რიჩარდ III სტუდენტები: გიორგი ბუცხრიკიძე, გოგა ჭანტურია რიჩარდ III ინგლისის ტახტზე ადის 1483 წელს, მისი ძმის ედუარდ IV-ის გარდაცვალების შემდეგ. ყველასათვის ცნობილია, რომ თითქოს რიჩარდ III მოახდინა ტახტის უზურპაცია და მან ძმისშვილებს წაართვა მეფობის უფლება, ისინი კი სიკვდილით დასაჯა. ასევე თითქოს რიჩარდ III იყო ფიზიკურად შეუხედავი და მან დახოცა უამრავი უდანაშაულო ადამიანი [2.66]. XVI საუკუნის ლიტერატურაში რიჩარდ III-ს მიაწერენ ტახტიდან ჩამოგდებული ჰენრი VI-ის, ედუარდ V-ისა და მისი ძმის მკვლელობას, ჰენრი VI-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას და თავისი ძმის ჰერცოგი კლარენსის მკვლელობას. რიჩარდი 2 წელი მართავდა ინგლისს, 1485 წლის 22 აგვისტოს ბოსვორთის ბრძოლაში იღუპება და ტახტზე ადის ჰენრი VII ტიუდორი. ის გახლდათ ლანკასტერების შორეული ნათესავი მდედრობითი ხაზით. ამიტომაც მას სჭირდებოდა მყარი არგუმენტები თავისი ლეგიტიმაციისთვის [6.2]. ყოველი ახალი დინასტია ცდილობს მისი არსებობის ლეგიტიმაციას, მით უმეტეს თუ ის ძალადობის გზით მოექცევა ხელისუფლების სათავეში და ცდილობს წინამორბედი მეფის თუ საგვარეულოს ,,გაშავებას“, რადგან ხალხის თვალში თავიანთი არსებობა გაამართლონ. ხშირად ამისთვის უღირს მეთოდებს და ბრალდებებს მიმართავენ. ამ ყოველივეს დროს იყენებენ პრინციპს - ისტორიას გამარჯვებულები წერენ და შესაბამისად მათ არავინ ასამართლებს. ამიტომ არასასურველი პირის მიმართ ცილისწამება დროთა განმავლობაში ისე იდგამს ფესვებს, რომ საუკუნეების შემდეგ სიმართლის დადგენა ძალიან ჭირს და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. ამის ნათელი მაგალითია ბიზანტიის იმპერატორი მიქაელ III, რომელიც შემდგომმა, მაკედონელების დინასტიამ ისე „გააშავა“, რომ დღემდე ჭირს მასზე მიწერილი ათასი საზიზღრობებიდან დავადგინოთ, რომელია მართალი და რომელი მოგონილი, მაგრამ ჩვენ აქ შევეხებით ინგლისის მეფე რიჩარდ III (1483-1485), რომლის სახელი შემდგომში ტიუდორთა დინასტიის თუ მასთან დაახლოებული პირების დამსახურებით ისე შეიბღალა, რომ დღემდე ვერ მოხდა მისი სახელის რეაბილიტაცია და ისტორიაში მისი რეპუტაციის აღდგენა. მივყვეთ ქრონოლოგიურად. მას შემდეგ, რაც 1485წ. 22 აგვისტოს ბოსვორთის ბრძოლაში რიჩარდ III იორკი დამარცხდა და დაიღუპა [7.1]. ტახტის უზურპაცია მოახდინა ჰენრი VII ტიუდორმა და ამ აქტის გასამართლებლად დაიწყეს რიჩარდ III-ის მიზანმიმართული დაკნინება. ჰენრი VII პარლამენტს მიაღებინა გაუგონარი ბრალდებები და წაუყენა რიჩარდ III. ეს ბრალდებები გახლდათ: 1) რიჩარდი იყო ფიზიკურად მახინჯი, ,,მახინჯ სხეულში კი მახინჯი სულია“. 2) რიჩარდი იყო მონსტრი, ტირანი, დესპოტი. 3) რიჩარდმა დახოცა პატარა უფლისწულები. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ ბრალდებას და ვეცდებით მცირედით მაინც გავარკვიოთ თუ რა მოხდა სინამდვილეში [1.4]. ტიუდორებს ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებოდა ჯონ მორტონი, რიჩარდის დაუძინებელი მტერი, რამეთუ, მისი აზრით, მხოლოდ ასეთ ინფორმაციას შეეძლო გადაეფარა ის უზურპაცია, რომელიც ჩაიდინა ჰენრი VII. მორტონს დაუფასეს ასეთი საქციელი. ის ჯერ კარდინალის მანტიით და შემდგომ კენტერბერიის ეპისკოპოსის თანამდებობით დააჯილდოვეს. სხვათაშორის მორტონის კარზე წლების მანძილზე იზრდებოდა მომავალი დიდი ჰუმანისტი და სახელმწიფო მოღვაწე თომას მორი, რომელმაც მისგან მიიღო ზეპირი ინფორმაცია რიჩარდის „ავკაცობის“ შესახებ, რაც შემდეგ მორმა ხატოვნად გადაიტანა თავის საისტორიო ქრონიკაში - „რიჩარდ III-ის ისტორია“. ეს უკანასკნელი კი საფუძვლად დაედო შემდგომში უილიამ შექსპირის უკვდავ ტრაგედის ,,რიჩარდ III-ს“ [1.2]. განვიხილოთ უშუალოდ ბრალდებები: 1) ბრალდება რიჩარდის ფიზიკური და სულიერი სიმახინჯის შესახებ დამტკიცება, რომ მახინჯ სხეულში მახინჯი სულია. რიჩარდთან მიმართებაში ეს ბრალდება ხელოვნურად შექმნ
| ილი უნდა იყოს, რადგან ჩვენამდე მოღწეული პორტრეტები და თანამედროვეები, რომლებსაც უნახავთ რიჩარდი არავითარ მინიშნებას მის ფიზიკურ ნაკლზე არ იძლევიან. რიჩარდის შესახებ თანამდეროვე ისტორიული წყაროები წერენ, რომ ის იყო ელეგანტური კავალერი, მოხდენილი მოცეკვავე, ვაჟკაცური იერის საშუალო ტანის შავგრემანი მამაკაცი. ამასვე ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები და დნმ-ის ანალიზი. 2012 წელს არქეოლოგებმა ლესტერში ავტოსადგომზე აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც მაღალი სოციალური წრიდან იყო. მას თერთმეტი ჭრილობის კვალი აჩნდა. საფლავმა ყურადღება მომრგვალებული ფორმითაც მიიქცია, თუმცა ამის ახსნა შესაძლებელია და საფლავის მომრგვალებული ფორმაც მიანიშნებდა იმას, რომ მეფე გარკვეული გარემოების გამო ნაჩქარევად დაკრძალეს და საფლავის გათხრისას კუთხეები არ ჩაასწორეს. მეორეც, ორივე ხელი ჩონჩხს მარჯვენა მხარეს ედო, თავი კი-დახრილი. სწორედ ამ გარემოებებმა უკარნახა არქეოლოგებს, რომ ეს ინგლისის ცნობილი მეფე რიჩარდ III უნდა ყოფილიყო. ის ხომ 1485 წელს ლესტერის ახლოს, ბორვორთის ველზე ტიუდორთაგან მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობებით გარდაიცვალა. რაც შეეხება საფლავსა და ჩონჩხის უჩვეულო ფორმას, ესეც ადვილი ასახსნელი იყო. იმისათვის, რომ მოკლული რიჩარდი მოხერხებულად გადაეტანათ, მას ხელები შეუკრეს. თავის მოხრილი ფორმაც აქედან გაჩნდა. ორი დღის განმავლობაში ლესტერის ფრანცისკანული ტაძრის სიახლოვეს დასვენებული მეფის ცხედარი ბუნებრივად ასე უნდა გაშეშებულიყო. ცხედრის ავთენტურობა დაადასტურა დნმ-ის ანალიზმა, რომელიც რიჩარდის ორ ნათესავს ჩაუტარეს. როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ, ჩონჩხის მიხედვით ის საერთოდ არ იყო მახინჯი, კუზიანი და ა.შ. თუმცა კი უილიამ შექსპირის გენიის წყალობით რიჩარდ III ბოროტი არსების და მკვლელის სახით შემორჩა, რომელიც, გარდა სულიერი სიმახინჯისა, ფიზიკური სიმახინჯის ეტალონადაც იქცა. თუმცა მეცნიერებამ და თანადროულმა ისტორიულმა წყაროებმა სხვა დაადასტურეს. ამასთანავე, რთული წარმოსადგენია ასეთი ფიზიკური ნაკლის მქონე კაცისათვის მიენდო მეფეს თვალყურის დევნება ჩრდილოეთ ინგლისისთვის, რომელიც მათი მოწინააღმდეგე ლანკასტერების დასაყრდენი იყო. რიჩარდმა გამოავლინა თავისი ღირსებები და ნიჭი სამხედრო ორგანიზატორული და ადმინისტრაციული მოწყობის საქმეში. მან ეს ტერიტორია მთლიანად გაწმინდა ლანკასტერებისაგან და მეფის კონტროლს დაუქვემდებარა. მეფეს ეჭვი არ ეპარებოდა მის ერთგულებაში და უყოყმანოდ დანიშნა ლორდ პროტექტორად და მცირეწლოვანი უფლისწულების რეგენტად, იმის მიუხედავად, რომ მას (ედუარდ IV) სხვა ძმებიც ჰყავდა. ყოველივე ზემოთ თქმული აბათილებს არგუმენტს, რომ რიჩარდ III ფიზიკურად და სულერად მახინჯი იყო [1.2]. ახლა განვიხილოთ მეორე არანაკლებ საშინელი ბრალდება, რომ რიჩარდ III იყო მონსტრი, ტირანი და დესპოტი. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდის ზეობა ხანმოკლე აღმოჩნდა და წყაროებში მეტად მკრთალი კვალი დატოვა არა როგორც ტირანმა, არამედ როგორც „ღირსეულმა მონარქმა“. იგი ყველანაირად ცდილობდა შეემსუბუქებინა შემოღობის შედეგები საშუალო ფენისთვის. რიჩარდი როგორც მმართველი უფრო ლოიალური იყო და გულთან მიქონდა ხალხის ინტერესები. იქნებ აქ ძევს მისი პოლიტიკური იზოლაციის გასაღები? მეფობის ორი წლის განმავლობაში რიჩარდმა მოასწრო რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის შემოღება, რაც თანამედროვე პოლიტიკურ და იურიდიულ სისტემებშიც მოქმედებს. მან დააწესა ინსტიტუტი, რომელი დღეს ბევრ ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების სახელით არის ცნობილი. ღარიბებეს, რომლებსაც არ შეეძლოთ ადვოკატის დაქირავება დაუწესდათ ინსტიტუტი, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლოთ თავიანთი საჩივრის წარდგენა. რიჩარდმა აგრეთვე დააწესა სამართლებრივი თავდაცვის ინსტიტუტი. ეჭვმიტანილებს საშუალება მიეცათ სასამართლოს განაჩენამდე ციხისათვის თავი აერიდებინათ და ქონება შეენარჩუნებინათ. შემდგომ რიჩარდის ბრძანებით მოიხსნა შეზღუდვა წიგნების დაბეჭდვასა დ
| ა გავრცელებაზე, ე.ი. დაწესდა პრესის თავისუფლება. მისივე ბრძანებით ინგლისურ ენაზე ითარგმნა ინგლისის კანონები, რომლებიც მანამდე ფრანგულად იწერებოდა და ვრცელდებოდა [5.207]. მეფედ კურთხევამდე რიჩარდ III ინგლისის ჩრდილოეთში მოღვაწეობდა, სადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის, განსაკუთრებით უბრალო ხალხის მატერიალური კეთილდღეობა [3.57]. და ბოლოს უნდა შევეხოთ რიჩარდ III-ისადმი წაყენებულ მესამე და ყველაზე სასტიკ, ამაზრზენ ბრალდებას. მისი ძმის ედუარდ IV ის შვილები უკანონოდ გამოაცხადა კათოლიკურმა ეკლესიამ. ვინაიდან ედუარდი არ იყო განქორწინებული პირველ ცოლთან, ელინორ ბატლერთან და ამდენად მისი შვილები არაკანონიერად (ბასტარტებად) მიიჩნეოდნენ. შესაბამისად ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებოდნენ. ამის შემდეგ რიჩარდ III-ს პეტიციით მიმართეს ეკლესიის, არისტოკრატიისა და მოქალაქეთა დაინტერესებულმა ჯგუფმა. რათა ის დამჯდარიყო ტახტზე. რიჩარდმა წინადადება მიიღო და მისი მეფობა ინგლისის პარლამენტმა სცნო, როგორც კანონიერი, ამდენად მას ძმისშვილების მკვლელობა არაფერში არ სჭირდებოდა. რა თქმა უნდა რიჩარდის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე ბრალდება პატარა უფლისწულების მკვლელობაა. ყველანი, ვინც ამ შემზარავ ამბავს გადმოგვცემენ უმთავრესად ეყრდნობიან ზეპირ ინფორმაციას და ჭორებს, რომელსაც ძირითადად მოწინააღმდეგეები ავრცელებდნენ. ამას დაემატა 1647 წელს ტაუერში აღმოჩენილი ორი ბავშვის ნეშტი, რომელიც ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ედუარდ IV-ის შვილებად ჩათვალეს. საინტერესოა ის, რომ რიჩარდმა პენსია დაუნიშნა ძმისშვილებს, მიუხედავად მათი არაკანონიერი სტატუსისა. ბავშვები ლონდონის კოშკში იმყოფებოდნენ, ჰასტინგსის რჩევით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. ოჯახი რომელიც შემდგომ რიჩარდს აუჯანყდა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის ბავშვები ისევე როგორც რიჩარდის სხვა ნათესავები ტიუდორებმა დახოცეს. მკვლევართა დიდი ნაწილი ამართლებ რიჩარდ III-ეს ამ ბრალდებაში [6.9]. საყურადღებოა და ამავე დროს ძალიან საინტერესო XX საუკუნეში ჩატარებული სასამართლო. 1964 წელს ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელევიზიამ მოაწყო სასამართლო პროცესი. პროცესმა ცალსახად დაადასტურა რომ არც ისე იყო საქმე მორისა და შექსპირის თანამოაზრეები რომ წარმოადგენდნენ. იმის გასარკვევად, რომ იყო თუ არა რიჩარდ 3 თავისი ძმისშვილების მკვლელი, შედგა საზოგადოებრივი სასამართლო. აქ ყველაფერი წარიმართა სასამართლოს ჩვეულებრივი პრინციპებით. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ისტორიკოსბის, ბრალმდებლისა და დამცველის გამოსვლები და გამოიტანეს ვერდიქტი ,,რიჩარდი არაა დამნაშავე“ [8.2]. და ბოლოს, რიჩარდ III არ იყო უფრთო ანგელოზი, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მას ისიც დააბრალეს, რაც მართლა არ ჩაუდენია და ისტორიის სამსჯავროზე შავი ლაქით დატოვეს. 07. 11. 18 გამოყენებული ლიტერატურა 1. http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=5&id_artc=32005 2. მერაბ კალანდაძე, ,,ინგლისის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია“, თბ. 2005 წ. 3. ივანე მენთეშაშვილი, ,,ინგლისის ისტორია“, თბ. 2004 წ. 4. გურამ კუტალია, ,,შუა საუკუნეების ისტორია“ თბ. 2004 წ. 5. მურმან პაპაშვილის რედაქციით, ,,დასავლეთ ევროპის ისტორია“ თბ. 2015 წ. 6. http://www.richardiii.net/2_1_0_richardiii.php 7. www.bbc.co.uk/historking_richard_iiiy/people/ 8. http://www.le.ac.uk/richardiii/history/whowasrichard.html |