საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი - 8. სახელმწიფოს როლის შესუსტება საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულაციაში (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები XI-XIII საუკუნეებში

8. სახელმწიფოს როლის შესუსტება საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულაციაში


,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

სახელმწიფო საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე (ექსპორტ-იმპორტის აქტივ-პასივის ბალანსირებაზე) ზეგავლენას ახდენდა ნაწილობრივ სამხედრო ძალით, უმთავრესად კი გეგმაზომიერი ეკონომიკური პოლიტიკით. ამ უკანასკნელს ახორციელებდა მეჭურჭლეთუხუცესის სახელო. ჩვენ ამჯერად არ შევუდგებით ამ ხელის ფუნქციის გადმოცემას. ეს საკითხი მთელი სიგრძე-სიგანითაა შესწავლილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე, გრ. ნათაძე, ნ. ბერძენიშვილი, ვ. ჩანტლაძე, ბ. ლომინაძე, მ. ბერძენიშვილი, ი. ანთელავა და ა.შ.). აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი, როგორც ჩანს, სტიქიურ ხასაიათს კი არ ატარებდა, არამედ ისაზღვრებოდა ეკონომიკური სტრატეგია და პერსპექტიული  მიმართულებები. ამის დამადასტურებელი ფაქტიც გვაქვს ,,ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მითითებულია მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის ჩასვლა არზრუმში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ვიზიტების დროს სწორედ ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხები წყდებოდა... ეს სრულიად ლოგიკური მოვლენაა, თუნდაც იმიტომ, რომ მეჭურჭლეთუხუცესის სახელო ასრულებდა საგარეო უწყების ერთ-ერთი ბლოკის მართვის ფუნქციასაც. ეს ჩვენ უკვე დავასაბუთეთ წინა ნარკვევში. აქ დავაზუსტებთ, რომ ეს დიდი მოხელე განაგებდა სწორედ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს. უკვე აღნიშნული გვქონდა, ფაქტი, როდესაც მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი (ე. ი. მოადგილე) საგანგებოდ ჩავიდა არზრუმში. სხვათა შორის ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდა, თითქმის არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ რომელიმე ვეზირი ან მისი ნაცვალი უცხოეთში გამგზავრებულიყოს საგანგებო დავალებით. არსებობს სხვა ჰიპოთეზაც, რომ შოთა რუსთაველი - მეჭურჭლეთუხუცესი ხანგრძლივი ვადით გაემგზავრა აღმოსავლეთის ქვეყნებში და იერუსალიმში (ამ საკითხს შევეხებით ცალკე!).

,,მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში იყო ძველი ქალაქები, ქალაქის ამირანი, ,,მეჭურჭლენი ქალაქისანი“, ვაჭარნი, სავაჭრო გადასახადები და ბაჟი“ (მ. ბერძენიშვილი. გვ. 123). ამ სახელომ აღმავლობას მიაღწია ყუთლუ-არსლანის დროს (საერთოდ მისი წინწამოწევა უნდა მომხდარიყო დავით აღმაშენებლის დროს). მაგრამ იმავე ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს ეს სახელო ფაქტიურად დაეცა. არის უზარმაზარი განსხვავება ამ სახელოს უფლებრივ შინაარსში ყუთლუმდე და ყუთლუს შემდეგ. სანამ უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებდეთ ჩვენს თვალსაზრისს, დასაწყისშივე გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებას. ჩვენი ღრმა რწმენით მე-12 საუკუნის 80-იანი წლების ,,ბორგნეულობის“ ზუსტი ინტერპრეტაცია, ამჟამად ქართულ ისტორიოგრაფიას არ შეუძლია. სანამ არ აღმოჩნდება ამ მშფოთვარე ათწლეულის რთული მოვლენების შესახებ რაიმე დამატებითი საბუთი (ვიმეორებთ, თვით მოვლენის საინპრეტაციო დამატებითი ცნობა, თორემ აფრიდონის, ყუთლუ-არსლანის, ყუბასარის და სხვათა სოციალური წარმომადგენლობის ცოდნა, ძალიან მცირედ შეცვლის მოვლენის არსს), ყოველგვარი დასკვნა ვერ გაცდება ჰიპოთეზათა რკალს! ჩვენ ვადგენთ ერთ-ერთ მორიგ ჰიპოთეზას (ჰიპოთეზას არა იმის გამო, რომ საეჭვოდ მივიჩნევთ წარმოდგენილ დასკვნას, ჰიპოთეზას იმიტომ, რომ მისი შემაგრება რაიმე სარწმუნო წყაროს მოტანით, ამჟამად აღემატება ჩვენს შესაძლებლობას);

მე-12 საუკუნის რომელიღაც მომენტში, უფრო დასაშვებია 1177 წლის დემნას განდგომის, ე.ი. ამირსპასალარ ივანე ორბელის ღალატის დროს, ფაქტიურად ყველაზე დიდი უფლებები შეიძინა მეჭურჭლეთუხუცესის სახელომ. ამას გვაფიქრებინებს არა რომელიმე კონკრეტული დოკუმენტი, არამედ ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა ისტორიულ მოვლენათა თანამიმდევრობაზე დაკვირვება. ჯერ ერთი, 80-იანი წლებისათვის ჩანს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამირსპასალარის ხელი გაყოფილია. არაა გამორიცხული, რომ არსებობდნენ რეგიონალური ამირსპასალარებიც (თითქოს ერთ რეგიონში, სომხურ პროვინციებში კიდევაც ჩანს ასეთი პირი), ამას რომ თავი დავანებოთ, ამირსპასალარის სახელოს უდავოდ ჩამოცილებულია ,,როქის სპაც“-ც. (,,მონასპა“ ალბათ არც ადრე დაემორჩილებოდა!) მეორეც, თუ დავაკვირდებით თვით საფინანსო უწყების უმაღლეს მოხელეთა პრეროგატივების ევოლუციას, დავინახავთ, რომ თითქმის ყველგან, როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპის ქვეყნებშიც ფინანსთა მინისტრი (ჩვენს შემთხვევაში მეჭურჭლეთუხუცესი) ფაქტიურად ხდება პირველი პირი მეფის შემდეგ. სწორედ ამიტომ უნდა იყოს, რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს მას მხარს უჭერდნენ ,,ლაშქარნი“, - საერთოდ მისი დროშის ქვეშ იდგა საკმაოდ ძლიერი დასი. აკად. ივ. ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ ,,ლაშქარნი“ ნიშნავდა არმიის უმაღლეს ოფიცრობას. მაგრამ რატომ უნდა დამორჩილებოდა უმაღლესი ოფიცრობა საფინანსო დარგის უზენაეს პირს - მეჭურჭლეთუხუცესს? არა იმიტომ, რომ ყუთლუ-არლსანი წარმოშობით დიდგვაროვანი იყო (როგორც ამის დამტკიცებას ცდილობს დღეს ქართული ისტორიოგრაფია), არამედ იმიტომ, რომ ეს ,,ლაშქარნი“ სწორედ მოსაკარგავეებს, ე.ი. სახელმწიფო ჯამაგირზე დასმული სამხედრო მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ, სამხედრო არისტოკრატია, რომელიც სარგოს იღებდა სახელმწიფო ხაზინიდან. რა თქმა უნდა, სწორედ ამ მიზეზით ეს არისტოკრატია დამაფინანსებელი ორგანოს - ფინანსური უწყების ხელმძღვანელს დაემორჩილებოდა (მით უმეტეს, რომ ყუთლუს გამოსვლა სწორედ სამხედრო წრეებს უნდა მოწონებოდათ, კარავი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს გასამხედროების მოთხოვნა, მთელი ქვეყნის სამხედრო ორდენად გადაქცევა). სამხედრო წრეებს დიდი გავლენა რომ ჰქონდათ სახელმწიფოზე და ხშირად თავიანთ სურვილს კარნახობდნენ კიდევაც მეფეს, ამას გვარწმუნებს იმავე გიორგი III-ის დროს მომხდარი საინტერესო ფაქტი - გიორგი III-ის დროს ლაშქარმა მოითხოვა პერმანენტული თარეში მეზობლების წინააღმდეგ... მათ მეფეს მოახსენეს: ,,არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა. თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“, რადგან ამ ლაშქრობა-რბევის გარეშე, ,,უღონო იქმნეს ლაშქარნი და დიდებულნი“... ივ. ჯავახიშვილმა ეს ფაქტი, ქართველ ფეოდალთა გაუგონარ წინდაუხედაობად გამოაცხადა:

,,ადამიანი სწორედ თავის თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობლები გადაიკიდოს და თავისადმი სიძულვილი ჩაუნერგოს! განა ასე არ იქცეოდნენ ქართველი დიდებულნი და ლაშქარი? ქართველები ისეთ თავდავიწყებამდე მივიდნენ, რომ ომიანობა სასიამოვნო ხელობად და გასართობად გაიხადეს“ (ივ. ჯავახიშვილი, გვ. 71). განს. მეცნიერი ასეთივე კვალიფიკაციას აძლევდა ლაშქრობებს ხორასანში, ხლათზე, არდეძალზე... ასეთი დასკვნა ერთგვარად მოულოდნელია, რადგან თვით. აკად. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით საქართველოს სიმდიდრის მთავარი წყარო შინაურ-მრეწველობისა და აღებ-მიცემობის შედეგი კი არ იყო, არამედ ომების, სამხედრო დავლის, აგრეთე ხარაჯას (ე.ი. ხარკის) წყალობით იზრდებოდა.

,,ხოლო ეს ქვეყნის ნამდვილი, ჭეშმარიტი და მტკიცე ბუნებრივი სიმდიდრე არ არის“ (გვ. 81).

ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის ეპოქიდან დაიწყო ქართული ,,სახელმწიფოს გადამხედროება“ ,,ქართული რეკინკისტი“. ამის გარეშე არ წარმოიდგინებოდა... გასამხედროებული სახელმწიფოს მუდმივ ჯარს თვითგამოკვების პრინციპი ედო საფუძვლად (არმიას თვით უნდა შეექმნა საკუთარი თავის გამოკვებისათვის აუცილებელი დოვლათი). მაგრამ მთელი ქვეყნის გასამხედროება არ შეიძლებოდა მუდმივი ყოფილიყო. სოციალური განვითარება აიძულებდა ზედნაშენს ბაზისს გასწორებოდა (დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხის მიწაზე დამაგრების პროცესი, ,,შეწყალების ინსტიტუტით“ გააფართოვა პირობითი მიწათმფლობელობა, მაგრამ მოსაკარგავე აზნაურები უკვე მეორე თაობაში გადაიქცნენ ტიპიურ მემამულეებად. სახელგანთქმულ ქართველ მეფეს თავისი რეფორმატული ბუნების, ორგანიზატორული ნიჭისა და ზღვა ენერგიის მიუხედავად, არ შეეძლო შეეფერხებინა ბატონყმობის განვითარება. პირიქით, ობიექტურად, საქართველოს გაერთიანებით, მისი განთავისუფლებით, დიდ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლით, მან ხელი შეუწყო ობიექტურად სოციალურ პროგრესს... მომდევნო ხანაში გასამხედროებული სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდებოდა სავაჭრო კაპიტალის მქონე ფეოდალურ ქვეყნად ბიუროკრატიული სამოქალაქო მმ

ართველობით. ეს პროცესი ბუნებრივია მეტად მტკივნეული იყო, სწორედ ამიტომ გიორგი III-ს უჯანყდებიან დიდებულებიც (ივანე ორბელის აჯანყება), ეკლესიაც (მოითხოვს შეუვალობას), ლაშქარიც (მოითხოვს სარგოს ან სარგოს მოპოვების საშუალებას). გიორგი III-მ სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა: 1. ივანე ორბელის საგვარეულოს დასჯის ფონზე დიდი პრივილეგიებით აღჭურვა არისტოკრატია (მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში ჩაეცა მახვილი პირობით მიწათმფლობელობას, რამაც მსხვილი სენიორების შეუვალობა მოამზადა თამარის ეპოქაში); 2. ,,გაახსენდა“ ეკლესიის ადრინდელი ,,თავისუფლებანი“ და მიანიჭა შეუვალობა; 3. ,,ლაშქარს“ დაერთო რბევის ნება, მაგრამ რაგან ეს გამოსავალი არა საიმედო იყო, მათი მომარაგების ფუნქცია ხელში აიღო სახელმწიფომ. ჩვენი აზრით, სწორედ ამ პერიოდში არმიის გარკვეული ნაწილი: ,,როქის სპა“, ,,მონასპა“, პროფესიული უმაღლესი ოფიცრობა დაჯდა საკარგავზე - უმთავრესად ფულად საკარგავზე. ასეთი ჰიპოთეზა თავისთავად გვაძლევს საშუალებას დავუშვათ, რომ მე-12 საუკუნეში ჩამოყალიბდა სახელმწიფო ბიუჯეტი დასრულებული სახით.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემა ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ისევ აკად. ივ. ჯავახიშვილმა დააყენა. მან დასვა კითხვები: ,,...როგორ ან რაზე იხარჯებოდა სახელმწიფო ქონება? არსებობდა ხოლმე თუ არა სახელმწიფოს მთელი შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა?“ თუმცა ,,ამის შესახებ პირდაპირი ცნობები საისტორიო და იურიდიულ საბუთებში არ მოიპოვება“ (ივ. ჯავახიშვილი. გვ. 58), მაგრამ მაინც შეძლო დაემტკიცებინა, რომ ,,საქართველოში სახელმწიფო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვას მუდმივად ადგენდნენ ხოლმე“ (ივ. ჯავახიშვილი. გვ. 56). განსვენებულმა მეცნიერმა შემოვლითი გზით (,,გლახაკთა ნაათალის“ ანალიზის გზით), ვფიქრობთ, დამაჯერებლად ახსნა სახელმწიფო ბიუჯეტის არსებობა, საგარეო და საშინაო შემოსავალ-გასავალის ჯამის გამოყვანის წესი, გასავლის სავარაუდო დაანგარიშება და დაასკვნა, რომ ,,ქართველი მეჭურჭლეთუხუცესები ან ფინანსთა მინისტრები საქმეში ღრმად ჩახედულები ყოფილან და არაბების გამოჩენილ ფინანსისტ-მინისტრებს არ ჩამოუვარდებოდნენ“ (გვ. 61).

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით სახელმწიფო შემოსავალი იხარჯებოდა შემდეგნაირად:

1. მთელი შემოსავლის ერთი მეათედი - (,,ნაათალი“) იხმარებოდა საქველმოქმედო საქმეზე... (,,ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში“, ,,ივერია“, 1906 წ).

ჩვენი აზრით, ,,გლახაკთა ნაათალი“ არის ფაქტიურად ვეტერანთა (სამხედრო ინვალიდთა) თავისებური პენსია, სოც. უზრუნველყოფის ორიგინალური ფორმა იყო... ჩვეულებრივ ,,მათხოვრებზე“ შემოსავლის 10%-ის გაცემა შეუძლებელია... ომის ვეტერანები, სამხედრო ინვალიდები და მათი ოჯახები - ეს უნდა ყოფილიყო ,,ნაათალის“ ობიექტი! ,,გლახაკებში“ არც ღარიბები იგულისხმება, ფეოდალურ სახელმწიფოს ასეთი ფუნქცია არ შეეძლო ჰქონოდა;

2. გარკვეული ნაწილი ხმარდებოდა მეფეს და მის სახლობას. ,,ამ პერიოდში კარგად იცოდნენ მეფის საკუთარი და სახელმწიფო ქონების განსხვავება“ (გვ. 57). ივ. ჯავახიშვილმა ვერ დაადგინა ამ თანხის წილობრივი ოდენობა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო ერთი მეხუთედი (სამხედრო ალაფის ,,ფანჯი-აქის“ ანალოგიით);

3. გარკვეული წილი იხარჯებოდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაზე“. აქ ივ. ჯავახიშვილმა გააკეთა საინტერესო დასკვნა ,,სარგო“, მისი აზრით, ,,ხაზინაში კი არ შედიოდა, არამედ აკრეფისთანავე დანიშნულებისამებრ და კუთვნილებისამებრ აბარებდნენ“ (გვ. 58). თუ ეს ასე იყო, მაშინ ეს თანხა ადრევე იყო გამოთიშული საერთო ანგარიშიდან (სხვანაირად საიდან გაიგებოდა ,,ნაათალი“? (ე.ი. სახ-ო გადასახადების დიდი ნაწილი იმთავითვე ამოღებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

4. მუდმივი ჯარის შენახვა...

ივ. ჯავახიშვილმა სახელმწიფო გადასახადები, ბაჟი, სავაჭრო გადასახადები, ხარაჯა და ალაფი მიიჩნია შემოსავლის ძირითად წყაროდ... ვფიქრობთ, აქ წარმოდგენილია საერთოდ სწორი, მაგრამ ზოგადი სურათი. ფეოდალური ქვეყნის ფინანსები არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასე დეტალურად მოწესრიგებული ყველა პერიოდში. მაგრამ თუ ასეთი მწყობრი სახელმწიფო ბიუჯეტი არსებობდა, მას დასრულებული სახე უნდა მისცემოდა მე-12 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. მაგრამ ძირითად წყაროდ ამ მომენტშიც კი უნდა მივიჩნიოთ შემოსავალი საგარეო ვაჭრობიდან; სავაჭრო გადასახადები და ბაჟი. სწორედ აქ იქმნებოდა ე.წ. ,,ზედმეტი“, თავისუფალი კაპიტალი“. რასაკვირველია უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხარაჯას და ალაფს, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ეს ორი მოვლენა ვერ გაუტოლდებოდა ინტენსიური, პერმანენტული შემოსავლის ნაკადს! ზევით ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ საქართველოსთვის საგარეო ვაჭრობა პასიურ ბალანსზე უნდა ყოფილიყო დამყარებული, მაშ როგორ შეიძლება დავუშვათ უწყვეტი შემოსავალი პასიური ბალანსიდან? - ჯერ ერთი, ბალანსის პასიურობა გადანაწილებული იყო მთელ მოსახლეობაზე, უშუალოდ სახელმწიფო ხაზინა არ ზარალდებოდა იმიტომ, რომ თუნდაც თვით სახელმწიფოს გაეღო ვალუტა, იგი იფარებოდა ხარკით და ალაფით (საერთოდ ასეთი ,,ოქროს გადენა“ სახელმწიფოს მიერ ალბათ მხოლოდ ათონის, შავი მთის, კვიპროსის, პალესტინის სიწმინდეების დახმარების დროს ხდებოდა, მხოლოდ ეს იყო ის თანხა, რომლის დაბანდებას მატერიალური კომპენსაციის სახე არ ექნებოდა). მეორეც, შემოტანილი საქონელი, თუნდაც ჭარბი, არ იწვევდა ვალუტის დაცემას... რადგან მდიდარი აგრარული ტრადიციები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ნედლეული (ტყავი, ბეწვი, ბამბა, ,,ზეთი“, კუპრი, ხე-ტყე და ა.შ.) გლეხთა ექსპლოატაციის გაძლიერებისა და შრომის ინტენსიფიკაციის მეშვეობით, იძლეოდა ,,ოქროს გადენის“ შემცირების საშუალებას. საერთოდ მე-12 საუკენეში საოცარი სიმცირე გვაქვს ოქროს და ვერცხლის მიმართ, მაგრამ ეს პასიური საქონელბრუნვის ბრალი როდია. საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია მაშინდელმა მსოფლიო ,,სავალუტო კრიზისმა“, ე.წ. ,,ვერცხლის კრიზისმა“. რადგან მსოფლიო ბაზრებზე გაიშვიათდა ოქროს და ვერცხლის ფული, საქართველოშიც მოახდინეს თავისებური ,,დევალვაცია“, მოიჭრა ვერცხლის ღირებულების სპილენძის მონეტა, რათა ძვირფასი ლითონები მასიურად არ გასულიყო სახელმწიფოდან. აი, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ისტორიის ,,ოქროს ხანას“ ნუმიზმატიკაში ,,სპილენძის ხანა“ შეესაბამება. მაშასადამე საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი იყო ის ,,თავისუფალი კაპიტალი“, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა არისტოკრატიისა და ეკლესიის თანამონაწილეობის გარეშე... სამწუხაროდ, ამ ,,თავისუფალი კაპიტალის“ არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა... ყუთლუ-არსლანის გამოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.. მეფე თამარის კარმა მოსპო არა მხოლოდ ოპოზიციური მოძრაობა და გაუსწორდა მის ლიდერს, - არამედ მისი მატერიალურ-იდეური, ეკონომიკური საფუძველიც ზედ მიაყოლა... რასაკვირველია, ყუთლუ-არსლანის დასის მარცხის შემდეგ, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო არ გაუუქმებიათ, მაგრამ მისი ფუნქცია მკვეთრად შეიზღუდა... თუ აქამდე, მთელი ჩვენი მსჯელობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ჰიპოთეზები იყო, ეს უკანასკნელი დასკვნა (ყუთლუ-არსლანის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს შეზღუდვის თაობაზე) მიგვაჩნია უტყუარად და დასაბუთებულად, მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს შეზღუდვა აშკარად ჩანს შემდეგი მომენტებიდან:

1. მას ჩამოეჭრა ორი რეზიდენცია (საჯდომი ქალაქები) რუსთავი და ჟინვანი. რუსთავი გადასცეს ზაქარია მხარგრძელს, ჟინვანი - ჭიაბერს (ვფიქრობთ ეს ორივე ქალაქი დაუბრუნდა ამ სახელოს, შესაძლოა სწორედ შოთა რუსთაველის დროს, რადგან თუ ტრადიციით შოთა მეჭურჭლეთუხუცესია, მაშინ იმავე ტრადიციით უნდა აიხსნას მისი ხელრთვა ,,ჟინვანის სიგელზე“ და მისი რუსთველობაც...). საქართველოს ვეზირთაგან ორს: ამირსპასალარს და მეჭურჭლეთუხუცესს სპეციალური რეზიდენციები ჰქონდათ. ამირსპასალარს თმოგვი, ლორე და ანისი, მეჭურჭლეთუხუცესს რუსთავი (სამხრეთის სავაჭრო მაგისტრალების შესაყარი) და ჟინვანი (ჩრდილოეთის დიდი სავაჭრო გზის კარიბჭე). აი, სწორედ ამ ორი რეზიდენციის ჩამორთმევა მიუთითებს ამ სახელოს შეზღუდვაზე... (გავიხსენოთ, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს ემორჩილებოდა ქ. თბილისი, ქ. თბილისის შემოგარენი და შვიდი მთიულეთიც“)...

2. მეჭურჭლეთუხუცესის სახელოზე ძირითადი დარტყმა მაინც ის იყო, რომ დაიკარგა კონტროლი ქალაქებზე, საქალაქო ცხოვრებაზე... ამიერიდან დამკვიდრდა სწორედ მეტისმეტად გაუმართლებელი წესი - ქალაქების გაცემა ცალკეულ მფლობელებზე... გაიცემოდა მთელი ქალაქები, ქალაქის შემოსავალი, შემოსავლის ,,ნახევარი“, ,,ნაოთხალი“ და ა.შ. არისტოკრატიამ მეფის ხაზინის უკანასკნელი, ,,თავისუფალი კაპიტალიც“ გადაინაწილა. სამეფო ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ქალაქებზე, დაკარგა კონტროლი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე... (საშინაო ვაჭრობაზე კონტროლი მას ადრევე ჰქონდა დაკარგული...).

ეს იყო ,,ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო წინაპირობა.

 

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq