საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

გიორგი მესამემ მიზანმიმართულად დასაჯა თავისი ძმისწული განსაკუთრებული სასჯელით
გაიოზ მამალაძე


 

გიორგი III კარგი სარდალი და ორგანიზატორი იყო, მაგრამ მის დროს საქართველოში მოხდა დიდი დანაშაული, რომელმაც მერე დიდი გავლენა იქონია ქვეყნის განვითარებაზე.

მეფე დემეტრესა და მის უფროს ვაჟს, დავითს შორის ჩამოვარდა უთანხმოება. უფლისწული დავითი აპირებდა მამის გადაყენებას და ტახტზე ასვლას. დემეტრე მეფეს უფრო ჰყვარებია უმცროსი შვილი გიორგი, და შესაძლოა მის გამეფებას აპირებდა. თუმცა, მეფეს არ შეეძლო ტახტის მემკვიდრეობის კანონის დარღვევა, რომლის მიხედვითაც, ტახტი ეკუთვნის უფროს ვაჟს, თუ ჯანმრთელია ფიზიკურად და გონებრივად. აქ სხვა რამეც უნდა იყოს. ალბათ, რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებაც არსებობდა მამა–შვილს შორის, მაგალითად ქვეყნის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა, დავითი მოუთმენლობის გამო აკეთებდა ამას, ხელისუფლების წყურვილი ჰქონდა. უფლისწულ დავითისა და მისი თანაშეთქმულების პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. დემეტრემ აპატია ვაჟს, თუმცა მისი თანაშეთქმულები დასაჯა.

დავით ბატონიშვილმა არ მოისვენა და მაინც მიაღწია მიზანს. 1155 წელს მან და მისმა მომხრეებმა მეფე დიმიტრი აიძულეს ტახტი დაეთმო და მონასტერში ბერად აღკვეცილიყო. ტახტზე ავიდა დავით V. ამ ვითარებას ბევრი ისტორიკოსი უწოდებს შიდაკლასობრივ დაპირისპირებას, ანუ სხვადასხვა დიდებულები ცდილობდნენო თავისი კანდიდატის გამეფებით საკუთარი ინტერესების რეალიზებას. თუ დავაზუსტებთ, ეს უფრო სხვადასხვა პოლიტიკური დასების დაპირისპირება უნდა იყოს, შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმების. მაგალითად, 1089 წელსაც მოხდა გადატრიალება და სასული

ერო და საერო დიდებულების ერთმა წრემ გიორგი მეორე აიძულა თავის 16 წლის ვაჟი დავითი მეფედ გამოეცხადებინა, თვითონ კი უკანა პლანზე გადასულიყო. დავით აღმაშენებლის ამგვარად გამეფებას ვერაფრისდიდებით ვერ დავარქმევთ შიდაკლასობრივ დაპირისპირებას. ეს იყო პოლიტიკური პლატფორმის ცვლა. ახალი, უფრო ქმედითი პოლიტიკური ფიგურა, დავით IV და მისი გუნდი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და შედეგმაც გაამართლა – შეიქმნა დიდი საქართველოს სახელმწიფო – კავკასიური იმპერია.

გამეფებიდან 6 თვეში მეფე დავით V მოულოდნელად გარდაიცვალა. სომხური წყაროების ცნობით, მეფე სუმბატ და ივანე ორბელებმა მოკლეს, ალბათ გიორგის დავალებით და მის მხარდასაჭერად.

ამის მტკიცება შეუძლებელია და არც იქნება გამართლებული. თუმცა მეფე დავითის, ახალგაზრდა კაცის ასე უცებ გარდაცვალება გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

ერთი სომხური წყაროს მიხედვით, სიკვდილის წინ მეფე დავითმა იხმო კათალიკოსი, დიდებულები და საკუთარი ძმა, გიორგი. დააფიცა ისინი თავის მცირეწლოვანი ვაჟის – დემეტრეს (დემნას) ერთგულებაზე და ანდერძად დაუბარა ძმას, ემეფა მანამ, სანამ დემნა სრულწლოვანებას მიაღწევდა, მერე კი დემნასთვის დაეთმო ტახტი.

 თუ ეს ცნობა მართალია, მაშასადამე, გიორგი დემეტრეს ძე გამოდიოდა რეგენტი. ვინაიდან რეგენტის მცნება საქართველოში არ არსებობდა, შეიძლება უფრო დაზუსტებით ვუწოდოთ დროებითი მეფე (როგორც შემდგომში უნდა ყოფილიყო რუსუდანი).

მაგრამ, დავითის სიკვდილის მერე დემეტრე I, აწ უკვე ბერი დამიანე, დაბრუნდა ტახტზე და თანამეფედ გამოაცხადა უმცროსი, საყვარელი შვილი გიორგი. გადმ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოცემით, დემეტრე ოცნებობდაო დავითის სიკვდილზე, დავითი ხომ ორჯერ აუჯანყდა მეფე-მამას და ბოლოს ტახტიც წაართვა.

ტახტზე დაბრუნებული ბერი-მეფე დემეტრე-დამიანეც მალე, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და ერთპიროვნული, თვითმპყრობელი მეფეთ–მეფე საქართველოს კავკასიური იმპერიისა გახდა გიორგი III. მან მრავალი ბრძოლა მოიგო და დიდი წარმატებები მოუტანა სამშობლოს, მის დროს ქართველები ვერ ძლებდნენ „თვინიერ რბევისა“ უცხო მხარეთა.

მაგრამ გავიდა დრო და დემნა წამოიზარდა. გიორგი, ალბათ, დროებით მეფედ არ მიიჩნევდა თავს, რადგან მამამ გაამეფა და არ აპირებდა ტახტის დათმობას ძმისშვილისათვის. ლეგიტიმურად ტახტი დემნას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე გიორგის. მით უმეტეს, გიორგი III-ეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა, ორი კანონიერი, თამარი და რუსუდანი და ერთიც ქორწინების გარეშე შობილი (სახელი უცნობია). ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი მანამდე საქართველოში არ ყოფილა.   

1177 წელს გიორგი III-ს აუჯანყდნენ. დიდებულების საკმაოდ დიდი ნაწილი განუდგა მას.

ბაგრატიონები, ბიბლიური დავითის შთამომავლებად ითვლებოდნენ. არც ძველი აღთქმის და არც ახალი აღთქმის მიხედვით ქალი ტახტის მემკვიდრედ და გვარის გამგრძელებლად არ ითვლება.

არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ სომხურ წყაროებს (ამჯერად). როგორც ჩანს, გიორგი არ აპირებდა აღთქმის შესრულებას და დიმიტრის გამეფებას (თუ სომხური წყარო სწორია).

თუ აღთქმა არ ჰქონდა დადებული და სომხური წყარო ტყუის, ტახტი მაინც დემნას ეკუთვნოდა.

როგორც ჩანს, გიორგის უნდოდა დაემცირებინა დემნა და ცოლად შერთო ქვ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეშევრდომის, ორბელის (თანაც, იქნებ მამის მკვლელის) ასული. საქართველოს მეფეს კი ქვეშევრდომი არ უნდა მოეყვანა. ზოგს ჰგონია, რომ ქვეშევრდომის ცოლად მოყვანით დემნამ დაკარგა ტახტზე ასვლის უფლება, მაგრამ ასე არა არის. სამეფო ოჯახს სხვა უფლისწული ვაჟი არ ჰყავდა. ასე რომ, დემნა გიორგი მეფის ასულებზე გაცილებით ლეგიტიმური მემკვიდრე იყო. თანაც, ქვეშევრდომზე დაქორწინების მიუღებლობა სამეფო კანონების კატეგორიული ნორმა არ ჩანს. ამას უფრო ტექნოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რათა  ქვეშევრდომები (სიმამრი და ცოლისძმა ანუ მეფის ქვეშევრდომები) არ გამორჩეულიყვნენ, არ დარღვეულიყო ბალანსი ქართველ წარჩინებულთა შორის და დედოფალი განსაკუთრებული ყოფილიყო, უცხოელი, სამეფო სისხლის.

დიდებულებმა შეატყვეს, რომ გიორგი III არ აპირებდა დემნას გამეფებაზე სერიოზულ ფიქრს. ქართველებისთვის კი ქალი მეფედ წარმოუდგენელი იყო. მათ უცხო მხარეთა მრბეველი ვაჟკაცი უნდოდათ ხელმწიფედ. ლეგიტიმისტებს კი ბაგრატოვანთა გვარის გაგრძელება.

არ ჩანს მართალი, თითქოს ორბელების ამბიციის გამო დაიწყო ეს აჯანყება. მხოლოდ ორბელების ინტერესების გამო სხვა დიდებულები არ აჯანყდებოდნენ და თავს არ ჩაიგდებდნენ საფრთხეში. ივანე ორბელი, დემნას სიმამრი, ისედაც ამირსპასალარის თანამდებობაზე იყო. მით უმეტეს, აჯანყებას მიემხრო სამოხელეო არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი. აჯანყებას მეფის ხელისუფლების დასუსტება და არისტოკრატიის გაძლიერება არ ჰქონია მიზნად. ვაზირებს და ერისთავთ-ერისთავებს რაღა გაძლიერება სჭირდებოდათ ისეთი, რომ სასიკვდილო რისკზე წასულიყვნენ.  

როგორც ჩანს, არსებობდა ლეგიტიმი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ზმის მომხრეობის იდეოლოგია, ერთგვარი დასი, ორდენი, რომელიც იმპერიის მომავალზე, მის გაფართოებაზე ფიქრობდა.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი III-ს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მას, როგორც ჩანს, შეუვალობა გაუუქმებია ეკლესიისათვის.

გაბატონებული იყო აზრი, თითქოს დემნა–ორბელების აჯანყება გამოწვეული იყო შიდაკლასობრივი დაპირისპირებით, დიდი არისტოკრატიის მხრიდან მეფის უფლებების შესუსტებისა  და თავისი ძალაუფლების გაძლიერების სურვილით.

მაგრამ, რატომ უნდა გამოირიცხოს პატრიოტიზმი? მამულიშვილობა? ნუთუ არ შეიძლებოდა იმ დროს მამულიშვილური მოტივებით აჯანყება? ცოტნე დადიანისა და  შალვა ახალციხელის მამებისა და პაპების თაობაში პატრიოტები არ იქნებოდნენ?

ან, სხვა დროს, როცა ქართველი დიდებულების მეთაურობით ქვეყანაში აჯანყებები ეწყობოდა დამპყრობთა წინააღმდეგ, ეს ამ დიდებულების სოციალური ინტერესებისთვის ხდებოდა? მართალია, დამპყრობლის წინააღმდეგ აჯანყება სხვაა, საკუთარი მეფის წინააღმდეგ სულ სხვა, მაგრამ, გიორგი მესამეს იქნებ უზურპატორად თვლიდნენ.

ძირითადად, როგორც ყველა ერის, ისე ჩვენი სამშობლოს მამოძრავებელი ძალა არის მამულიშვილობა და არა კერძო, ან რომელიმე ფენის ინტერესები.

მეფე გიორგის გადაუდგა დიდი ვაზირებიდან უმრავლესობა. შეთქმულები აპირებდნენ მეფის დატყვევებას, მაგრამ გიორგის შეატყობინეს...

მეფე გიორგი ძალიან ენერგიული და აქტიური კაცი იყო. უმალ გადავიდა მოქმედებაზე. პირველ ეტაპზე, ძირითადად არაქართულ ძალებს დაეყრდნო. ჯერ 500 ყივჩაღით მასთან გაჩნდა ყუბასარი.

გაიოზ მამალაძე
მერე მხარგრძელები, მერე დემნას მომხრეების ერთი ნაწილი შიშით მის მხარეზე გადავიდა. აჯანყება დამარცხდა. ძმისშვილი, სინანულის ნიშნად ყელზე საბელშებმული ეახლა ბიძას.

გიორგი III-ზე ამბობდნენ მრისხანე იყოო. მაგრამ დემნას დასჯა მხოლოდ მრისხანება არ ყოფილა. ყველაფერი კარგად იყო გათვლილი, ჯერ თვალები დასთხარეს, რომ ვეღარ ემეფა, ვეღარ ემოღვაწა (ეს კი ტახტის პრეტენდენტობიდან მის ჩამოშორებას ნიშნავდა, რადგან ბრმას არ შეეძლო ქვეყნის მართვა და მას ტახტზე უკვე ვერავინ აიყვანდა). მერე დაკოდეს, რომ შთამომავლობა არ დაეტოვებინა.

სასჯელის ამ მეორე ნაწილში ჩანს ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი ნორმა - ტახტზე მხოლოდ მამაკაცი შეიძლება ავიდეს, ტახტის მემკვიდრეობა მხოლოდ მამაკაცის ხაზით გადადის. გიორგი III-მ კარგად იცოდა, თუ დემნას შეეძინებოდა შთამომავლობა, ისინი თამარზე, და მის შთამომავლობაზე, გაცილებით ლეგიტიმურნი იქნებოდნენ. ამიტომ, შვილს კონკურენტები მოაცილა დემნასა და დემნას შესაძლო შვილების სახითაც.

როგორც ჩანს, გიორგი III-ს ძმისშვილის მკვლელობა ვერ აპატიეს ქართველებმა. შეიძლება ამ ამბავს უკავშირდებოდეს - იმ დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტი მიატოვა და იერუსალიმში წავიდა ნიკოლოზ I გულაბერისძე (ალბათ, როგორ ეხვეწებოდა კათალიკოსი გიორგი III-ს, არ დაესაჯა ასე სასტიკად ძმისწული, ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე სამეფო ტახტისა). დიდებულებმა იძულებით დაითმინეს, ძალა აღმართს ხნავს. ეკლესია გამოვიდა მეფის წინააღმდეგ და მოითხოვა ჩამორთმეული შეუვალობის აღდგენა. ამბოხით დაშინებულ გიორგის გაახსენდა ღმერთი და ეკლესიას დაუბრუნა შეუვალობა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq