საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

გარნისის ღალატი და შალვა ახალციხელის მოწამეობა
გაიოზ მამალაძე


17 (ახალის ტილით 30) ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს დიდი მხედართმთავრის, სწორუპოვარი გმირის, ქრისტიანობისათვის წამებული რაინდის, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს (გ. 1226).


1223 წელს ლაშას ანდერძის მიხედვით გამეფდა რუსუდანი. რუსუდანის აღმზრდელი იყო იოანე მხარგრძელი - ათაბაგი, იმ დროისათვის უკვე კარგა ხნის მართლმადიდებლურად მოქცეული. იოანე მხარგრძელის ხელში დიდი ძალაუფლება იყო თავმოყრილი, ის იყო ამირსპასალარიც - სამხედრო მინისტრი. მის საგამგებლოში შედიოდა ქვემო ქართლის სამხრეთი და ასევე სომხეთის დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო. გადამწყვეტი სიტყვა სამეფო კარზე ივანე მხარგრძელს ჰქონდა.


როგორც ჩანს, საქართველოს სახელმწიფო დიდ კრიზისს განიცდიდა. უკმაყოფილო იყვნენ სახელმწიფოში შემომავალი სომხები. სახელმწიფოს მკვეთრად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოქმედების გეგმა და არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა.


ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ დიდი მეომრები თორელთა საგვარეულოდან, ძმები შალვა და ივანე ახალციხელები.


შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა, მისი ბედი ძალიან ჰგავს საქართველოისას. სწორუპოვარი იყო - „არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“... გაწირეს, უღალატეს და ქრისტეს ერთგულებას შეეწირა.


იგი იყო სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდგომ მანდატურთუხუცესი), ერისთავთ-ერისთავი.


შალვა ახალციხელი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში პირველი შეიჭრა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლობის ცენტრში და ხელთ იგდო მტრის უმთავრესი სიმბოლო, ხალიფას დროშა, რომლის ქვეშაც გაერთიანებული იყო თითქმის მთელი აღმოსავლეთი, ერთი მიზნით - საქართველოს დასაქცევად. 


ხალიფას დროშა მოიღო შალვა ახლციხელმა და ფერხთით დაუფინა საქართველოს მნათობს - თამარ მეფეს. ყოვლისა აღმოსავლისა, დასავლისა, სამხრისა და ჩრდილოისა დედოფალმან ეს დროშა გელათის მონასტერს შესწირა.


მას მერეც ყველა ბრძოლაში გამოიჩინა თავი შალვა ახალციხელმა, თავის ძმა ივანესთან ერთად. ბრძოლა კი ბევრი ჰქონდა საქართველოს. ბასიანშიც გმირულად იბრძოდნენ ძმები - შალვა მანდატურთუხეცესი (წესრიგის დამამყარებელი ქვეყანაში) და ივანე კარის (ყარსის) ათაბაგი. მათი გმირობა და სწორუპოვრობა, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ სხვისი სამხედრო მარცხის გამოსწორება, თავდადებული ქართველობა და პატიოსნება შურის საგანი გახდა ზოგიერთი დიდებულისათვის, განსაკუთრებით ივანე ათაბაგისათვის. 


1225 წელს საქართველოს სამფლობელოებს მოადგა ხვარაზმის დიდი სახელმწიფოს უკანასკნელი შაჰი და სულტანი ჯალალ ად დინი.


მისი უდიდესი სახელმწიფო დამარცხებული ჰყავდათ მონღოლებს. რამდენიმე წლით ადრე, 1218 წელს, ჯალალედინის მამამ, შაჰმა მუჰამედ II-მ, რომელიც აღმოსავლეთში მაჰმადიანთა ინტერესების დამცველად ითვლებოდა და თავს „ალაჰის ჩრდილს“ უწოდებდა, უგუნურად, ბარბაროსულად და იმ დროინდელი სამყაროსთვისაც კი გასაოცრად, დახოცა მონღოლთა ელჩები და ვაჭრები, ამგვარად გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საშინელი დამპყრობლების შეტევა მათ სახელმწიფოზე. მონღოლებმა ხორეზმი აიკლეს, ისე, რომ შაჰმა პირდაპირი ბრძოლა ვერ გაუბედა, არამედ ქალაქებს ამაგრებდა.


დამარცხებული მუჰამედ შაჰი გაიქცა კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე, სადაც კეთრით დაავადებულებს ასახლებდნენ და იქ მოკვდა სამარცხვინოდ. ხორეზმის შაჰად და სულთნად თავი გამოაცხადა მუჰამედის მემკვიდრე ჯალალედინმა. მან რამდენჯერმე მოახერხა მონღოლთა სარდლების დამარცხება. თუმცა, მერე მის წინააღმდეგ თავად ჩინგიზ ყაენი დაიძრა და და სასტიკად დაამარცხა ჯალალი, 1221 წელს. ჯალალედინი გაიქცა ინდოეთში. იქიდან დაბრუნდა, გამოაცხადა საღვთო ომი და თავი მოუყარა თავისი არმიის ნარჩენებს, ასევე ირანში, ავღანეთში, ერაყში და მიმდებარე მაჰმადიანურ ტერიტორიებზე მომთაბარე ბრბოებს და შექმნა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც ზოგი გადმოცემით 200 000 მეომარს ითვლიდა.


თითქოს, მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად ჯალალედინს ჩვენი წინაპრებისაგან დახმარება უნდოდა და წერილიც მოუწერია ქართველებისთვის. მაგრამ, არც მისი ქმედება იყო დიპლომატიური და არც მისი მიზნები რეალური. ქართველებმა, ალბათ, იცოდნენ მისი ფანატიზმი რელიგიურ საკითხებში და მათი ოჯახის წევრების გაუწონასწორებელი გონება.


გარდა ამისა, მანამდე ქართველები, ლაშას სიცოცხლეში შენახვედრი იყვნენ მონღოლებთან ბრძოლაში, პირველ შეტაკებაში კი დამარცხდნენ, მონღოლების ერთი საომარი ხრიკის გამო, მაგრამ, მეორე ბრძოლა მონღოლებმა ვეღარ გაბედეს განახლებულ და ხელახლა გაწყობილ ქართულ არმიასთან და გაეცალნენ. ქართველებისთვის კი ეს მონღოლთა ძალის არასწორად შეფასებაში დაშვებული შეცდომის დასაწყისი იყო.


თუმცა, შეცდომა მაინც დაუშვეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, იჩქარეს, არ გაწელეს დრო, რათა ჯეროვნად მომზადებულიყვნენ და სამყოფი ჯარი შეეკრიბათ, ვასალები მოეწვიათ დასახმარებლად, მაგრამ, იმდენად იყვნენ დარწმუნებული თავის დაუმარცხებლობაში, რომ სიფხიზლე დაკარგული ჰქონდათ.


ქართული სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ჯალალედინის შემოსევას.


მოკლედ, უნდა ითქვას, რომ ქართული სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ კრიზისში იყო ჩაძირული. ამას ემატებოდა, როგორც ვთქვით, ზოგიერთი დიდებულის მეტისმეტად აღზევება, დიდი არისტოკრატების პირადი ინტერესები და მოუქნელი სახელმწიფო მანქანა. რაც მთავარია, ქართულ სახელმწიფოს არ ჰყავდა ძლიერი მეთაური - მეფე, მამაკაცი.


1225 წელს ჯალალედინი 150 ათასი (ზოგი გადმოცემით 200 000) მეომრით მოადგა საქართველოს საზღვრებს, სომხურ ქალაქ დვინს (ალბათ გადაჭარბებულია ეს ცნობები). ქართველებმა იჩქარეს და წინ დაახვედრეს დაახლოებით 60-70 ათასი ქართველი, სომეხი და ყივჩაღი (ზოგი გადმოცემით 30 000). ჩვენ იმ პერიოდში თავისუფლად შეგვეძლო გამოგვეყვანა 90 ათასამდე მეომარი, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს სამხედრო უწყებამ ძალიან იჩქარა. შეიძლება ჯალალედინის ჯარი არ იყო ასეთი მრავალრიცხოვანი, მაგრამ ქართველებზე მეტი მაინც იქნებოდნენ. სულტან ჯალალედინს ქართველების წინააღმდეგ გამოცხადებული ჰქონდა საღვთო ომი. მასთან დაქირავებული მეომრებიც იყვნენ.


მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ გარნისის ველზე, სომხეთში. ამირსპასალარ ივანე მხარგრძელს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდაცვითი ხაზის დაკავება და ამიტომ მაღლობზე გამაგრდა. მესხები, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით, წესისამებრ მეწინავედ განაწყეს.


ბრძოლის წინ სომხურ ნაწილებში და მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები აპირებდნენ ნაძალადევად მოექციათ სომხები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. უკმაყოფილებას ვიღაც მიზანმიმართულად თესავდა. ჯალალი ცდილობდა ქართველთა მიერ დაქირავებული მეომრების მოსყიდვასაც. ამაშიც ჩანს ქართული სახელმწიფოს სისუსტე.


როდესაც ჯალალედინის ბრბოები დაიძრნენ, მესხებს, რომელთა რიცხვი 4 000 იყო, სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა შეტევისა. თავიდან წარმატებული შეტევაც განახორციელეს. თუმცა, მაჰმადიანთა ძალები გაცილებით მრავალრიცხოვანნი იყვნენ და ამიტომ ახალციხელებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავარ შტაბს და ამირსპასალარს დამხმარე ძალების მიშველების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ქართველი ისტრიკოსი ამას შურს აბრალებს, რომელიც აღძრული იყო ივანე ათაბაგის გულში, ახალციხელებისადმი...


ქართველთა სამეთაურო შტაბში არეულობა იყო, ძირითადმა ძალებმა დაიხიეს უკან, არაორგანიზებულად. უკანდახევისას კი მსხვერპლიც განიცადეს ადგილობრივი ტერიტორიის არ ცოდნის გამო.


სანამ შეეძლოთ გაუძლეს მესხებმა ჭარბი ძალების შემოტევას. ივანე ახალციხელი და მისი ნაწილების მცირე ნარჩენი უკანდახევისას კლდიდან დაგორებულმა ქვებმა იმსხვერპლა. შალვა ახალციხელი კი ხელში ხმალგატეხილი ტყვედ ჩაუვარდათ მაჰმადიანებს.


სწორუპოვარი რაინდი და უნიჭიერესი მხედართმთავარი შალვა ახალციხელი დაუმარცხებელი სარდალი და მეომარი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა 4 000 მესხს გაცილებით მრავალრიცხოვანი ბარბაროსის წინააღმდეგ, როდესაც მისი მოძმეები, შურია

ნი ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით, 60 000 ქართველზე მეტი, ჯერ ფაქტობრივად უმოქმედოდ, უყურებდნენ მესხთა განადგურებას, მერე კი გაეცალნენ ბრძოლის ველს და იქვე დამარხეს დიდი საქართველოს უძლეველობის სახელი. 


აქვე უნდა განვმარტოთ - უბრალო მეომრები და დაბალი რანგის სარდლები, შალვას გამოსარჩლებას ვერ შეძლებდნენ, ჯარის დისციპლინა ამის უფლებას არ აძლევდათ, არც იცოდნენ რა ხდებოდა, მათ უბრძანა უმაღლესმა მთავარსარდლობამ და უკან დაიხიეს. გაკვირვებულები და გაოგნებულები კი იქნებოდნენ.


ივანე ახალცხელი ბიჯნისის ციხეში შეიხვეწა და იქვე მოკვდა მალე.


კარგა ხნის მანძილზე ჯალალედინი არ წამოსულა ტფილისისაკენ. მერე კი ისე მოადგა დიდი, უძლეველი სახელმწიფოს დედაქალაქს, წინ არავინ დახვედრია. მცირერიცხოვანი გარნიზონი გამაგრებულიყო ქალაქში და ტფილისელი და მიმდებარე მიდამოების მოსახლეობა... არის უცხოური გადმოცემა, თითქოს ქართველებმა სცადეს შეეკრათ ხეობები ქალაქ ლორესთან, სადაც უნდა გამოევლო ჯალალედინს, ამას ითხოვდა ტყვეობაში მყოფი შალვა ახალციხელი ფარული წერილებით, მაგრამ ვიღაცამ გასცა, ინფორმაცია სულტნისთვის ცნობილი გახდა, და დაასწრო ქართველებს.


საოცარია პირდაპირ, სად გაქრა უძლეველი სახელმწიფო, სად გაქრნენ დიდებულები, როგორ ვერ მოხერხდა არმიის მობილიზება, სახელმწიფოს ამუშავება... 


... ტფილისთანაც ღალატი, საქართველოს სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა, რომელთაც არანაკლები შეღავათები ჰქონდათ, ვიდრე ქართველებს, რომელთაც ლუკმაპურსა და სრულ სამოქალაქო უფლებებს, მეგობრობასა და სიყვარულს უზიარებდნენ ქართველნი, კარები გაუღეს მხეცს, ჯალალედინს, რომელსაც გამარჯვებები მხოლოდ დაქსაქსულ და დაღალატებულ არმიებთან შეეძლო და არა მონღოლებთან, რომელთაც დაუგდო სამშობლო და გამოექცა, რომელსაც მხოლოდ სისასტიკე ჰქონდა და არავითარი გონიერება ან ადამიანობა.


თუ აზიელ მმართველთა შორის უტვინობა და არაკაცობა, არაადამიანობა შეიძლება დაინახო, ეს ჯალალედინზე, მისი იდიოტ, მკვლელ მამაზე და მათ „მეომრებზე“ შეიძლება ითქვას. მხდალებმა დახოცეს მონღოლთა მშვიდობიანი ვაჭრები, ასობით კაცი და გამოიწვიეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დაპყრობითი ომები, თვითონ კი მერე გადაკარგულ ჯურღმულებში ამოხდათ სული. ტფილისის მაჰმადიანურ მოქალაქეებსაც არ დაადგათ კარგი დღე, ქრისტიანთა ძარცვისა და ხოცვის მერე მათაც მისდგნენ ჯალალის ბრბოები. ღალატი დასჯადია, თუ სახელმწფოს მხრიდან არა, ღვთისგან მაინც...


თუმცა, სხვას რას ვერჩით, ჩვენ თუ სასტიკები და დაუნდობლები არ გვყავდნენ ხორეზმ შაჰებივით, მოღალატეები მაინც ბლომად "მოგვეპოვებოდნენ". 


დიდი საქართველოსავით გაწირული დიდი შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მისი გმირობების ამბავი ყველას სმენოდა და სისხლისმსმელმა ჯალალმა გადაწყვიტა თავის არმიაში მიეღოს წორუპოვარი რაინდი და საპატიო ტყვედ დაიტოვა. ქალაქები შეპირდა სამართავად, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და თავის ერთ-ერთ მხედარმთავრობას სთავაზობდა.


მაგრამ, შალვა ახალციხელი წერილებს აგზავნიდა სამშობლოში და ქვეყნის თავდასაცავად ჯარის შეყრას ითხოვდა.


გაუგეს.


სულტანმა ჯალალედინმა გადაწყვიტა ეპატიებინა, თუმცა ერთი პირობით. ეს იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სისხლისმსმელი, ბოროტების მსახური სულტანი ოდნავ "გონივრულად" მოიქცა, ან იქნებ გაუტეხელი ქართველის გატეხვა სურდა - შალვას გამაჰმადიანება მოსთხოვა.

 

აქ კი გაეცინა ახალციხელს... 


ზემოთ ვთქვით, შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა, რომ არა შინა ღალატი, მას ვერავი მოერეოდა. როგორც ჩვენი სამშობლო მუდამ ღალატის გამო ვარდებოდა სხვათა ტყვეობაში, ასევე სამხედრო სარდლობის ღალატისა თუ უვარგისობის, სახელმწიფო მანქანის მოშლის გამო ჩავარდა შალვა ახალციხელი მტრის ხელში, მისი ძმა კი დაიღუპა.


ჯალალედინმა მოაკვლევინა ქვეყნისა და სარწმუნოების ერთგული შალვა ახალციხელი.


ასე ეწამა შალვა ახალციხელი ქრისტიანობისათვის, როგორც ეწამებოდა ხოლმე ჩვენი სამშობლო ქრისტეს სარწმუნოებისათვის

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq