საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური მარცხი / მ ო კ ა ვ შ ი რ ი ს პ რ ო ბ ლ ე მ ა ქართულ დიპლომატიაში
ლოვარდ ტუხაშვილი

,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური მარცხი

მ ო კ ა ვ შ ი რ ი ს   პ რ ო ბ ლ ე მ ა  ქართულ დიპლომატიაში

ლოვარდ  ტუხაშვილი

 

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ჯერ ხვარაზმელთა, მერე კი მონღოლთა დარტყმებმა დასცა ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური ძლიერება. ძნელბედობამ ჩვენს ქვეყანას ურთულეს პირობებში მოუსწრო. გარდამავალ პერიოდში (ხდებოდა ბატონყმური წყობილების გამარჯვება) შესუსტებული იყო ცენტრალური ხელისუფლება სახელმწფოში. ანარქიის ზღვრამდე ავიდა სენიორალური სახლების იმუნიტეტი. აღმოვჩნდით საერთაშორისო იზოლაციაში. მთავარი ის იყო, რომ მძაფრი შინაგანი კრიზისი გადაფარული იყო გარეგნული ტრიუმფით. ქართული დიპლომატია ამზადებდა ჯვაროსნულ ლაშქრობას პალესტინაში. განიხილებოდა ქ. ბაღდადის დაპყრობის გეგმებიც. ლაშა გიორგის სიკვდილმა და რუსუდანის გამეფებამ მთლიანად მოშალა ცენტრალიზაცია. პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი იყო. მას შეუქცევადი მიზეზები ჰქონდა (ამ მიზეზებს შევეხებით ქვემოთ). დაშლის ბზარები შეეხო მმართველობის ყველა რგოლს. დიპლომატიური უწყებაც ერთგვარად დავიწროებული ჩანს. ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი უფერულად გამოიყურებოდა (გამონაკლისი იყო მხოლოდ პალესტინის დალაშქვრისათვის სამზადისი). ცალკეული სენიორიები, ადგილზე მჯდარი ,,მეფეები“ გამოდიოდნენ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკით.

ხვარაზმელ-მონღოლთა გამოჩენამ ვერ გამოაფხიზლა სამეფო კარი. ქართულმა დიპლომატიამ დაიწყო მოკავშირის ძიება. მოგვიანებით ჩვენ დავინახავთ, რომ მოკავშირის პრობლემა გადაიქცა მფარველის ძიებად, ხოლო ქართული დიპლომატიის ამაყი ტონი უქვეშევრდომილესი მორჩილების ილუსტრაციად; XIII საუკუნეში ეძებდნენ მოკავშირეს ევროპაში და მუსლიმანურ სამყაროში. ეს ძებნა მალე შეიცვლა ტაქტიკური სამანევრო გადარჩენა-გაძლების დიპლომატიად. დადგა არა დიდი დესპანების (ომირების), არამედ მედროვე უმეკების და სადუნ მანკაბერდელების დრო. ქართულ დიპლომატიას ამიერიდან უნდა მოეგვარებინა უმთავრესად ურთიერთობა მონღოლ-თათართა ყაენების კარზე. გიორგი ბრწყინვალეს დროს აღსდგა დამოუკიდებელი დიპლომატიური ხაზი, რაც ინერციით გაგრძელდა ალექსანდრე I-ის დრომდე. XV-XVI საუკუნეებში მოკავშირის პრობლემა მთლიანად შეიცვალა პროტექტორის პრობლემად. ამიერიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა სწორი პოლიტიკური ორიენტაციის მოძებნა და ბრძოლა ,,აღდგომა-გამოხსნისათვის“. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი გახდა არა სტრატეგიული მიმართულებანი, არამედ მმართველი ფენების მორალური სახე და მწარმოებელი მასების პოზიცია.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

მამული, ენა, სარწმუნოება

20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
20 მარტს არის ხსენება ღირსი ემილიანესი
ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა.
gaq