საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ახალციხელების ოჯახის ანუ ჩვენი სამშობლოს ტრაგედია
გაიოზ (გია) მამალაძე
წმიდა შალვა ახალციხელი


ძლიერ საქართველოში, თამარის დროს მოღვაწეობდნენ დიდი მეომრები თორელთა საგვარეულოდან – ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები.

 შამქორის ბრძოლაში, 1195 წელს, შალვა ახალციხელი პირველი შეიჭრა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლობის ცენტრში და ხელთ იგდო მაჰმადიანთა უმაღლესი სულიერი ლიდერის, ხალიფას მიერ გამოტანებული დროშა, რომლის გარშემო იყო გაერთიანებული მაჰმადიანთა დიდი კოალიცია, და რომლის აღმართვასაც ფიქრობდნენ ტფილისის თავზე, გამარჯვებაში დარწმუნებული მაჰმადიანები, მერე კი, კვლავ უნდა წაეღოთ და ბაღდადის თავზე აღემართათ ისევ. ხალიფას მიერ ტფილისის თავზე აღსამართავად გამოგზავნილი დროშა შალვა ახალციხელმა თამარ მეფეს დაუფინა ფერხთით.

მას მერეც ყველა ბრძოლაში გამოიჩინეს თავი შალვა და ივანე ახალციხელებმა.  ბასიანშიც გმირულად იბრძოდნენ ძმები – შალვა მანდატურთუხეცესი და ივანე კარის (ყარსის) ათაბაგი. მათი გმირობა და სწორუპოვარი რაინდობა, ხანდახან, მხარგრძელების სამხედრო მარცხის გამოსწორება, თავდადებული ქართველობა და პატიოსნება, შურის საგანი გახდა თამარისა და რუსუდანის კარზე ძალიან დაწინაურებული ივანე მხარგრძელისათვის, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში, განსაკუთრებით ლაშას გარდაცვალების მერე.  

რუსუდანის მეფობის დროს ქართული სახელმწიფო ღრმა კრიზისში ჩავარდა - სამეფოს არ ჰყავდა ძლიერი მეთაური – მეფე, მამაკაცი.

1225 წელს ჯალალედინი თავისი ლაშქრით, რომელნიც დედაწულიანად იყვნენ წამოსულნი ხორეზმიდან, ასევე ირანის, ადარბადაგანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მაჰმადიანური ბრბოებით, შემოიჭრა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე,  სომხეთში. ქართველებმა იჩქარეს, კარგად არც მომზადებულან, არც დრო გაწელეს, არც მოკავშირეების მომხრობაზე იზრუნეს, არც ჯალალედინის ლაშქარში არეულობის შეტანაზე უფიქრიათ, და გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარით გადაუდგნენ წინ, იფიქრეს, ჩვენ მონღოლებმა ვერ დაგვიპყრეს, ჯალალედინს და მამამისს კი ქვეყანა სამარცხვინოდ აუოხრეს და ამან რა უნდა დაგვაკლოსო.

მოწინააღმდეგენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სომხეთში, გარნისის ველზე, ამირსპასალარმა ივანე მხარგრძელმა გადაწყვიტა თავდაცვითი ხაზის დაკავება და  მაღლობზე გამაგრდა. მესხები, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით,  მეწინავედ განაწყვეს. ბრძოლის წინ არმენულ  მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები აპირებდნენ იძულებით მოექციათ სომხები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. ვიღაც მიზანმიმართულად ქიშპს თესავდა ქართველებსა და სომხებს შორის.

როდესაც ჯალალედინის ბრბოები დაიძრნენ, 4 000 მესხს, სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა შეტევისა. თავიდან წარმატებული შეტევაც განახორციელეს. თუმცა, მაჰმადიანები გაცილებით მრავალრიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ ახალციხელებმა რამდენჯერმე მიმართეს ამირსპასალარს, დამხმარე ძალები მოგვაშველეო, მაგრამ უშედეგოდ. ჟამთააღმწერელი მხარგრძელის საქციელს შურს აბრალებს, რომელიც აღძრული იყოო ივანე ათაბაგის გულში ახალციხელებისადმი...

ქართულ-სომხური არმიის ძირითადმა ძალებმა არაორგანიზებულად დაიხიეს უკან. ივანე ათამაგმა მიზანს მიაღწია, ახალციხელები მოიშორა (შეიძლება ეს დასკვნა გადაჭარბებულია, მაგრამ ეჭვი ჯერ კიდევ იმ დღეებში გაჩენილა). უკანდახევისას ჩვენმა ჯარმა სერიოზული მსხვერპლიც განიცადა ადგილობრივი ტერიტორიის არცოდნის გამო. 

სანამ შეეძლოთ, გაუძლეს მესხებმა ჭარბი ძალების შემოტევას. ივანე ახალციხელი კლდიდან დაგორებულმა ქვებმა იმსხვერპლა. მარტოდ დარჩენილი, ქანცგამოცლილი შალვა ახალციხელი ტყვედ აიყვანეს მაჰმადიანებმა.

ივანე მხარგრძელი ბიჯნისის ციხეს შეეხიზნა და იქვე მოკვდა მალე.

დიდ საქართველოსავით გაწირული დიდი შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მისი გმირობის ამბავი ყველას სმენოდა და ჯალალედინმა გადაწყვიტა, თავის სამსახურში მიღებაზე დაერწმუნებინა სწორუპოვარი რაინდი და საპატიო ტყვედ დაიტოვა. ქალაქებს შეჰპირდა სამართავად, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და ერთ-ერთ მხედართმთავრობას სთავაზობდა. შალვა ახალციხელი კი წერილებს აგზავნიდა სამშობლოში და ქვეყნის თავდასაცავად ჯარის შეყრას ითხოვდა. ეს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩენოდათ  ჯალალედინის სამხედროებს.

სულთანმა შესთავაზა, გაპატიებ,

მაგრამ გამაჰმადიანდიო. ცხადია, რასაც უპასუხებდა ქართველი გმირი... ჯალალედინმა მოაკვლევინა ქვეყნისა და სარწმუნოების ერთგული  წმინდა შალვა ახალციხელი. 

გარნისის ბრძოლიდან დაახლოებით ათ წელიწადში მონღოლებმა უბრძოლველად დაიკავეს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო. მეფე არ უვარგოდა ქვეყანას, ვერც ბრძოლის ორგანიზება მოხერხდა, ვერც ვასალობის გამოცხადება ორგანიზებულად. რუსუდანი ქუთათისში გახიზნულიყო. თუმცა, ზოგიერთი დიდებული არ შეგუებია ბედს და არ გამოუცხადებია მონღოლებისადმი მორჩილება. მათ შორის იყო შალვა ახალციხელის ვაჟი ფარადავლა და აფხაზი დარდინ შარვაშიძე. ისინი მოკავშირის მოძებნის მიზნით რუმის სასულტნოს დაუკავშირდნენ.

მონღოლების მიერ საქართველოს დაკავების დროს იკონიის (რუმის) სულთანი იყო ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ მეორე, ქართული წყაროთი – ყიასდინი, რუსუდან მეფის სიძე. რუმის სასულთნო საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ყიასდინმა შეკრიბა დიდი ჯარი, მიიმხრო ვასალებიც – ალეპოს მმართველი და ტრაპიზონის იმპერატორი. დაიქირავა 2 000 ევროპელიც და 1 000 მეომარი ნიკეის იმპერიიდან. ჩვენი მემატიანე წერს, ყიასდინმა 400 000 მეომარი გამოიყვანაო. ევროპული წყარო 200 000-ს ამბობს, სომხური – 160 000 მეომარს, ყიასდინის თანამედროვე სელჩუკი ისტორიკოსი – 70 000-ს (რომელიც დაინტერესებული პირია, რადგან მის მშობელ ხალხზეა ლაპარაკი, და ამცირებს რიცხვს, ალბათ, რათა ამით გაამართლოს ბრძოლის შედეგი). 

მონღოლებმა გაიარეს არზრუმი და მიადგნენ ერზინკას (ერზინჯანს) და იქვე ახლოს, სივასის, ერზინჯანსა და არზრუმს შორის, ქოსე-დაღის (ქოსა მთის) მახლობლად დადგნენ. მათ ჩვენს რეგიონში 40 000 მეომარი ჰყავდათ. მაგრამ, ყიასდინის წინააღმდეგ მათთან ერთად საქართველოს ჯარის ნაწილებიც იყვნენ, როგორც ვასალები (მათ შორის საქართველოს სახემწიფოს ქვეშევრდომი (მოქალაქე) სომხებიც, სომხური მიწებიდან). სხვა, დაპყრობილი სამეფო-სამთავროების ჯარებიც იღებდნენ მონაწილეობას მონღოლთა ომებში.

ქართული წყაროს მიხედვით, ყიასდინმა თავისი არმიის სათავეში დააყენა ქართველი დარდინ შარვაშიძე, რომელიც სიმხნევესა და ნიჭის გამო აღზევებული ჰყავდა სულთანს. სულთნის ჯარში ასევე იყო შალვა ახალციხელის ვაჟი – ფარადავლა,  „კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“. შესაძლოა, დარდინ შარვაშიძე და ფარადავლა ახალციხელი თავიანთი სამხედრო შენაერთებით იყვნენ სელჩუკების დასახმარებლად მისულნი, რათა ამგვარად დაესუსტებინათ დამპყრობელი მონღოლები და საქართველოსთვის თავისუფლება მოეპოვებინათ. 

1243 წლის ივნისის ბოლო იყო. ქართველები წინამბრძოლებად დააყენეს. 

სულთანს თავისი სარდლები ურჩევდნენ, არ ეჩქარა შეტევაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, ყიასდინმა ბრძანება გასცა და გამთენიისას საზარელი ყვირილით დაიწყო შეტევა სულთნის მრავალრიცხოვანმა არმიამ. 

სასტიკი ბრძოლა იყო. როგორც სჩვევიათ ხოლმე ქართველებს, სხვის ომში ყველაზე უკეთ იბრძოდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს სულთნის არმიის მარჯვენა ფრთას.

მონღლებმა ამ ბრძოლაშიც გამოიყენეს ჩვეული ხერხი. ბრძოლა რომ გახურდა, ვითომ შეეშინდათ და გაიქცნენ. თურქები გამოეკიდნენ და გაიშალნენ. მონღოლებმა საფარიდან მოულოდნელად დაუშინეს ისრები გაშლილ მდევარს, „გაქცეულებიც“ მობრუნდნენ და ორი მხრიდან დასცხეს მტერს. ბრძოლაში დაიღუპა თურქ-სელჩუკთა არმიის მხედართმთავარი დარდინ შარვაშიძე. არეულობა დაიწყო  სელჩუკთა არმიაში. სულთანი შეშინდა, იფიქრა, მოღალატე დიდებულებმა ტყვედ არ მიმგვარონ მონღოლებსო და გაიქცა. ყიასდინის ჯარიც გარბოდა. მონღოლები და ქართველები გამოეკიდნენ და ბევრი შეიპყრეს.  

გაცეცხლებული ყიასდინი ზიზღით აღივსო ქართველების მიმართ, ჩვენს წინაპრებს აბრალებდა მონღოლთა გამარჯვებას და მოაკვლევინა თავის მხარეზე მებრძოლი ფარადავლა ახალციხელი, შალვას ძე.

ასე დაიღუპნენ დიდი მეომრები, შალვა, ივანე, ფარადავლა ახალციხელები, დარდინ შარვაშიძე და მონღოლებისა თუ თურქების მხარეს, ერთმანეთის წინააღმდეგ მეომარი სხვა ქართველები, გამართული რომ ყოფილიყო სახელმწიფო, მათი ნიჭი და ვაჟკაცობა კიდევ დიდ სამსახურს გაუწევდა ქვეყანას.

ახალციხელების ოჯახის ტრაგედია ძალიან ჰგავს მაშინდელი საქართველოს ტრაგედიას და გამომდინარეა მისგან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq