საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

გაეროს (ჰააგის) საერთაშორისო სასამართლოზე საუკუნეებით ადრე გვქონდა მაღალპროფესიული, მრავალრელიგიური, მრავალეროვნული და ობიექტური სასამართლო
გაიოზ მამალაძე

გაიოზ მამალაძე

 

 გაეროს  (ჰააგის) საერთაშორისო სასამართლოზე რამდენი საუკუნით ადრე გვქონდა მაღალპროფესიული,  მრავალრელიგიური, მრავალეროვნული და ობიექტური სასამართლო

 

როგორც გვიამბობს, გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, სომხური ეკლესიის მიტროპოლიტი და ისტორიკოსი - სტეფანოს ორბელიანი,  საქართველოს მიერ შემოერთებულ, მაჰმადიანთა ტყვეობისგან გათავისუფლებულ სომხურ ტერიტორიაზე, ლაშა-გიორგის მეფობისას, ორი სომეხი ეპისკოპოსი, ნორავანისა და ტათევისა, ერთმანეთს ედავებოდა მაცხოვრის („ღმერთშეხებული“) ჯვრის  ნაწილისაგან დამზადებული „ნორავანის ჯვრის“ გამო. ჯვარი იმ დროს, ივანე მხარგრძელის მიერ ძველქართულ მხარეში, ლორეში, ვახტანგ გორგასლისეული საეპისკოპოსოს ადგილას აშენებულ ქალკედონურ (მართლმადიდებლურ) ქართულ ტაძარში იყო დაბრძანებული (პღნძაჰანქი, სპილენძაჰანი, ახტალა). ფაქტობრივად, სამ მხარეს უნდოდა ჯვარი მასთან ყოფილიყო დაბრძანებული.

პირველად ამ ცნობას ყურადღება მიაქცია ივანე ჯავახიშვილმა და აღნიშნა: „რთული დავის გადასაწყვეტად იშვიათი და იმ დროისათვის გასაოცარი საშუალებისთვის მიუმართავთ“.

შემდეგში სტეფანოსის აღნიშნული ტექსტის თარგმანი გამოაქვეყნა ილია აბულაძემ და ვრცლად მიმოიხილა ამბავი.

მოკლე ისტორია ასეთია:

დასახელებული წმიდა ჯვარი, ძნელბედობის დროს, თურქთა ბატონობისას, სომეხთა ერთმა ეპისკოპოსმა მიაგირავა სხვა მონასტერს, სხვა საეპიკოპოსოს. აღნიშნული ტერიტორიების საქართველოს მიერ გათავისუფლების მერე, წმიდა ჯვარი, სომეხთა ერთ-ერთმა დიდებულმა, ვასაკმა წამოიღო და ივანე ათაბაგს მიუძღვნა. საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთმა ვეზირმა, ათაბაგმა და ამირსპასალარმა, ივანე მხარგრძელმა, რომელიც, დაახლოებით 1200 წლიდან გრიგორიანულიდან ქალკედონურ რწმენაზე იყო მოქცეული და რომელიც აშენებდა და განაახლებდა მართლმადიდებლურ ტაძრებს, „ღმერთშეხებული“ წმიდა ჯვარი, სტეფანოს ორბელიანის ცნობით, დააბრძანა ქალკედონურ, მართლმადიდებელ მონასტერში, პღნძაჰანქში.

სტეფანოს ორბელიანი გვამცნობს, რომ, 1216 წელს, დავის დროს, ნორავანის ეპისკოპოსს მხარს უჭერდნენ, საქართველოს სახელმწიფოში, ქართველი მეფეების ქვეშევრდომად ახლად დაბრუნებული, ლიპარიტ და ელიგუმ ორბელიანები, რომელთა სამთავროშიც იყო ნორავანი და რომელსაც ხელახლა აღაშენებდნენ ისინი.

 „იქმნა აგრეთვე შფოთი წმინდა ჯვრისათვის. წავიდნენ ორნივე ეპისკოპოსნი, ლიპარიტი და მისი შვილი ელიგუმი სამსჯავროდ ივანე ათაბაგთან დვინს. და მან დასხა თავისი დიდებულები“.

მაშასადამე, საქმის განსახლველად, - სომეხთა ერთ-ერთ ძველ დედაქალაქ დვინში, რომელიც საქართველომ გაათავისუფლა თურქთაგან და შემოიერთა მრავალი ბრძოლის შემდეგ, - სასამართლოზე, ივანე მხარგრძელმა მოიწვია საქართველოს დიდებულები, სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების სასულიერო მოღვაწეები და სამართლის მცოდნენი (შეძლებისდაგვარად აღვნიშნოთ მათი სარწმუნოება და ეროვნება ტექსტის გაგრძელებაში. ტექსტი სტეფანოსისაა, ფრჩხილებში განმარტება ჩემია - გ. მ):

„ბუბარი და მარწვანი (ალბათ სომხები, ივანე ათაბაგის დიდებულები, ან გრიგორიანები ან მართლმადიდებლები) - ივანე ტბელი (ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მართლმადიდებელი, აბუსერისძე) და მემნა ჯაყელი (ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მართლმადიდებელი), დიდი ჭყონდიდელი (საქართველოს უმთავრესი ვაზირი, მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდის ეპიკოპოსი, ქართველი, მართლმადიდებელი, სააჯო კარის, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი), რომელიც მოსულიყო სამეფოდან, ვარძიის წინამძღვარი (ქართველი სასულიერო პირი, მართლმადიდებელი) და პგღნძაჰანქის წინამძღვარი (ალბათ, ქართველი სასულიერო პირი, მართლმადიდებელი), დიდი მამამთავარი გარესჯისა (ქართველი სასულიერო პირი, მართლმადიდებელი), გაგელი (ალბათ ვარამ გაგელი, გაგის ერისთავი და მსახურთუხუცესი, წარმოშობით (შესაძლოა) ქურთი, შემდეგ გასომხებული მხარგრძელების გვარის განაყოფიდან. იმ დროს, ალბათ, უკვე მართლმადიდებლურად მონათლული, გაქართველებული) და მაწნაბერდელი (ალბათ, საქართველოს სომეხი დიდებული), სხვა აგრეთვე მრავალი დიდებული (თავისთავად სომხებიც), ტფილისის ყადი (ტფილისის მაჰმადიანთა მოსამართლე, ალბათ, არაბი, შეიძლება სხვა ეროვნების, უფრო სუნიტი), ანისის ყადი (ალბათ, სუნიტი მაჰმადიანი, არაბი, ან თურქი, შეიძლება მაჰმადიანი ქურთი, ქურთები იყვნენ ანისშიც და სხვაგანაც) და დვინის ყადი (ალბათ, სუნიტი მაჰმადიანი, ეროვნებით არაბი ან თურქი ან სხვა), სურმარიის სახელოვანი შეიხი (შეიხი, აქ ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე, შეიძლება იყოს სუნიტი, ან ირანული წარმოშობის შიიტიც), რომლებთან ერთად იყვნენ ანისის დიდი ეპისკოპოსი (ალბათ, სომეხი გრიგორიანი. ანისში იყო მართლმადიდებლური სამიტროპოლიტოც, თუმცა, ეს უფრო სომეხი იქნებოდა, ვინაიდან მთავარეპისკოპოსია) და ახპატის ეპისკოპოსი (ახპატი ლორეშია, ძველქართულ მხარეში, აღნიშნული პიროვნება შეიძლება იყოს სომეხი ან ქართველი მართლლმადიდებელი, რადგან მონასტერი სომხების დაარსებულია, როცა მიტაცებული ჰქონდათ ლორე, მაგრამ, ივანე მხარგრძელს ქალკედონურად ჰქონდა გადაკეთებული), და უბრძანა გამოეძიათ. ამათ გამოიძიეს სამართალი და განსაჯეს ესრე, რომ „მკვდარსა და ტყვექმნილს ერთი აქვთ სახე: ვინც მკვდარს აღადგენს, აღარაა მშობელთა შვილი, არამედ განმაცხოველებლისაა და რომელიც ტყვექმნილს დაიხსნის, აღარაა (ის) იმიერიდან მფლობელისა, არამედ ტყვის მხსნელისა.

ეხლა ამ ქვეყანასავით, რომელიც მახვილითა და ხელით არის აღებული და საქართველოს სამეფოს საკუთარ სამემკვიდრეოდ იწოდება, ის ჯვარიც საკუთარი იყო ივანესი და მისი მიცემის გამო ლიპარიტისა და უფალ სარგისისათვის მრავალი წარსაგებლით, 1000 დრაჰკანამდის, ჯერ არს იყოს ლიპარიტისა და მისი ეკლესიისა სამარადისო მემკვიდრეობად“.

ამ სამართალს (ე. ი. განაჩენს) ფრიადი სიამოვნებით დაეთანხმნენ ათაბაგი და აზნაურ მთავართა მთელი სიმრავლე და ბრძანეს ჰქონოდა ჯვარი უდაოდა და უცილობლად ლიპარიტს და მისიანებს“.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლო სხდომამ დვინში და ათაბაგიც და ყველა მხარე დაემორჩილა.

სტეფანოსი განაგრძობს: „ხოლო ეპისკოპოსმა, უფალმა სარგისმა, ითათბირა დიდ ლიპარიტთან და იწყეს ერთად დიდი შრომითა და უზომო წარსაგებლით ნორავანს მშვენიერი ეკლესიის აგება, რაც დაამთავრეს შვიდი წლის განმავლობაში, რვა ხორანიანად (ე. ი. კამარიანად), სომეხთა წელთაღრიცხვის 672-ს (ე. ი. 1223 წელს).

ამიტომ წერდა დიდი ივანე ჯავახიშვილი აღფრთოვანებით: „ამ საგანგებო სასამართლოში ის არის გასაოცარი და გასახარელი, რომ საქართველოს სახელმწიფოში მაშინ სამი რჯულის სამღვდელოების წარმომადგენელთ - ქართველ მართლმადიდებელთა, სომეხ-გრიგორიანებისა და მაჰმადიან ყადიებისა და შეიხის - საერთო მოქმედება და თანხმობრივი მშვიდობიანი თანამშრომელობა შესაძლებელი ყოფილა, რომ ამგვარი მოვლენის მარტო შესაძლებლობასაც კი დიადი მნიშვნელობა აქვს“.

ისე, თუ შეიხი შიიტი იყო, მაშინ ოთხი სჯულის გამოდის.

დვინის სასამართლოს ასეთი შემადგენლობით მოწვევის გვამცნობს:

სრული სარწმუნეობრივი და ეროვნული თავისუფლება ჰქონდა ყველას;

საქართველოს მესვეურები ცდილობდნენ ნებისმიერი საკითხი განხილულიყო მაქსიმალურად ობიექტურად და ყველა შესაძლო ვარიანტი გაეთვალისწინებინათ, მათ შორის, სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე, სხვადასხვა ეროვნების სამართალმცოდნეების სამართლებრივი გამოცდილება და ცოდნა, რათა მაქსიმალურად ობიექტური გადაწყვეტილება გამოეტანათ.


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq