საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის შემდეგ დატყვევებული ერზინკის სულთანი ცხენის ერთ ნალად გაყიდა
გაიოზ (გია) მამალაძე

1203 წელს მუსლიმანთა დიდი კოალიცია დაიძრა საქართველოს გასანადგურებლად.

საქართველოს იმპერია საფრთხეს უქმნიდა თურქეულ იმპერიას, რუმის (იკონიის) სასულთნოს. საქართველოს მეზობელი მუსლიმანი სამთავროები ემორჩილებოდნენ ტფილისის სამეფო კარს. ყოველთა მუსლიმანთა ხალიფა ძღვენით სთხოვდა თამარს, მხოლოდ ხარკი აეღო და არ ერბია ისინი. წინა აზიასა და მცირე აზიაში ორ მეტოქეს – თურქთა და ქართველთა იმპერიებს შორის შეტაკება გარდაუვალი გახდა.

საქართველოზე შეტევისთვიმს დიდხანს ემზადებოდა რუმის სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი, ქართული წყაროებით ნუქრადინ (ნუქარდინ) ჩარასლანის ძე, რომელმაც თავისი ძმა, ყიასედ-დინქეი ხუსრევი, ტახტიდან ჩამოაგდო და სულთანი გახდა. შემდეგ დაიმორჩილა თავისი მეორე ძმა, მალათიის გამგებელი მუიზ-ედ-დინ-კაისურ შაჰი, ასევე, სიძე ფაჰრუნ-დინ-ბეჰრამი, და მთელი იკონიის იმპერიის ერთპიროვნულ მმართველად იქცა. მისი ხელისუფლება ცნო მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა, ბაღდადის ხალიფა ნასირ ადდინმა და მის სახელზე ხოტბა აღავლინა

მანამდე თამარ მეფის კარსა და რუმის სასულთნოს დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ.

რუქნადინმა დიდძალი ოქრო გაიღო დიდი კოალიციის შეკრებისათვის.

შუამდინარეთში, კილიკიაში, გალათიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მთელ სათურქეთ-სამაჰმადიანოში, ქალების გარდა, ყველა აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ.

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორის თქმით, საქართველოსკენ დაძრულა 400 000 მუსლიმანი. ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, მუსლიმანთა რაოდენობა 800 000 იყო. შეიძლება, ეს ცნობები გადაჭარბებულია, მაგრამ, მაჰმადიანები რომ ქართველებზე რამდენჯერმე მეტი იყვნენ, ეს კი უდავოა.

რუქნადინმა თავისი ჯარი ერზინკის სასულთნოს ტერიტორიაზე შეკრიბა, იქვე გაამზადეს საომარი მანქანები. იხილა რა ასეთი მრავალრიცხოვნება და მომზადებულობა თავისი არმიისა, „აღზვავდა გულით“, დაივიწყა ქართველთა მეფისთვის მიცემული აღთქმა მშვიდობისა და თავხედური წერილი მისწერა წმიდა თამარ მეფეს:

„მე, ნუქარდინ სულთანი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოსთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, გაცნობებ მეფე თამარს:

ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მუსლიმანთა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება.

ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა.

ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს.

ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.

როცა რუქნადინის ელჩი თამარ მეფის სასახლეში მისულა და წერილი წაუკითხავს, კიდევ უფრო უკადრისი სიტყვებიც დაუმატებია, სულთნის მიერ პირადად დაბარებული: თუ მეფე თქვენი დაუტევებს ქრისტეს სჯულს, სულთანი ცოლად მოიყვანს, თუ არა და ხარჭად დაისვამსო...

ამპარტავანი და უზრდელი ელჩის სიტყვებმა აღაშფოთა

სამეფო კარი, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და ისეთი სთხლიშა თავხედ თურქს, რომ, „ვითარცა მკვდარი დაეცა და იდვა“.

როცა მოასულიერეს, ზაქარიამ უთხრა:  „ელჩი რომ არ იყო, ჯერ ენას ამოგაცლიდი, მერე თავს მოგაჭრიდი ასეთი კადნიერებისთვისო. შემდეგ მას, როგორც ელჩს, გულუხვად საჩუქრები უბოძა თამარ მეფემ და საპასუხო წერილიც მისცა.

თუმცა, წერილის გაგზავნამდე, თამარმა ბრძანა საქართველოს ჯარის შეკრება. რამდენიმე დღეში შეკრბა ლაშქარი ჯავახეთს. მეფეთ მეფე თამარმა ვარძიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ცრემლებით შეავედრა ღმერთს დავით სოსლანი, ქართველთა ჯარი და სეფე დროშა. შემდეგ ფეხშიშველი ავიდა ამაღლებულ ადგილას და დავარდა ლოცვად. მთელი ლაშქარი აღელვებული, ცრემლმორეული უცქერდა დედოფალს და ლოცულობდა თავადაც. თამარმა ცრემლით დაალტო მიწა. მერე უხმო მხედართმთავრებს და ერისთავებს თავისთან, რათა მთხვეოდნენ წმიდა ჯვარს.

მოდიოდნენ ქართველი სარდლები, ტირილით ეთაყვანებოდნენ ჯვარსა და თამარ მეფის ხელს, ანდერძს უტოვებდნენ მეფეთ მეფეს და შესთხოვდნენ ცოლ-შვილის მფარველობასა და ლოცვას თავიანთი სულისთვის.

შემდეგ წმიდა თამარმა აიღო ხელში წმიდა ჯვარი და სამგზის გადასწერა ჯარს.

საომრად გაემგზავრა ღმერთსა და წმიდა თამარის წმიდა ცრემლებს მინდობილი 90 ათასი ქართველი გმირი. მეფეთ მეფე ფეხშიშველი და თვალცრემლიანი აცილებდა ლაშქარს, შემდეგ ოძრხეს წავიდა სალოცავად და სამარხულოდ.

ქართველებმა საომარი ხერხიც იხმარეს: სავაჭრო ქარავანთა მისვლა-მოსვლა შეაყოვნეს, რომ სულთანს არ გაეგო საომრად ქართველთა სამზადისის შესახებ. არც სულთნის ელჩი გაუშვეს დროზე ადრე პატრონთან.

ოძრხეში თამარ მეფესთან ერთად იყვნენ: ქართლის კათალიკოსი თევდორე მეორე, ეპისკოპოსები, ბერები, მონაზვნები, მათ შორის ცნობილი ფილოსოფოსი, პოეტი იოანე შავთელი და ევლოგი, სალოსად წოდებული, რომელსაც ღვთისგან წინასწარ მცნობელობის მადლი ჰქონდა მინიჭებული.

იყო ღამისთევა, ლოცვა და ლიტანიობა მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. თავად თამარიც ღამეებს ტეხდა ლოცვაში. გადიოდა დღეები.

ერთ მშვენიერ დღეს, უცებ, ევლოგიმ ზემოთ დაიწყო ცქერა, შემდეგ, სულელის მსგავსად, ღაღადება დაიწყო, მერე სამჯერ ახტა და დაიყვირა: აჰა, თამარის სახლზე ღვთის წყალობა მოიწიაო! – და, გაიქცა. იოანე შავთელმა უთხრა მეფეს, კეთილი ჩვენება იხილა სალოსმაო. ჩაინიშნეს დღე და საათი.

თამარ მეფის დალოცვის შემდეგ დაძრული ქართველთა ჯარი ბასიანს მიადგა – ადგილს, რომელსაც ბოლისციხეს უწოდებენ (იქ იყო დაბანაკებული რუქნადინის ჯარი).

ბასიანის მხარე ოდითგან ქართული ტომებით იყო დასახლებული. სწორედ კოლხური ტომის – ფასიანების სახელი შეერქვა ამ კუთხეს. ადგილი, სადაც ბასიანის ბრძოლა მოხდა, დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ არზრუმიდან (კარნუქალაქი).

ქართველთა ჯარზე გამარჯვების შემთხვევაში, რუქნადინს უნდოდა, ბასიანიდან სამი მიმართულებით შემოსეოდა საქართველოს: ბასიანის მიმდებარე ტერიტორიიდან იღებს სათავეს ჭოროხის ხეობა (თორთუმი, ართვინი – აჭარა), მტკვრის ხეობა (ოლთისი, არტაანი, ახალციხე), არაქსის ხეობა (ყარსი, ანისი).

ქართველები რომ მიუახლო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვდნენ რუქნადინის ბანაკს, მიავლინეს კიდეც მისი ელჩი, რომელსაც თან ჰქონდა საქართველოს იმპერატორის წერილი:

„შენ დიდძალ ოქროსა და მრავალრიცხოვან მხედრობას ხარ მინდობილი, მე კი – უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ჯვრის ძალას. წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი... შენ თაყვანისცემას ითხოვ? წამოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და, აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“

ეს წერილი დილით მიუტანეს რუქნადინს. მართლაც, ღამით, უჩუმრად და მოულოდნელად მისული ქართველები უკვე მისი ჯარის წინ იყვნენ დაბანაკებულები. გაბუდაყებულ რუქნადინს უსაფრთხოების ნორმალური ზომებიც კი არ მიეღო, ამიტომ, ქართველები მოულოდნელად მიადგნენ და დაესხნენ თავს. საერთო სარდლობა დავით სოსლანს ებარა. მან ჯარი სამ ნაწილად დაყო. წინამბრძოლები იყვნენ ზაქარია მხარგრძელი – ამირსპასალარი, შალვა მანდატურთუხუცესი და მისი ძმა – ივანე ახალციხელი, ჭიაბერი და სხვა თორელები. რა დაინახეს მუსლიმანებმა ქართველთა უშიშრად შეტევა, მიატოვეს სადგომები და გამაგრებულ ადგილებს შეეფარნენ. თურქთა ამ ნაწილებს მეორე ეშელონი წამოეშველა. ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ივანე მხარგრძელ-მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხვა მეთაურებს.

სხვა ქართველებმა ეს რომ იხილეს, ჩამოქვეითდნენ. დადგა კრიტიკული მომენტი. ამ დროს დავით სოსლანმა გენიალური ხერხი იხმარა: მან თურქების წინააღმდეგ დატოვა ჩამოქვეითებული ქართველები, რათა თავად ქართველთა ცხენებს არ დაეზიანებინათ ქვეითი თანამებრძოლები; ცხენოსანი მოლაშქრეებით, თვითონ მარხცხნიდან, ხოლო ზაქარია მხარგრძელი მარჯვნიდან, მოულოდნელად ეკვეთნენ მტრის ფლანგებს.

სოსლანის გეგმამ წარმატება მოიტანა – უცებ მტრის ჯარი „განსქდა“, გაიფანტა და გაიქცა.

ქართველები გამოუდგნენ მტერს, ღამემდე სდევდნენ და ხოცავდნენ ან იპყრობდნენ.

ქართველთა ჯარის ალაფი აურაცხელი იყო – რუქნადინის დროშა, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ჭურჭელი, ცხენები, ჯორები, აქლემები, კარვები, ფარდაგები, თვალ-მარგალიტი და სხვა.

მუსლიმანთა კარვებში ქართველებმა იპოვეს შაქრის ნატეხების მთა. იმ ადგილებში ბევრი წყარო იყო. ქართველთა მეომრებმა მუზარადებს ამოაფხრიწეს ჩასაფენები, შაქრით გატენეს, წყალი დაასხეს, მოურიეს და სვამდნენ დატკბილულ წყალს.

უამრავი ტყვე იგდეს ქართველებმა ხელთ, მათ შორის თურქი ამირები და წარჩინებულები, რომლებიც, ზოგი ცხენის ძუაზე მიბმული, ზოგი  თმებით ურთიერთგადაბმული, სხვები კი თოკებით გაბაწრულნი მიჰყავდათ „ვითარცა თიკანნი“.

მეფეთ მეფე თამარი ვარძიაში შეეგება გამარჯვებულ ლაშქარსა და სახელოვან მეუღლეს. როცა გადაამოწმეს, მუსლიმანთა გაქცევის დრო აღმოჩნდა ის ჟამი, როდესაც სალოს ევლოგის ჩვენება ჰქონდა.

სრულიად საქართველოსა და კავკასიის იმპერიის დედაქალაქი თბილისი დიდად მოკაზმული შეხვდა ტრიუმფატორ ლაშქარს. მოქალაქეების წინ გაატარეს დატყვევებული მუსლიმანები. თამარ მეფე ლმობიერად მოეპყრო ტყვეებს: ამირებს, მხედართმთავრებს, დიდებულებს – არ მოაკვლევინა, მხოლოდ ციხეებში გამოამწყვდია. ერზინკის სულთანი კი ცხენის ერთ ნალად გაყიდა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq