტა, რომელზეც სხვასთან ერთად, „მეფე აფხაზთა, ქართველთა“, ეწერა, „სომეხთა“.  შესაძლოა, დავუშვათ, რომ მონეტა არ იყო ოქროსი, თუმცა, უნიკალური მაინც ჩანს, დავით აღმაშნებლის მონეტები სულ რამდენიმეა შემორჩენილი, თუმცა ასეთი წარწერის მქონე სხვა მონეტა ქართველებს აღარ დაგვრჩა (გარდა იმისა, რაც ბრიტანეთის მუზეუმშია).

ასე დაიკარგა დავით აღმაშნებლის ერთ-ერთი უნიკალური მონეტა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq