საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

საქართველო - ტრაპიზონის გვიანდელი ურთიერთობები (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

საქართველო - ტრაპიზონის გვიანდელი ურთიერთობები

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ტრაპიზონის სამეფოს ბედი საკმაოდ რთულად წარიმართა. საქართველო ცდილობდა ამ პატარა იმპერიის (საკეისროს) მეშვეობით დაეკავებინა ბიზანტიის ადგილი მცირე აზიაში. ქართული ,,ბერძნეთი“ თავიდან საკმაოდ წარმატებით ახორციელებდა დასახულ მისიას. 1207 წლიდან, თამარის გარდაცვალების და ისლამური გარემოცვის ანტიქართული აფეთქების პერიოდში, ტრაპიზონმა განიცადა იკონიის სულთნების მძლავრი დარტყმები. პატარა იმპერიამ გაუძლო განსაცდელს, გადაურჩა ხვარაზმელებსაც და მონღოლებსაც. დავით ნარინმა სცადა ტრაპიზონის შემოერთება, მან უშუალოდ დაიქვემდებარა ჭანეთი (ტრაპიზონის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია), მერე კი ალყა შემოარტყა ქალაქ ტრაპიზონს. ქართველებმა ქალაქი ვერ აიღეს, ოღონდ დინასტიური ქორწინებით ჩამოყალიბდა საქართველო (იგულისხმება დასავლეთ საქართველო) - ტრაპიზონის უნია. შეიქმნა დუალისტური სამეფო ერთიანი საფინანსო-სამონეტო სისტემით (გავიხსენოთ კირმანეული თეთრი). საქართველო-ტრაპიზონის უნია ერთიან სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა, თუ არა ქართველთა შინააშლილობა. მოგვიანებით ჭანეთი დარჩა სამცხის სამთავროს. ,,...განდიდნა ბექა ფრიად, რამეთუ შეირთო ასული მისი ბერძენთა მეფემან და მისცა მან ბექას ტრაპიზონის აქათი, ჭანეთითურთ“. ჟამთააღმწერლის ეს ცნობა ძალზე საინტერესოა. გამოდის, რომ ბექას საკუთარი ასულისთვის კი არ მიუცია მზითევი, არამედ სიძისთვის გამოურთმევია თითქმის ნახევარი სამეფო. აქ იგულისხმება დიდი პოლიტიკური გარიგება, რომელიც გაფორმდა ტრაპიზონსა და სამცხეს შორის. სამცხემ ტრაპიზონს ააცილა დასავლეთ საქართველოს აგრესია, აღუთქვა დახმარება აღმოსავლეთისაგან (საქართველოს ტრადიციული ყმადნაფიცი ქვეყნები: ერზინკი და არზრუმი ბექა I-ის ვასალები იყვნენ). ამის სანაცვლოდ სამცხეს გადაეცა ჩრდილოეთი ტერიტორიები. შეთანხმება გაფორმდა დინასტიური ქორწინებით. აქ ჩანს ტრადიციის ანარეკლიც, რომ ტრაპიზონი ყოველთვის ორ სამეფოდ განიხილებოდა. ტრაპიზონის მეფე, რომელმაც შეირთო ბექა I-ის ასული, იყო ალექსი II (კირ-მიხაელის ღვიძლი ძმა და შვილიშვილი (ასულის შვილი), მეფე მიხაილ პალეოლოგისა. იგი, დაბადებული 1289 წ., მეფობდა 1297-1330 წ.წ., რაც ბექა ათაბაგის მმართველობას ზუსტად მიესადაგება, ბექა I დიდი მთავრობდა 1297-1307 წლებში). ალექსი II იყო გიორგი ბრწყინვალეს დეიდის ქმარი, შემდგომში მისი ერთგული ვასალიც. ბექა I-სა და ალექსი II-ის დამოყვრებამ შექმნა პრეცენდენტი, რომლის გამოძახილსაც ცოტა მოგვიანებით ვხვდებით ბიზანტიურ წყაროებში. ბიზანტიის უკანასკნელმა იმპერატორმა გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა ივერიის მეფის ასული. საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა საგანგებო დესპანი გიორგი სფრანძესი. მას გამოუცხადეს, რომ საქართველოში წესად იყო სიძეს გაეღო ფულადი, ან მატერიალური საფასური. აკ. ივ. ჯავახიშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ ასეთი წესი ყოფილა ტრადიციულად. ვფიქრობთ, ეს არაა სწორი. ქართველებს მხედველობაში ჰქონდათ მხოლოდ ბექა-ალექსის მაგალითი.

1261 წელს პალეოლოგთა საგვარეულომ დააბრუნა კონსტანტინოპოლი, ლათინთა იმპერია გაქრა. 1282 წელს ტრაპიზონელმა კომნენებმა სცნეს ბიზანტიის იმპერიის აღდგენა პალეოლოგთა დინასტიით სათავეში. ტრაპიზონის კეისრებმა მიიღეს წოდება: ,,სრულიად აღმოსავლეთისა და ივერთა მეფე“. ამიერიდან ტრაპიზონი განიხილებოდა ქართულ ქვეყნად. ტრაპიზონელები ცდილობდნენ დამოყვრებოდნენ ქართველ მეფეებს, ბოლო ასეთი ქორწინება შედგა ალექსანდრე I-ის (1412-1441 წ.წ.) და ტრაპიზონის კეისარს კალოიოანეს შორის. კომნენთა საგვარეულოში ტრადიციული გახდა ორი მთავარი სახელი: ვაჟ პრინცებს უწოდებდნენ დავითს, პრინცესებს - თამარს, ან დინარას. ვხვდებით გაორმაგებულ სახელებსაც: მაგ. კირ-მიხაილ დავითი, ან ირინე - თამარი და ა.შ.

1453 წელს დაეცა ბიზანტიის იმპერია. მეჰმედ II-მ იერიშით აიღო ქ. კონსტანტინოპოლი. ამ ტრაგედიას ხელი შეუწყო: დასავლეთ ევროპის გულგრილობამ, რომის პაპის პოზიციამ, ბერძენთა შინაარეულობამ, ტრაპიზონელ-ქართველთა ჩაურევლობამ. ,,ოქროს ხიდის“ ჩატეხვამ, პირველად სწორედ ტრაპიზონელ-ქართველები გამოაფხიზლა. ორივე ქვეყანამ საგანგებო მზადება დაიწყო დიდი ანტითურქული კოალიციის მოსაწყობად. ამ საკითხებს საგანგებოდ ვეხებით სხვა ნარკვევებში. აქ დავსძენთ მხოლოდ, რომ საქართველო, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველო და იმერეთი, ,,ბედიანის სამთავრო“ (ე.ი. სამეგრელო და აფხაზეთი), სამცხე და ტრაპიზონი მოსალოდნელ კოალიციაში ერთ მთლიან ქვეყნად წარმოიდგინება.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq