საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დავით IV აღმაშენებლის სამონეტო რეფორმა
ევგენი ჭანიშვილი

XI საუკუნეში საქართველოს მეფეს დიდგვაროვანმა ფეოდალებმა “აუშალეს ქვეყანა“, რამაც წინა აზიაში მომძლავრებულ სელჩუკებთან ბრძოლაში გარკვეული პრობლემები შეუქმნეს. ქვეყანას სჭირდებოდა ძლიერი სუზერენი, რომელიც ქართველ ერს ერთი სულისკვეთების ქვეშ გააერთიანებდა, რაც ქვეყნის ეკონომიკასა თუ სამხედრო ძლიერებას შესამჩნევად გაზრდიდა. 1089 წელს, ამ აზრით გაერთიანებულმა დიდგვაროვნებმა საქართველოს სამეფო ტახტზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა 16 წლის დავით IV აღმაშენებელი აიყვანეს, რომლის წინდახედულმა და გამიზნულმა პოლიტიკამ შეძლო საქართველო კრიზისიდან გამოყვანა, სელჩუკების დამარცხება და თბილისისა და სხვა დაკარგული ქართული მიწების საბოლოოდ დაბრუნება.

საქართველო წინა აზიის გლობალური პოლიტიკის ერთ–ერთი წამყვანი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, ხოლო „მესიის მახვილად“ წოდებული ქართველი „მეფეთა–მეფეები“ საკუთარ მონეტაზე ბიზანტიურ „დედა ღვთისა ვლაქერნის“ გამოსახულებას იყენებენ. 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან იერუსალიმის მეფისა და ბიზანტიის იმპერატორის საიდუმლო ჩამოსვლა საერთო მტერთან ერთიანი ბრძოლის წარმართვას ისახავდა მიზნად, რაც კარგად გამოჩნდა 1121 წლის ცნობილ დიდგორის ბრძოლაში.

დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში მისი სახელით როგორც ვერცხლის, ასევე სპილენძის მონეტები იჭრებოდა. საყურადღებოა მის მიერ გატარებული სამონეტო რეფორმა, რის მიხედვითაც მან საკუთარი სახელით მოჭრილ მონეტებზე არაბ
სურათი 2
ული დამწერლობა და ენა გამოიყენა, რათა ჩვენი აზრით, მისი მონეტები არაბული სამყაროსათვის უფრო გასაგები და მისაღები გაეხადა და ეკონომიკურად წარედგინა საქართველო აზიის ბაზარზე. სანამ უშუალოდ მონეტის რეფორმაზე გადავალთ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ დავითის რეფორმამდელი მონეტებიც აღვწეროთ, რათა რეფორმის არსი მკაფიოდ გამოვხატოთ. ასევე აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში ვერცხლის მონეტების წონა მიახლოებით 3,5 გრამი იყო, ხოლო საუკუნის ბოლოს ეს მაჩვენებელი 0,5-0,4 გრამამდე ჩამოდის, რაც უკვე ცნობილი ,,ვერცხლის კრიზისის“ აშკარა წინაპირობაა.  დავითის ვერცხლის მონეტები ცნობილია ორ ემისიად. ორივე ემისიაში გამოსახულია ვლაქერნის ღვთისმშობელი, რაც ამ გამოსახულებით ქართული მონეტების მოჭრის უკანასკნელი მაგალითია. პირველი ემისიის აღწერა შემდეგნაირია (სურათი 2):

 დავით აღმაშენებლის პირველი ემისიავერცხლიწონა - 0,4-0,87შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულება, გვერდებზე ბერძნული წარწერა - დედა ღვთისაზურგი: ირგვლივ ასომთავრული ზედწერილი - ,,ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე“.ცენტრში სამსტრიქონიანი ასომთავრული ზედწერილი -  ႣႠ/ႱႤႥႱ/ႲႱ (და სევასტოსი).

 დავით აღმაშენებლის მეორე ემისია დავით აღმაშენებლის მეორე ემისია აღწერილის თითქმის იდენტურია, განსხვავებაა - ზურგის ცენტრში მოთავსებული ჯვარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დავითი
სურათი 3
უკანასკნელი ბაგრატიონია, რომელიც ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა (სურათი 3).

 ქართულ-ბიზანტიურ სტილში, სრულიად განმარტოვებით დგას დავით აღმაშენებლის უნიკალური სპილენძის მონეტა, რომელიც 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა პროფესორმა დეივიდ ლენგმა გამოაქვეყნა (სურათი 4). წონა - 10,73შუბლი: საიმპერატორო სამოსში გამოწყობილი მეფის გამოსახულება. მარჯვენა ხელში კვერთხი უჭირავს, მარცხენაში - სკიპტრა (სფერო), რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ასომთავრულად - ႣႧ/ႫႴ (დავით მეფე).

ზურგი: ირგვლივ ასომთავრულად - ႵႣႧႫႴႤႠႴႧႵႰႬႩႾႧႱႾႧ (ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).

ეს უნიკალური მონეტა დღეს ლონდონის მუზეუმში ინახება. არც ამ მონეტაზე არ არის შემორჩნილი თარიღი, აგრეთვე არ არის აღნიშნული ბიზანტიური ტიტულიც, მაგრამ მისი დათარიღება წარწერების შინაარსითაა შესაძლებელი. ცნობილია, რომ დავითმა ,,სომეხთა მეფის“ ტიტული ანისის განთავისუფლების შემდგომ 1123 წელს მიიღო, თვითონ მეფე კი 1125 წელს გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, მონეტა, სავარაუდოდ, 1123-1125 წლებში უნდა მოჭრილიყო.

 არაბი ისტორიკოსისა და მოგზაურის ალ - ფარიკის ცნობით, დავითმა ჩაატარა სამონეტო რეფორმა და მუსულმანური ყაიდის სპილენძის მონეტები მოჭრა. ეს მონეტები უწესო ჭედის კატეგორიას განეკუთვნებიან, რადგან მათ არა აქვთ დადგენილი ფორმა და წონა. რემიდიუმ
სურათი 4
ი მერყეობს დაახლოებით 1,14-9,4 გრამამდე, შესაძლებელია მომავალში უფრო ნაკლები და დიდი წონის მონეტებიც აღმოჩნდეს. დღეს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო კოლექციებში ჩემთვის სულ 14 ერთეულია ცნობილი. ბოლო პერიოდში ამგვარი მონეტების აღმოჩენა შედარებით გახშირდა, ჩვენი ვარაუდით შემდგომ წლებში ეს ციფრი აიწევს და ახალი ეგზემპლარებიც გამოჩნდება.

  დიდი ხნის მანძილზე  დავის საგანი იყო, თუ რომელი მეფის სახელს განეკუთვნებოდა ეს მონეტა. ნუმიზმატი  დ. კაპანაძე მას ჯერ დავით აღმაშენებელს, შემდეგ კი დავით v-ს მიაწერდა. სიძნელე იმაში გამომდინარეობდა, რომ იმ დროისთვის ეს მონეტები სულ რამოდენიმე ცალად იყო ცნობილი, ხოლო მათი შენახულობა და ინფორმაციულობა საკმაოდ დაბალი იყო. თავდაპირვეად სულთნის სახელი, რომელოც მონეტის მიახლოებით დათარიღბასა და პასპორტიზირებისთვისაა მნიშვნელოვანი შემდეგნაირად იქნა წაკითხული - ,,სულთანი ბარქიარუკი“ (1094-1105). მისი მმართველობის წლები ემთხვევა დავითისას, მაგრამ არ ემთხვევა მონეტის გამოშვების სავარაუდო თარიღს (1122-1125), რადგან დავითმა თბილისი 1122 წელს აიღო, ხოლო თვითონ მეფე კი, 1125 წელს გარდაიცვალა. ნუმიზმატმა დავით კაპანაძემ აღნიშნა, რომ უწესო ჭედის მონეტების გამოშვება დაკავშირებული იქნებოდა ან დავით IV აღმაშენებლის ან დავით V-ის სახელთან, ასევე ტიტული სულთანი მიუთითებს იმაზე, რომ საუბარია სელჩუკ სულთანზე. დ. კაპანაძემ გამორიცხა ამ მონეტის დავით I
სურათი 5
V-სთან კავშირი და აღნიშნული საფასე დავით V-ს მიაკუთვნა.  შემდგომში, პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ თავიდან გამოიკვლია აღნიშნული მონეტა და სულთნის სახელი შემდეგნაირად ამოიკითხა  - „მუჰამად ბ. მაჰმუდ“, რომელიც დავით V-ს თანამედროვე იყო და 1153–1160 წლებში მეფობდა. ეს მოსაზრება მიღებულ იქნა სამეცნიერო წრეში და დიდი ხნის მანძილზე ამგვარად მიიჩნეოდა.   ბოლო წლებში გამოჩენილმა ეგზემპლარებმა, ეს მოსაზრება რადიკალურად შეცვალა, ნუმიზმატმა ირაკლი ფაღავამ გამოაქვეყნა შვიდი ახალი ეგზემპლარი, გამოთქვა მოსაზრება და დაამტკიცა, რომ მონეტაზე არაბული ზედწერილი შემდეგნაირად იკითხება -  სულთანი ,,მაჰმუდ ბ. მუჰამად“, რომელიც ერაყის და ჩრდილოეთ ირანის სელჩუქთა სულთანი იყო 1118-1131 წლებში. მისი მმართველობის წლები ემთხვევა, როგორც დავით აღმაშენებლის ეპოქას, ასევე აღნიშნული მონეტის მოჭრის სავარაუდო წლებს(1122-1125). ჩვენ აღნიშნულ წერილში ასევე გამოვაქვეყნებთ კიდევ სამ ახალ ეგზემპლარს.

დავით IV აღმაშენებლის სამონეტო რეფორმა შემდეგ ცვლილებებში მდგომარეობს:• დაიწყო უწესოდ მოჭრილი მონეტების გამოშვება• ვერცხლი შეიცვალა სპილენძით• შეიცვალა ენა, ბიზანტიური და ქართული(ასომთავრული) წარწერების მაგივრად ჩნდება არაბული ზედწერილები• იკონოგრაფია სრულიად ამოღებულ იქნა და გადავიდა მონოეპიგრაფიკულ სტილში• გაქრა ქრისტიანული სიმბოლიკა• შეიცვალა ტიტულატურა. ბიზანტიური ტიტულების, როგორებიცაა - ნოველისი
მოსი, სევასტოსი და კესაროსი, ნაცვლად არაბულად წერია ,,მეფეთ მეფე“ და ,,მესიის მახვილი“.





მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq