საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

„ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“
იაკობ გოგებაშვილი

იოთამ ზედგინიძის თავდადება

 12 ნოემბერს,  ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იოათამ ზედგინიძის ხსოვნას აღნიშნავს. ძველს დროში მთელი საქართველო, შავი ზღვიდან დაწყებული ლეკეთის საზღვრამდე, ერთს შეკონილს სახელმწიფოს შეადგენდა. კახელნი, ქართლელნი, იმერნი, გურულნი, რაჭველნი, მესხნი, მეგრელნი, სვანნი და თვით აფხაზნიც შეერთებულნი იყვნენ ერთის დროშის ქვეშა, ემორჩილებოდნენ ერთს მბრძანებელს, ერთს მეფესა; ძმურად, თანხმობით ეპყრობოდნენ ერთმანეთსა და ერთნი იყვნენ ჭირშიაც და ლხინშიაც. ამ ერთობის გამო საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო: მტრებზე ბრწყინვალედ იმარჯვებდა, სახელი მისი ჰქუხდა გარშემო უცხო ქვეყნებში და შინაც ჰყვაოდა, კეთილდღეობით სტკბებოდა. ამისთანა სანატრელს მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა მეტადრე დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროსა.

გარეშე მტრები სცდილობდნენ ეს ერთობა დაერღვიათ, განხეთქილება ჩამოეგდოთ ქართველებში, ერთი ძლიერი სახელმწიფო გადაექციათ რამდენსამე პაწია და უძლურ სახელმწიფოდ და მორჩილებაში ჰყოლოდათ ჩვენი ქვეყანა. ამ ბოროტ განზრახვას მტრისას ხელი შეუწყეს ზოგიერთმა ჭკუა-მოკლე ქართველებმა და დიდმა თავადებმა, რომელთაც მეფობა ან მთავრობა სწყუროდათ. ამის გამო საქართველო გაიყო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ და მეტად დასუსტდა.

ქართლ-კახეთის მეფეს გიორგი მერვეს სწადდა ისევ შეეერთებინა მთელი საქართველო და ერთ ძლიერ სამეფოდ გადაექცია. ეს არ მოსწონდათ მაშინდელს მთავრებს და მათ ჯოჯოხეთურს ხერხს მიმართეს. მოახდინეს შეთქმულობა და გადასწყვიტეს: ბ

ნელს ღამეში მიეგზავნათ ჩუმად მკვლელები, მეფე გიორგის სიცოცხლე მოესპოთ და საქართველოს გაერთიანება ჩაეფუშათ. ეს შეთქმულება შეიტყო აზნაურმა იოთამ ზედგინიძემ, რომელიც მხურვალე მონატრული იყო საქართველოს ერთობის აღდგენისა. მან მაშინვე მოახსენა მეფეს ეს ამბავი და ურჩია დაუყონებლივ ღონისძიება მიეღო შეთქმულობის წინააღმდეგ. მაგრამ მეფემ არ დაიჯერა ეს, რადგანაც შეუძლებლად ჰხდიდა ასეთს საზიზღარს ღალატსა. ბევრი ეცადა იოთამი დაერწმუნებინა მეფე, მაგრამ ვერაფერს გახდა.

იოთამმა კარგად იცოდა, რომ გიორგი მეფის მოკვლა შეუძლებლად გახდიდა ქართველთა ერთობის აღდგენასა, და გადასწყვიტა სიცოცხლე შეეწირა ამ ერთობისათვის. იგი შეეხვეწა მეფეს: „მოიღე წყალობა, ნება მომეცი ამაღამ შენს საწოლში დავწვე, შენ კი სხვა ადგილს მოისვენეო“. მეფე დასთანხმდა, რადგანაც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამს მის საწოლში არაფერი დაუშავდებოდა. მაგრამ მეფე საშინლად მოსტყუვდა. როცა მეორე დილას იგი შევიდა თავისს საწოლში, საზარელი სურათი იხილა: მოკლული იოთამი სისხლში სცურავდა. საშინელი თავზარი დაეცა მეფეს და დიდად ნანობდა: რად მივეცი ნება იოთამს ჩემს საწოლში დაწოლილიყოო.

თავდადებულს იოთამს, რა საკვირველია, აღარაფერი ეშველებოდა; მაგრამ მისი შვილები კი სწორედ მეფურად დააჯილდოვა გიორგი მეფემ: მათ უბოძა თავადიშვილობა, უფლება მიანიჭა საშვილიშვილოდ ამილახორისა, ანუ მეჯინიბეთ უხუცესისა, და დიდძალი მამულ-დედული აჩუქა. ახლანდელი ამილახვრები არიან პირდაპირნი ჩამომავალნი თავდადებული იოთამ ზედგინიძისა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq