საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

კოხტას ციხის შეთქმულების მიზეზები და რატომ აჩუქეს მონღოლებმა თანაშეთქმულების სიცოცხლე ცოტნე დადიანს
გაიოზ მამალაძე

1245 წელს გარდაიცვალა საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სუსტი მმართველი – რუსუდან მეფე.


მისმა უუნარო მეფობამ სახელმწიფო მოშალა და ჯერ ხვარაზმის ყოფილმა სულტანმა  ჯალალედინმა რამდენჯერმე დაარბია, მერე კი, 1235 წელს, მონღოლებმა საკმაოდ ადვილად დაიპყრეს იმდროინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფო, საქართველო.


მისი ვაჟი მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ყაენთან იყო წასული. რუმის სასულთნოში, ტყვეობაში გარდაცვლილი ეგონათ ბაგრატიონთა გვარის გამგრძელებელი დავით ლაშას ძე. ქვეყანაში დაიწყო უმეფობის ხანა.


დიდებულები ჯერ კიდევ რუსუდანის მეფობის დროიდან დაქსაქსულად და უთაოდ მოქმედებდნენ.


მონღოლებმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს საქართველო. წინააღმდეგობის გარეშე დაადეს სხვადასხვა საოკუპაციო ვალდებულებები ქვეყანას, მოსახლეობას და მთავრებს.


მაგრამ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის თაობა, რომლებსაც პირადად ახსოვდა დიდების წლები, ან ახსოვდა მათი მამების მიერ მოპოვებული გამარჯვებები.


თუ ჯალალედინთან, ასე თუ ისე, რამდენიმე ბრძოლა მაინც გადაიხადეს უმეთაუროდ, პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის არმცოდნე მეფე ქალის ქვეშევრდომმა დიდებულებმა, მონღოლების თითქმის უბრძოლველად შემოსვლის გამო თავი მთლად შეურაცხყოფილად, დამცირებულად და აგდებულად იგრძნეს ძვე

ლმა გმირებმა, მამებმა და შვილებმა, დიდებულებმა თუ უბრალო ადამიანებმა.


მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველში დაიკავეს ქალაქები, ციხეები და ჩააყენეს გარნიზონები. დასავლეთ საქართველოში არ გადასულან, მაგრამ მათი პოლიტიკა იქაც გავრცელდა. ამოქმედდა მონღოლური კანონები. საქართველოს მოსახლეობას ყოველი მეცხრე კომლიდან ერთი ჯარისკაცი უნდა გამოეყვანა მონღოლური არმიის დასახმარებლად. მონღოლები კი განუწყვეტლივ ომობდნენ, ყველგან და ყველასთან. ქვეყანას დიდი ფული – ყოველწლიურად 50 ათასი ოქროს პერპერა უნდა ეხადა ხ

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq