საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

სამხრეთ-დასავლეთ სომხეთის შემოერთების მცდელობის წარუმატებლობის მიზეზი თამარ მეფის დროს
გაიოზ მამალაძე

ბასიანის ბრძოლაში, იკონიის სასულთნოს ჯარის დამარცხებისა და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შემდგომ, რამდენიმე წელში, საქართველოს სამეფო კარი კვლავ მიუბრუნდა თავის ძველ გეგმას – დაესრულებინა მთელი სომხეთის შემოერთება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ამ დროისათვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სომხეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიებში შემოდიოდა. დარჩენილი იყო მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი სომხეთი, რომლის ტერიტორიაზე ხლათის (შაჰ-არმენთა) სახელმწიფო არსებობდა. მის მაჰმადიან მეთაურს კი შაჰ-არმენი (სომეხთა მეფე, სომეხთა შაჰი) ერქვა. შაჰ-არმენებად იჯდნენ არა არმენები, არამედ დამპყრობლები.

ქართველი ხელმწიფეები თავს თვლიდნენ სომეხთა კანონიერ მეფეებად. არა მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე სომხური სამეფოს ტერიტორია ჰქონდათ შემოერთებული, თან, სომეხთა თანხმობით, არამედ, იმიტომაც, რომ სომხური წარმოშობის საქართველოს დედოფლების შთამომავლები იყვნენ და ლეგიტიმურად მათ ეკუთვნოდათ, სომეხთა გადასახლებული თუ გადაშენებული მეფეების მემკვიდრეობა.

გარდა ამისა, დავით აღმაშენებლისეული ექსპანსია, მართალია, აღარ მიმდინარებდა, მაგრამ სომხურ მიწების ქართულ სახელმწიფოში შემოკრება, ჩვენი მეფეების მიზანი მაინც იყო. ქართველი ხელმწიფეები კავკასიელი ხალხების ლეგენდარული მამამთავრის, თარგამოსის მემკვიდრედ თვლიდნენ თავს და მათი მიზანი იყო თარგამოსის ყოველი ძის, კავკასიელი ხალხების წინაპრების, სამემკვიდროს გაერთიანება ქართლოსის შთამომავალთა მეთაურობით. დავით აღმაშენებლის შემდგომ, თარგამოსის შთამომავალთა მიწებიდან, ძირითადად, მხოლოდ სომხური ტერიტორიები დაიტოვეს სამეფოში, სხვებს კი ავტონომიური მმართველობა დაუბრუნეს და მათი ვასალობა იკმარეს. ისე გამოვიდა, რომ საქართველომ პირდაპირ შემოიერთა ქრისტიანებით დასახლებული თემები, სხვები კი ყმადნაფიცობის პირობით გაათავისუფლა, დაიქვემდებარა და დაიმეგობრა.

არის ვარაუდი, რომ სომხური ტერიტორების შემოერთების მერე, ქართველ პოლიტიკოსებს სურდათ, კიდევ უფრო სამხრეთით და ნაწილობრივ დასავლეთით გაევრცელებინათ გავლენა და გამეზობლებოდნენ ჯვაროსნულ სამთავროებს პალესტინაში, სომეხთა სამთავროს კილიკიაში და ხელში ჩაეგდოთ აზიიდან დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო და სტრატეგიული გზები და სხვა... ძნელი სათქმელია, მართლა ასე იყო თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ხლათის სახელმწიფოს შემოერთებით, ჩვენს სამხედრო ძალას სომეხთა ახალი ნაწილები დაემატებოდა, რაც მნიშვნელოვანი იყო და პერსპექტივა, მართლაც, იხსნებოდა უფრო სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთისკენ. 

სამხრეთ-დასავლეთ სომხეთისთვის (შაჰ-არმენთა, ხლათის სახელმწიფოსთვის) კონკურენცია იყო იკონიის სასულთნოს, ეგვიპტის სასულთნისა და საქართველოს შორის. 1207 წელს შაჰ-არმენს, იზედდინ ბალაბანს შეუტია ეგვიპტისა და სირიის ქურთული წარმოშობის აიუბიდთა დინასტიის წარმომადგენელმა, ეგვიპტის სულთნის, ალ-ადილ პირველის მეოთხე ვაჟმა, დიარბექირის ამირამ, მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინმა. მაგრამ აუჰადმა ვერ გაიმარჯვა, რადგან შაჰ-არმენს არზრუმის სულთანი ეხმარებოდა. შემდეგ, არზრუმის სულთანმა ბალაბანი მოაკვლევინა, თუმცა, ხლათი ვერ დაიკავა. გაბატონებული მაჰმადიანური მოსახლეობის ზედა ფენამ ხლათში მოიწვია და ხლათის სულთნად, მელიქად და შაჰ-არმენად გამოაცხადა სულთან მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინი. ანუ, აიუბიდებმა დაასწრეს ბაგრატიონებს სამხრეთ-დასავლეთი სომხეთის დაკავება.

სამწუხაროდ, ჩვენი დიდი სარდალი და შესანიშნავი ორგანიზატორი, რომელიც ყველა ომში, ფაქტობრივად, მეთაური იყო ხოლმე, მეფე-კონსორტი – დავით სოსლანი გარდაცვლილი გახლდათ ამ დროს.

სამხრეთ-დასავლეთ არმენიის სომხური მოსახლეობა აუჯანყდა ახალ სულთანს. ქართული არმია ივანე მხარგრძელის ხელმძღვანელობით გაემართა მათ დასახმარებლად და ხლათის სასულთნოს დასაპყრობად (შესაძლოა, სომეხთა აჯანყება ჩვენი სამეფოს მიერ იყო ინსპირირებული). მსახურთუხუცესი ივანე და მისი უფროსი ძმა, ამირსპასალარი ზაქარია, განაგებდნენ საქართველოს სომხური მიწების დიდ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთ არმენიის (ანისის სამეფოს) დაკავების მერე, ქართველთა მეფემ მიიღო მანამდე იქ არსებული სამეფოს გამგებლების ტიტული – შაჰანშა. ამ ვითარების გამოძახილია, რომ ზაქარია მხარგრძელის შვილს მეორე სახელად ერქვა შანშე (შაჰანშე). თუ ხლათის სასულთნოს შემოიერთებდა საქართველო, მხარგრძელების ძლიერი ოჯახის გამგებლობაში გადავიდოდა დასავლეთ სომხეთიც, ქართველთა მეფის ტიტულს, ალბათ, დაემატებოდა შაჰ-არმენის ტიტულიც.

ჩანს, ქართული ჯარის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ვინაიდან ამირსპასალარი, ივანე მხარგრძელის უფროსი ძმა, ზაქარია, არ გამგზავრებულა ხლათში საომრად. მაშასადამე, ხლათის საკითხი ადვილად გადასაწყვეტი ეგონათ ჩვენებს. ჩვენს წინაპრებს ამ ომში ეხმარებოდნენ ადგილობრივი სომხები, რომელთაც უნდოდათ მაჰმადიანი დამპყრობლებისგან გათავისუფლება და დასავლეთ სომხეთის სამხრეთ-დასავლეთის შეერთება ქართულ სახელმწიფოსთან. ეს იქნებოდა სომხეთის სრული გათავისუფლება.

არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის მოთხრობით, 1208-1209 წლებში, ქართულ ჯარს აუღია ხლათის სასულთნოს ქალაქი არჭეში. მოსახლეობა ტყვედ წამოუყვანიათ, ქალაქი კი გადაუწვავთ. როგო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
რც ჩანს, არჭეშისა და ვანის სომეხი მოსახლეობა აუჯანყდა მალიქ აუჰადს.

აუჰადმა სისხლში ჩაახშო აჯანყება. ჩვენმა წინაპრებმა მიუსწრეს და სასტიკად იძიეს შური აიუბიდებისა და ხლათელების ჯარსა და აგრესულ მაჰმადიანურ მოსახლეობაზე. 

ვანის ტბის ჩრდილო სანაპიროსთან გაშენებული, ძველი ქალაქი არჭეში დიდი, მნიშვნელოვანი და მდიდარი ქალაქი ყოფილა. ისტორიული არჭეში ახლა ჩაძირულია წყალში, ვანის ტბაში, წყლის დონის აწევის გამო. ქალაქი მოგვიანებით ცოტა ჩრდილოეთით გადაიტანეს (დღევანდელი თურქეთის ქალაქი ერჯიში). 

შაჰ-არმენი – სულთან მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინ აიუბი ქალაქ ხლათში ჩაიკეტა და ვერ გაბედა ქართველებს ბრძოლის ველზე შებრძოლებოდა. მას ქართული ჯარისაც ეშინოდა და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისაც.

აუჰადს დახმარებას იკონიის სასულთნო ვერ გაუწევდა, ჩვენმა წინაპრებმა ის რამდენიმე წლით ადრე დაამარცხეს. მით უმეტეს, უკვე, ხლათი აიუბიდების დიდი იმპერიის ნაწილი გამხდარიყო. აიუბიდები კარგ დამოკიდებულებაში არ იყვნენ იკონიასთან.

მელიქ აუჰადს მოუვიდა დამხმარე ძალები მეზობელი ოლქებიდან, მაგრამ ისინი ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს. აიუბიდების ეგვიპტეს, რომელიც სირიასაც ფლობდა, გაუძნელდებოდა ახლადდაკავებული ხლათის გამო ქართველების წინააღმდეგ დიდი ომი. ეგვიპტეს თავისი პრობლემები ჰქონდა ჯვაროსნებთან და სხვა მიმართულებითაც.

არჭეშის მერე ჩვენი წინაპრები ხლათს მიადგნენ. 

ქალაქი ხლათი (ახლათი) ვანის ტბის სანაპიროზეა გაშენებული, მას გარშემო კარგი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ხოლო სამხრეთიდან ზღვაც იცავდა. ქალაქი უკვე დანებებას აპირებდა, სომეხი მემატიანე კირაკოზ განძაკელის (კირაკოს განძაკეცის) თქმით, ქართველებს დაუმარცხებიათ სულთანი. გამარჯვებით გათამამებულმა მსახურთუხუცმა, ივანე მხარგრძელმა თან იახლა ოცი მეომარი და ქალაქის კედლის დასათვალიერებლად გავიდა. კედლებთან ყოფნის დროს, როცა ჩვენი ჯარი მოშორებით იდგა, ივანეს ცხენს ფეხი ჩაუვარდა თხრილში და წაიქცა. ხლათელებმა ეს გალავნიდან დაინახეს, ისარგებლეს მომენტით, ქალაქიდან გამოვარდა რამდენიმე ასეული კაცი, დაიჭირეს მხარგრელი და მისი თანმხლებნი და სწრაფად ციხეში შეიყვანეს. არაბი მემატიანე აბულფედას (აბუ ლ-ფიდა) თქმით, ქართველმა მხედართმთავარმა ღვინო დალია, შეზარხოშდა და თანამეინახე 20 მხედრის თანხლებით ხლათის მიუახლოვდა და ასე ჩავარდა ტყვედ მთვრალი. მეცამეტე საუკუნის არაბული წარმოშობის გეოგრაფის, ზაქარია ალ-კაზვინის (ყაზვინის). თქმით კი, ხლათელებს სამხედრო მიზნით, მდინარეზე, რომელიც ქალაქს ჩამოუდის, ხიდი დაუზიანებიათ და ზედ თივა დაუყრიათ. ივანეს ცხენი ჩავარდნილა წყალში და ასე დაუტყვევებიათ ივანე მხარგრძელი. ამ ცნობის მიხედვითაც ივანე მთვრალი იყო. დაზუსტებით, მთვრალი იყო თუ არა მხარგრძელი, ძნელი სათქმელია, თუმცა, ფხიზელ ადამიანს სიფრთხილეს უნდა გამოეჩინა.

სარდლის დატყვევებამ აღაშფოთა და შეაშფოთა ქართული ჯარის სხვა მეთაურები. როგორც ჩანს, ქართველებმა შეტევა ვერ გაბედეს, რათა ხლათელებს არ მოეკლათ მძევალი, მეფის ვაზირი. ეს, მაჰმადიანთათვის სასიხარულო ამბავი, ხლათელებმა დიდ სულთანს, ალ-ადილ პირველს ამცნეს ეგვიპტეში, რომელსაც ძალიან გახარებია და უბრძანებია, მე მომგვარეთო მნიშვნელოვანი ტყვე.

ხლათთან მდგომმა ჯარმა მოხდარის შესახებ სამეფო კარს აცნობა და იკითხა, როგორ მოვიქცეთო. ალბათ, ხლათიდან მათ ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული, თუ შეტევას განაგრძობთ, ივანეს დიდ სულთანს გავუგზავნით ან მოკლავთო.

ეტყობა, ვანის ტბის მხრიდან ქალაქი ხლათი ალყაშემორტყმული არ იყო და ხლათელებს კომუნიკაციისათვის გზა ჰქონდათ. ვანის ტბა საკმაოდ დიდია, 3574 კმ², სანაპიროს სიგრძე 430 კილომეტრია და ტბის სანაპიროების გასწვრივ, მთელ პერიმეტრს ქართული ჯარი, რა თქმა უნდა, ვერ დაიკავებდა. ალბათ, ნავები არ ჰქონდა თან ჩვენს ჯარს, რომ იქვე, ტბიდანაც ალყაში მოექციათ ქალაქი და ყველანაირი კომუნიკაცია გადაეკეტათ.

საქართველოს ამირსპასალარმა, ზაქარია მხარგრძელმა შეუთვალა ხლათის მეთაურებს, თუ ჩემ ძმას ქალაქიდან გააგზავნით ან რამეს დაუშავებთ, თქვენ ყველას გაგწყვეტთ, ქალაქს დავანგრევ და თქვენს მიწასაც კი მოვთხრი და საქართველოში წავიღებო!

ხლათელები შეშინდნენ და არ გააგზავნეს ივანე მხარგრძელი. შემდეგ, მოლაპარაკება თვითონ ივანემ გააგრძელა და შეთანხმებაც შედგა. მხარგრძელს თავისი ასული უნდა მიეთხოვებინა ხლათის მელიქისთვის, გადაეხადა 100 000 დინარი და ხლათსა და საქართველოს შორის 30 წლიანი სამშვიდობო ზავი დადებულიყო. ივანესგან მძევლები აიყვანეს, ალბათ. ჯარის მეთაურები და იგი გაათავსუფლეს. მხარგრძელმა თავისი ასული, თამთა და ფული გააგზავნა ხლათში. აუჰადს დაუბრუნა რამდენიმე ციხე, გაათავისუფლა 5 000 ტყვე.

ეგვიპტე-დამასკო-იერუსალიმის მმართველ აიუბიდთა და ქართველთა შორის მშვიდობა დამყარდა. ივანეს ტყვედ ჩავარდნის გამო საქართველომ ვერ შემოიერთა დასავლეთ სომხეთი. თუმცა, ხლათში, ქრისტიანებს აღარ დევნიდნენ. მათი მდგომარეობა შემსუბუქდა ეგვიპტის სასულთნოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სირიასა და იერუსალიმში. მონასტრებს გადასახადები გაუნახევრეს. იერუსალიმში მიმავალ ქრისტიან მომლოცველთა უსაფრთხოებაზე სასულთნო ზრუნავდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq