საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში 5. თვისებრივი ცვლილებანი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. აქტიური ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება.
ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში

5. თვისებრივი ცვლილებანი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. აქტიური ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება.

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი არ ვითარდებოდა ერთიანი, უცვლელი ხაზით. უცხო ძალის გავლენით ხშირად იცვლებოდა საგარეო ეკონომიკური ორიენტაცია (ეს ცვალებადობა თვალსაჩინოა განსაკუთრებით ქ. თბილისის მაგალითზე). თუ ავიღებთ ეპოქას ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, აშკარა გახდება, რომ საგარეო ეკონომიკური ორიენტაცია ძალზე ჩამოგავს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებს. ერთიც და მეორეც პირობითი, იძულებით იყო თავსმოხვეული გარედან. უფრო მეტიც, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ხშირად არ შეეძლოთ ოფიციალური ნეიტრალიტეტიც კი! საქართველოს არც ეკონომიკური ნეიტრალიტეტი შეეძლო! იგი მტკივნეულად განიცდიდა ეკონომიკურ ცვლილებებს მეზობელ ქვეყნებში (ირანში, ბიზანტიაში, სახალიფოში), რადგან მის საქალაქო ცხოვრებას ჰკვებავდა პარადოქსული მოვლენა - ქართული ქალაქი უფრო მეტად იყო დაკავშირებული საგარეო, ვიდრე ქვეყნის შინა ბაზართან.

XII საუკუნე - XIII. I მესამედით ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისია (ასეთივე ბედნიერი გამონაკლისი იყო საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც!). ფეოდალური საქართველოს ,,ოქროს ხანაში“ ჩამოყალიბდა ქვეყნის სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობაც. ამ ეპოქაში თითქმის სრულმა პოლიტიკურმა უპირატესობამ წინა აზიაში (ერთადერთი საქარ. თანაფარდი ძალის სახელმწიფო

წინა აზიაში - იკონია განიცდიდა შიდა პოლიტიკურ კრიზისს) საქართველო აქცია საერთო-კავკასიურ სახელმწიფოდ, ანგარიშგასაწევ იმპერიად, რომელსაც შეეძლო მოეხდინა საგარეო ვაჭრობის რეგულაცია. ამ შესაძლებლობამ - ე. ი. ეკონომიკურ ცხოვრებაზე პოლიტიკურმა ზეგავლენამ (ან უფრო სწორად ამ ზეგავლენის შესაძლებლობამ) თვისებრივი სიახლე შესძინა თვით ეკონომიკურ ურთირთობებს.

არსებობს ზოგიერთი მომენტი, როდესაც ზედნაშენი მოვლენები ძალზე ხშირად მძლავრ უკუქმედებას ახდენენ ბაზისზე. დავით აღმაშენებელის პოლიტიკამ, მისმა პროტექციონიზმმა ქართული სავაჭრო წრეების მიმართ, თბილისის ვაჭრობის შენარჩუნებისათვის გატარებულმა ღონისძიებებმა, სათავე დაუდეს ,,ქართულ მერკანტილიზმს“, რომელიც შემდეგში ვერ განვითარდა.

დავით აღმაშენებელმა სწორად განსაზღვრა ქ. თბილისის ეკონომიკური მნიშვნელობა. მან მთელი რიგი პრივილეგიებით შეამაგრა მაჰმადიანური მოსახლეობა. ასეთი პოლიტიკის გარეშე თბილისი ერთბაშად დაიცლებოდა ესოდენ აუცილებელი სავაჭრო-ხელოსნური წრეებისაგან, როგორც ცოტა მოგვიანებით, ეს მოხდა პირენეის ნახევარკუნძულზე ,,რეკონკისტის“ დროს. ამის თავიდან აცილება საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის მაჰმადიანური მოსახლეობა (,,თბილელნი“) ქართულეონოვანი და შესაძლოა ეთნიურად ქართულიც იყო. 1122 წელს თბილისის აღების შემდეგ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მაინც დატოვა თბილისი, მაგრამ ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. დავითის სახელმწიფომ განსზღვრა ზოგიერთი წარმოებითი მიმართულება (რკინის დამუშავება, იარაღის წარმოება, უნაგირები, აღვირები, ტყავი, ტრანსპორტი). კვლავ აღადგინა ურთიერთობა ჩრდ. კავკასიასთან (დავითმა გახსნა დიდი ხნის მიყრუებული დარიალი). მან მიაპყრო თვალი სავაჭრო მაგისტრალებს, რომელთაც საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდათ. სწორედ ეს ფაქტი, რომ სახელმწიფო ეწევა გეგმაზომიერ ,,მერკანტილიზმს“, განსაზღვრავს სახელოსნო წარმოების პროფილს, საკუთარ ფულს აძლევს საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელობას (დავითის სამონეტო რეფორმის მთავარი დანიშნულება ქართული ფულისთვის საერთაშორისო ვალუტის ფუნქციის მინიჭება იყო!) და ცდილობს ვაჭრობის რეგულაციას, მიუთითებს სახელმწიფოს უნარზე აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აი ესაა თვისებრივი სიახლეები. თუ რა დოზით ახერხებდა სახელმწიფო ასეთ რეგულაციას, როგორ ქმნიდა აქტიურ ბალანსს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობაში, უფრო ვრცლად შევეხებით ქვევით!

 

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq