საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

კონსტანტი კახი
გია მამალაძე

მეცხრე საუკუნის შუა წლებში არაბთა იმპერია – სახალიფო, ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ადრე, როცა შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. შინაომებითა და ხელისუფლებისთვის ბრძოლით იყო დასუსტებული, თუმცა, საომარი რესურსი ისევ დიდი ჰქონდა და იმ დროისათვის უზარმაზარი არმიის გამოყვანაც შეეძლო.

იმ დროს ქართლში მეფობა გაუქმებული იყო – ქართლი საერისთავოდ ითვლებოდა. აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი და კახეთი მზარდი სიძლიერის ქართულ სახელმწიფოებად მოიაზრებოდა. ტფილისი არაბი ამირას ხელში იყო. ამირა საჰაკი ცდილობდა, საამირო დამოუკიდებლად ემართა და არ დამორჩილებოდა არაბთა თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაურს – ხალიფას. 

ასეთივე მდგომარეობა იყო მეზობელ რეგიონებში. გარდა ამისა, ამ დროს დიდი დაპირისპირება არსებობდა ხაზარებსა და არაბებს შორის, ამ დაპირისპირების ფრონტი კი კავკასიაზე გადიოდა.

სახალიფოში წესრიგის დასამყარებლად და არაბული ინტერესების გასავრცელებლად ხალიფამ კავკასიაში გამოგზავნა დამსჯელი ექსპედიცია ბუღა თურქის (ბუღა ალ-ქაბირის) მეთაურობით, რომელიც 200 000 მეომარს შემოუძღვა საქართველოში. ამ დროს თურქები დიდ როლს თამაშობდნენ ხალიფატის ცხოვრებაში.

საჰაკს ეხმარებოდა, უფრო თუ დავაზუსტებთ, ბუღას ანუ ხალიფას ებრძოდა, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინაიდან, ეს ვითარება ასუსტებდა ხალიფატს. მათ შორის იყო აფხაზთა მეფე დიმიტრი II და 85 წლის კოსტანტი კახი.  

თუმცა, თავისი ინტერესების გასატარებლად ბუღას მხარეს გამოვიდა ტაო-კლარჯეთის  ხელმწიფე, ბაგრატ I კურაპალატი, აშოტ I დიდის ძე. 

როგორც ვთქვით, ამ დროს საქართველო ჯერ არ იყო გაერთიანებული და ყოველი სამთავრო სხვადასხვა რესურსით ცდილობდა თავისი ტერიტორიების გაზრდას, საქართველოს გაერთიანებას და, ასევე, გარკვეულწილად, თავის დაცვასაც. 

ბაგრატ კურაპალატი ადრეც გამოსულა ხალიფატის მხარეზე, თუმცა, შემდეგ საჰაკს ემხრობოდა. მას უნდოდა, ქართლს დაჰპატრონებოდა, რაც ასევე სურდა აფხაზთა მეფეს.

ამ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის გამოსვლა ბუღას წინააღმდეგ საკუთარი თავისა და მოსახლეობის გადარჩენის სურვილიცაა. აფხაზთა მეფეს ჰქონდა ბრძოლები ბიზანტიასთანაც. ტაო-კლარჯეთის ხელმწიფეები იძულებულები იყვნენ, ბიზანტიის სუზერენიტეტი სიტყვით მაინც ეღიარებინათ და ბიზანტიური ტიტულები ეტარებინათ.

ბუღამ მოახერხა და ცალკე დაამარცხა საჰაკ ამირა და, 853 წლის 5 აგვისტოს, შაბათ დღეს, აიღო ტფლისი. ამირას თავი მოჰკვეთა, ქალაქი გადაწვა და 50 000 ტფილისელი ამოხოცა. მათ შორის, გარდა არაბებისა, ალბათ, უამრავი ქართველიც იქნებოდა – ტფილისის მოქალაქენი და სხვები.

ამის შემდეგ, მრავალრიცხოვანი არაბული არმია დაიძრა აფხაზეთისკენ და, 11 აგვისტოს დაამარცხეს აფხაზთა მეფე. შემდეგ ბუღა თურქმა აღმოსავლეთ საქართველოს მთის დამორჩილება სცადა, რაც არ გამოუვიდა.

11 აგვი

სტოს ბუღას სარდალმა ზირაქმა, რომლის მეთაურობითაც აიღეს ტფილისი, დაატყვევა ქართველი დიდებული კოსტანტი კახი და მისი ძე – თარხუჯი.

„კოსტანტი კახის მარტვილობა“ დაწერა ჩვენთვის უცნობმა პირმა. ავტორის შესახებ არაფერია ცნობილი. ის, შესაძლოა, ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრებიდან მოშორებით, სადმე მონასტერში მოღვაწე ბერი. 

ნაწარმოები უნდა დაწერილიყო 853-856 წლებში, ბიზანტიაში დედოფალ თეოდორას მმართველობის ხანაში, კოსტანტი კახის წამებიდან თეოდორა დედოფლის გარდაცვალებამდე შუალედში, რადგან, ნაწარმოებში ნახსენებია დედოფალი თეოდორა, რომელიც თავს ქართველების სუზერენად მიიჩნევდა. თეოდორა გარდაიცვალა 856 წელს.

დედოფალი თეოდორა, ხატმბრძოლი იმპერატორის – თეოფილეს ქვრივი იყო. იგი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 842 წლიდან, შვილის, მიხეილ III-ის მცირეწლოვნობის გამო, ბიზანტიის ფაქტობრივი მმართველი გახლდათ. მან მოიწვია საეკლესიო კრება და აღადგენინა ხატთა თაყვანისცემა, რისთვისაც ის წმიდანადაა შერაცხილი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

კოსტანტი კახი გახლდათ ერთ-ერთი გავლენიანი ქართველი დიდებული, წარმოშობით, ალბათ, კახეთიდან, რადგან „კახაის” უწოდებდნენ „სახელად მამულისა მის ქვეყნისა“. 

ამიერკავკასიაში ბუღა თურქის შემოსევის დროს კოსტანტი კახი უკვე 85 წლისა ყოფილა. კეთილშობილ ქართველს დიდი რწმენა ჰქონდა ქრისტესი. ყოფილა ძალიან სტუმართმოყვარე და გლახაკთმოწყალე. მის სამფლობელოში მისვლა უხაროდათ გლახაკებს, რადგან დაუპურებლად, დაუსაჩუქრებლად და შეუმოსავად არავის გაუშვებდა.

დიდი მოწიწება ჰქონია სასულიერო პირებისა – თუ რომელიმე მღვდელმთავარი ან ბერი ეწვეოდა მას, მიწამდე თაყვანს სცემდა მორჩილად და დიდ პატივს მიაგებდა ხოლმე. 

მოლოცვილი ჰქონია, თურმე, იერუსალიმი და წმინდა მიწაზე არსებული სხვა სიწმინდეები, სადაც დიდი საფასე შეწირა ეკლესიებს.

დატყვევებული კოსტანტი კახი ტფილისში მიჰგვარეს ბუღა თურქს. არაბთა სარდალი დიდხანს არწმუნებდა ქართველ დიდებულს, მიეღო მაჰმადიანობა, გამოეცხადებინა მორჩილება და სანაცვლოდ თავისუფლებას ჰპირდებოდა.

როცა ვერას გახდა, ტყვე გაგზავნა თავის სუზერენთან, არაბთა იმდროინდელ საერო და სასულიერო უზენაეს ხელისუფალთან – ხალიფა ჯაფარ ალ-მუთავაქილთან, რომელიც იმჟამად ქალაქ სამარაში იჯდა. ის ტახტზე ავიდა ძმის გარდაცვალების შემდეგ და სახალიფოს განაგებდა 847-861 წლებში.

ეს ქალაქი სამარა სახალიფოს ძველი ცენტრიდან, ბაღდადიდან, ჩრდილოეთით, დაახლოებით 125 კილომეტრშია. აქ უძველესი ქალაქის ნანგრევებზე აბასიდების ხალიფებმა 833 წელს წამოიწყეს ახალი ქალაქის მშენებლობა. იმ დროს ისინი ბაღდადს ვერ აკონტროლებდნენ.

ხალიფა ჯაფარი ძალიან დაუნდობელი ადამიანი იყო. მან კვლავ გააძლიერა სუნიზმი სახალიფოში, თუმცა თვითონ ძალიან ჰყვარებია მაჰმადიანთათვის აკრძალული ღვ

ინო და, ასევე, ქალები – ჰარამხანაში 4 000 ხარჭა ჰყოლია. ჯაფარმა ქრისტიანები და იუდეველები ძალიან შეზღუდა, აიძულა, ტანსაცმელზე განმასხვავებელი ნიშნები გამოესახათ, ქონების მეათედი ჩამოართვა და მაჰმადიან მასწავლებლებს მათი შვილების განსწავლა აუკრძალა. 

ამ ხალიფას, ასევე, უნდოდა, სახალიფოს ძველი დიდება აღედგინა, დაემარცხებინა ხაზარები და, ამიტომ, ძველი ვასალების დამორჩილებას ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით ილაშქრა მისმა სარდალმა ბუღა თურქმა ამიერკავკასიაშიც. 

კოსტანტი კახი სამარაში მიჰგვარეს ხალიფას. ჯაფარმა იცოდა, რომ ამ დიდებულ კაცს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მის გადაბირებას ცდილობდა. ის დიდხანს არწმუნებდა ქართველ დიდებულს, მაგრამ, ვერას გახდა. ამის შემდეგ, სომხეთში ტყვედ აყვანილი, უკვე გამაჰმადიანებული და ამის გამო მის მიერვე განდიდებული ორი დიდებული მიუგზავნა კოსტანტი კახს, რათა მათ გადაებირებინათ ქრისტეს ერთგული მოხუცი. ხალიფა ფიქრობდა, რომ რჯულშეცვლილი სომეხი დიდებულების მაგალითი დაარწმუნებდა მათი მეზობელი ხალხის გმირს. მაგრამ, ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა.

მოხუცმა ხმამაღლა დაიწყო გალობა: „გიგალობ შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო“... – და თან ცრემლის ნაკადული სდიოდა.

იქ მყოფები დიდხანს სცემდნენ, მაგრამ, ვერ გააჩუმეს მოხუცი ქართველი ქრისტიანი.

სომეხმა დიდებულებმა მოახსენეს ჯაფარ ხალიფას ყველაფერი. ჯაფარი მათ ბოლომდე  არ ენდობოდა და, ამიტომ, დაავალა, თავად სომხებს მოეკვეთათ ქართველი დიდებულისთვის თავი.

რა უნდა ექნათ გამაჰმადიანებულ სომხებს, სხვა რა გზა ჰქონდათ სიცოცხლის გადასარჩენად... ურტყეს ერისა და სარწმუნოების ერთგულ მოხუცს მახვილი, მაგრამ, ვერ მოჰკვეთეს...

შემდეგ ხალიფამ „უცხოთესლი“, ალბათ, დახელოვნებული ჯალათი და, თან, ისეთი, რომელიც არ დაინდობდა, წარავლინა და მან მოჰკვეთა თავი წმიდა კოსტანტი კახს და მიართვა თავის ხალიფას, როგორც „იოანე ნათლისმცემლისა – ჰეროდეს“.

ეს მოხდა 10 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, პარასკევ დღეს.

ქართველი გმირის მოკვეთილი თავი ქალაქ სამარის ყველაზე მაღალ ბოძზე წამოაცვეს, რათა ყველას დაენახა.

როცა დედოფალმა თეოდორამ შეიტყო წმიდა კოსტანტი კახის წამების ამბავი, თანაგრძნობისა და გამამხნევებელი წერილი გამოუგზავნა მის შვილებს.

რამდენიმე წლის მერე, ბუღა ალ ქაბირს მონათესავე ხაზარებთან კავშირის ეჭვით დაატოვებინეს ყველა თანამდებობა სახალიფოში. ის ცოტა ხნით ისევ აღზევდა 862 წელს, მაგრამ, მალე გარდაიცვალა კიდეც – ამ დროს 90 წლისა ყოფილა.

მანამდე კი, 861 წელს, ხალიფა ჯაფარი მოკლეს მისივე დაცვის რაზმის მეომრებმა.

კოსტანტი-კახის წმიდანად შერაცხვის შემდეგ, წარმოშობის აღმნიშვნელი – კახი (კახა) მამაკაცის საკუთარ და ქრისტიანულ სახელად იქცა.



მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq