საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რუსეთ - საქართველოს ომი (1812)
გიორგი ცინაძე
კახეთი 1812 წელი

200 წელი გავიდა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მორიგი სისხლიანი ფურცელიდან, 1812 წლის მოვლენებიდან. ეს არ იყო აჯანყება, რადგან:

1.არ იყო კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული წინააღმდეგობა, რადგან რუსეთის იმპერიის მმართველობას საქართველოში არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის არც რუსეთის იმპერიის უმთავრესი არგუმენტი - საქართველოს სამეფო-სამთავროების მხრიდან გაფორმებული ქვეშევრდომობაში მიღების ხელშეკრულებები.

2.არ იყო გლეხთა აჯანყება და დაპირისპირება სოციალურ ფენებს შორის, რადგან ამ მოვლენებში საქართველოს მოსახლეობის ყველა სოციალური ფენა იყო ჩაბმული, როგორც ყმა-გლეხები, ასევე თავად-აზნაურობა და საეკლესიო პირები.

3.არ იყო აჯანყება ეკონომიკურად გაუსაძლისი პირობების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შავი ჭირი მძინვარებდა, რომელსაც ზედა დაერთო მოუსავლიანობა და რუსეთის საომარი კამპანია ირან-ოსმალეთთან, რომლისათვის საჭირო რესურსების ამოღება საქართველოს მოსახლეობიდან ხდებოდა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით: "ომი ეს არის შეიარაღებული დაპირისპირება რომელიც გრძელდება ერთ წელიწადზე მეტ ხანს და იღუპება ათასსზე მეტი ადამიანი" რუსეთ - საქართველოს შეირაღებული დაპირისპირება, 1812 წლის 31 იანვრიდან – 1813 წლის ზაფხულამდე, 15-თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, განადგურდა ათობით დასახლება და დაიღუპა რამოდენიმე ათასი ადამიანი! ხოლო მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზი გახლდათ: რუსეთის იმპერიის უსამართლობის, უზნეობისა და არაადამიანური დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოსადმი - "ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელოსა და გათახსირებულს" (ი.ფრონელი).

საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმების და ბაგრატიონთა სამეფო კარის რუსეთის იმპერიის სიღრმეებში განდევნის შემდგომ, ჩვენმა „ერთმორწმუნე“ რუსეთის იმპერიამ, კათალიკოსი ანტონ II რუსეთში ძალით გადაასახლა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. ქართველები როგორც საერო ისე სასულიერო ხელისუფლების გარეშე დარჩნენ და რიგითი ქართველისათვის სამართალი მხოლოდ ფარატინა ფუცელზე ნაწერად დარჩა – "რომელიც კაცს მწუხარება და საჩივარი ქონდის, კარზე არ მიგვიშვიან, კარიდამ გამოგვყრიან და კიდეც გვცემიან: წადით, ბევრი თეთრი მოიტანით და არზა ისე შემოიტანეთო… ჩვენი სამართალი ახოცილი იყო და ბევრის თეთრის მიცემით ჩვენ სამართალს ვერ ვიშოვიდით… თუ ვიჩივლებდით რასმეზედ, ერთი ღორის საჩივარი რომ გვქონოდა, ამდენს ხანს დაგვაგვიანებდის, რომ ორს იმის ფასს დაგვახარჯვინებდის და ვერც სამართალს გამოვიტანდით" უსამართლობას თან სდევდა, ქართველისათ
ჯარის შემოსვლა თბილისში
ვის ყველაზე მიუღებელი – აბსოლიტური უზნეობა, ქალისა და ოჯახის შეურაცხყოფა, რუსი მოხელეები არაადამიანურად ექცეოდნენ უდანაშაულო მოსახლეობას, მათრახებით სიკვდილის პირამდე სცემდნენ, უღელში აბამდნენ ქალებს, ქმრების თვალწინ ნამუსს ხდიდნენ მათ ცოლებს,არ ინდობდნენ არც ბავშვებსა და მოხუცებს. სამუშაოზე ძალით მირეკილ მოსახლეობას შიმშილზე დაჩივლებისას მიწაზე მიუთითებდნენ ეგ ჭამეთო. და სხვა უამრავი ამგვარი ფაქტი: მირზაანელები შეკრეს ქამრებით, ცოლები კი თვალწინ გაუუპატიურეს… გურჯაანელები: "ჩაგვიყენეს ეგზეკუცია, დრაგუნის ნარვის პოლკის სალდათები, რომელნიცა გვცემდნენ უწყალოდ. მოაბეს ამათ გლახა ჯიყაშვილს წვერზედ თოკი და სოფელი მოატარეს… გვართმევდინ უფასოდ პურსა, ღვინოსა, ქათამსა, ქერსა, ცხვარსა და სხვა სასმელ-საჭმელსა". ბოდბელები: "ყიზილბაშ-ოსმალოს და ლეკსაც ვჭერივართ და მისთანა რისხვა არ მოსდგომია საქართველოს, რომ ახლა დაემატა. ყოველ მწუხარებას ვითმენდით, მაგრამ ცოლის მკლავიდან აყენება ვერ მოვითმინეთო". 1812 წლის 31 იანვარს განთიადისას, ახმეტაში ეკლესიის ზარების რეკვით ამცნეს მოსახლეობას თელავიდან პურის მოსაკრებად მოსული "ზეკუციის" შესახებ, ეს გახდა განაწამებ ქართველთა მომინების ფიალის ბოლო წვეთი. სახელდახელოდ, კეტებითა და ბარ-თოხებით შეიარაღებული ახმეტელები რუს მოხელეებს დაერივნენ და იფრინეს. იმავე დღეს თიანეთში ასეთი რამ მოხდა: სოფლის ეკლესიის გალავანში შეკრებილი თიანეთელების წრე გაარღვია სახე და გონება არეულმა დედაკაცმა, იგი რუს სალდათებს გზაში დაეჭირათ და ნამუსი აეხადათ, (ესეც კი არ ეკმარებინათ საშოში ძაბრი ჩაედგათ და შიგ ძმარი ჩაესხათ) მივარდა ქმარს, ქუდი მოხადა, დაახურა თავისი მანდილი და დაჰკივლა: "დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს და შური უნდა ვიძიოო". ქმარს წელზე დაკიდებული ქარქაშიდან ხანჯალი გასტაცა და გალავნიდან გავარდა, ერთხმად დაიგრიალეს შეკრებილმა თიანეთელებმა და დედაკაცს უკან მიჰყვნენ, რუსთა ყაზარმებს დაეცნენ და 150 რუსი ჯარისკაცი ერთიანად ამოწყვიტეს. ომის ცეცხლმა ელვის სისწრაფით დაიწყო გავრცელება, ფშავ-ხევსურთა და თიანელთა ათასკაციანმა რაზმმა დუშეთი და ფასანაური აიღო და ანანურს შემოერტყა. მთიულები, მოხევეები და გუდამაყრელები მასიურად ჩაერთვნენ სამშობლოს განსათავისუფლებლად ბრძოლაში. მოჯანყეებს სათავეში ედგნენ: სვიმონ და ადამ ბებურიშვილები, ნინია ანდრონიკაშვილი, ოთარ ქართველიშვილი და მეფე ერეკლეს მდივანყოფილი ოთარ ქობულაშვილი. თელავის ციხეში რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს. შეშინებული კახეთის ოლქის უფროსი გენერალ პორტიაგინი დამხმარე რაზმს ითხოვდა, გომბორიდან წასულმა რუსთა დამხმარე ძალამ საგრძნობი დანაკარგით ძლივს მიაღწია თელავის ციხეს. ამ ბრძოლაში რუსებმა 150 კ
ვახტანგ ორბელიანი
აცი დაკარგეს. აჯანყებულთაგან დაიღუპა ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა ჯანდიერი. ქართველებმა გადაკეტეს სამიმოსვლო გზები და რუსებს შეერთების საშუალება არ აძლევდნენ. ქიზიყელებმა 5 თებერვალს ქოდალოს ციხე აიღეს, 6 თებერვალს კი სიღნაღი გაათავისუფლეს - "სიღნაღის ეკლესიის გვერდით, რომელიც ოდესღაც გალავანს შიგნით მდებარეობდა, დღესაც ჩანს ყორღანი… ეს რუსების სამარეა, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს დაუხოცავთ" (პოტო). კახელებმა ოთარ ქობულაშვილის მეთაურობით სოფელ ბოდბისხევში დაბანაკებული, 1801 წელს ნავარის ხაზზე გამარჯვებით განთქმული, ყაბარდოს პოლკი დაამარცხეს. გადარჩენილმა 40-მა რუსმა სალდათმა ყარაღაჯის ციხეს შეაფარა თავი, ყარაღაჯის ციხე სრულ ბლოკადაში მოაქციეს ქართველებმა, ბდღვირი ადინეს მანავსა და კაკაბეთში დაბანაკებულ რუსებს. გენერალ პორტიაგინი შერჩენილი 35 ჯარისკაცით 8 თებერვალს, ღამით თბილისში გაიპარა. თებერვლის შუა რიცხვებში შიდა და გარე კახეთი თითქმის მთლიანად გაიწმინდა დაპყრობლებისაგან. საქართველოს განსანთავისუფლებლად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში ქართველს მისი ყველაზე დიდი მტერი – ქართველი დაუპირისპირდა, რუსულ ჩინ-მედლებს დახარბებული დიდებულები, ოთარ ქობულაშვილის ძმა ევგენი, ფშავ-ხევსურეთის პრისტავი, კონსტანტინე მუხრანბატონი, გაბრიელ ყაზბეგი, თორნიკე ერისთავი, ყაფლან ყაფლანიშვილი და სხვანი(!). გაბრიელ ყაზბეგმა ბრძოლების დაწყებისთანავე ვლადიკავკაზიდან სუზდალის პოლკის ასეული გადმოიყვანა და მთელი ომის მანძილზე შეურიგებლად იბრძოდა საკუთარ თანამოძმეთა წინააღმდეგ, მისი გადმობირება არაერთგზის სცადეს, ტახტიც კი შესთავაზეს, მაგრამ გაბრეილ ყაბზეგს ქართულს რუსული ერჩინვა. კონსტანტინე მუხრანბატონი თბილისში ჩამოვიდა დამხმარე რაზმისათვის, ხოლო თორნიკე ერისთავი კი გორში დაბანაკებულ პოდპოლკოვნიკ უშაკოვის ბატალიონს ელოდა. კვლავ ამუშავდა საუკუნეების მანძილზე ისფაჰანში მჭექარე დოქტრინა: "წესადამც არს წინამბრძოლობით ქართველთა“ და უკვე რუსთა ჯარების წინამბრძოლებად იდგნენ ქართველნი, საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლ თანამოძმეთა წინააღმდეგ. არაგვის ხეობაში ყველაზე პირველი, ქართული პოლკის ოთხი ასეული ავიდა და ღართისკარში დაბანაკდა, ხოლო ანანურისკენ გაემართა უშაკოვის მეთაურობით გრენადერთა ხუთი ასეული.

განმანთავისუფლებლებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და დუშეთში გამაგრდნენ, უშაკოვმა დუშეთის რკალი გაარღვია და ციხე აიღო. "არავის ძალუძს ქართველის მოსპობა ქართველზე უკეთ" - 17 თებერვალს, რუსებმა "გარუსებულ" ქართველთა წინამძღოლობით აჯანყებულთა საბრძოლო შტაბი გაანადგურეს, უშაკოვს ამის გაკეთებაში დაეხმარა კონსტანტინე მუხრანბატონი, რომელმაც ფიცით მიიტყუა კობიანთკარის არაგველები
პაულიჩი
და რუსებს ამოაწყვეტინა. მანვე გადაწვა კობიანთკარი და დუშეთი. არაგველებს იოსებ სიდამონიშვილის მეთაურობით კახელები მიეშველნენ, მაგრამ უშაკოვის ბატალიონმა 21 თებერვალს ისინიც დაამარცხა. იმავე დღეს გადმოიყვანა გაბრიელ ყაზბეგმა რუსის ჯარი და ფასანაური დაიკვა.ყაფლან ყაფლანიშვილმა ათასკაციანი კაციანი რაზმით, იხსნა ყარაღაჯის ციხეში შეკეტილი რუსები განადგურებისაგა. ამ ბრძოლაში მოკლეს განმანთავისუფლებელთა მეთაურები: სვიმონ მებურიშვილი და ოთარ ინანიშვილი. კახელებმა მარტყოფის პოსტი დაარბიეს, შეშინებულმა რუსებმა მარტყოფში ოთხას კაციანი პოლკი გადაისროლეს. მათ ახლდა გარუსებულ ქართველ თავადაზნაურთა ჯგუფი: ერეკლეს სიძე, თეკლა ბატონიშვილის მეუღლე ვახტანგ ორბელიანი, მისი ძმა ლუარსაბი და სხვანი. განმანთავისუფლებლები ბრძოლას მოერიდნენ. შეტაკება 19 თებერვალს მოხდა ხაშმთან. ბრძოლის შემდეგ განმანთავისუფლებლები სამების მხარეს გამაგრდნენ. 20 თებერვალს ქართლიდან კახეთში გადავიდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. რომელის რუსეთში გადასახლება რუსებს "გამორჩათ". თბილისს დაბრუნდა საქართველოს მთავარმართებელი მარკიზი ფილიპე პაულიჩი.. პაულიჩმა სასწრაფოდ მოახდინა ძალთა მობილიზება, მხედრობის ნაწილს არაგვის ხეობის გაწმენდა და სამხედრო გიზ კონტროლი დაავალა, თვითონ კი 1500 ქვეითითა და არტილერიით, ყაზახთა პოლკით და უმთავრესი დამრტყმელი ძალის ქართველ თავადაზნაურთაგან შემდგარი რაზმით ხაშმს შეესია: "მოასრევინა უძალონი ქრისტიანენი მარკიზმან, ვიდრე ასამდე ჩვილითურთ" (დავით ბატონიშვილი) ხიშტებზე ააგეს ოთხმოცდაათი წლის მონაზონი მარიამ აბაშიძე, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი… ხაშმიდან პაულიჩი ჯერ საგარეჯოში გადავიდა, შემდეგ – მანავსა და კაკაბეთში. "კვლავ ბარტყობდა ღალატი საქართველოში" სიღნაღისკენ დაძურლ პაულიჩს, ლაკბეს ხიდთან ქიზიყელი თავადების ნაწილი დახვდა შენდობის თხოვნით. ღალატზე საპასუხოდ განმანთავისუფლებლებმა თავადების მამულები გადაწვეს. სიღნაღიდან პაულიჩი თელავისკენ გაემართა, მაგრამ ჩუმლაყთან მოულოდნელად დაესხნენ თავს და დაამარცხეს. ამ ბრძოლას შეეწირა რუსთა მსახური ვახტანგ ორბელიანი, ხოლო მარკიზის ადიუტანტი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფეხში დაიჭრა. ბრძოლის შემდეგ პაულიჩს ეახლა მარტყოფის მოურავი ნინია ზურაბიშვილი მეამბოხეთა რაზმის ადგილსამყოფელი მიჰყიდა. პაულიჩმა გაფანტა მოწინააღმდეგე, 5 დაატყვევა და ჩამოახრჩო.

კახელებმა სანაცვლოდ, პაულიჩის თვალწინ ხუთი სალდათი ჩამოკიდეს თოკზე. რუსეთის იმპერიის გამაჯრვებისთვის დიდი "ღვაწლი“გასწია ერეკლე მეფის კარის მოძღვარმა არქიმანდრიტ ელეფთერ ზუკაკიშვილმა – ვითომდა მოსალაპარაკებლად მისული, კახელთა შეიარაღებაზე დეტალურ ცნობებს აწვდიდა მარკიზს. პაული
რტიშჩევი
ჩმა ხერხი იხმარა, კახელებს მეფის ძის ჩამოყვანას რუსეთიდან დაჰპირდა, პასუხმაც არ დააყოვნა და კახელებმა პაულიჩს დატყვევებული 300 რუსი სალდათი გადასცეს და მარტის ბოლოს ომის ცეცხლი თითქოს მინელდა, მარკიზის ჯარებმა წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს თელავს. 17 მარტს პაულიჩმა სოფელი არტაანი გადაწვა და აჯანყება, როგორც თვითონ ეგონა, საბოლოოდ ჩაახშო. სამაგიეროდ, თიანელები მედგრად ებრძოდნენ უშაკოვსა და გარუსებულ ქართველ თავადებს, ხალხი მტრის ხიშტებს ზედ აწყდებოდა, კლდეებზე ცვიოდა, მაგრამ მტერს მაინც არ ნებდებოდა. მალე პაულიჩი საქართველოდან გაიწვიეს. მთავარმართებლად რტიშჩევი დანიშნეს. ბრძოლები თითქოს მიწყდა. ერთი ხანობა ენისელში, გრემში, შილდასა და საბუეში შფოთავდნენ კახელნი, რადგან, მიუხედავად გამოცხადებული ამინისტიისა, აჯანყებულთა ზოგიერთი ხელმძღვანელი მაინც დააპატიმრეს და დასაჯეს, მაგრამ რუსების გაგზავნილმა დელეგაციამ ს.ავალიშვილისა და არქიმანდრიტ ილარიონის ხელმძღვანელობით შეძლო მათი გარკვეული პეიოდით მოტყუება მდიდარი დაპირებებით აპრილის ბოლოს ბრძოლებმა ახალი ძალით ერთდროულად თელავს გაღმა მხარესა და ქიზიყში იფეთქა. დაღესტნიდან გადმოვიდნენ ლეკებიც და სოფელ ართანასთან ქართველებთან ერთად ბრძოლა გაუმართეს რუსებს. 30 აპრილს განმანთავისუფლებლებმა ბრძოლა წააგეს, მეორე დღეს კი სასტიკად დაამარცხეს მტერი. რუსთა ჯარის გადარჩენილმა ნაწილმა თელავის ციხეს შეაფარა თავი. ანაგელები პურის საწყობებს დაეცნენ, "იყოჩაღა" რუსთა კიდევ ერთმა მოამაგემ, მაზრის უფროსმა ორბელიანმა, ხორბლის მარაგი დროულად გახიზნა სიღნაღში და შიმშილისაგან იხსნა ქიზიყში დაბანაკებული რუსეთის იმპერიის.

შეშინებულმა რტიშჩევმა იმერეთიდან და ქართლიდან სასწრაფოდ გამოიხმო რუსული გარნიზონები, სამხედრო გზაზე სადღეღამისო მორიგეობა დააწესა. ხოლო ქიზიყში გადაისროლა საჯარისო შენაერთები რუსული ჩინ-მედლების კიდევ ერთი მაძიებელი დიმიტრი ორბელიანის მეთაურობით. რის შემდეგაც განმანთავისუფლებლები დროებით დაიშალნენ. 20 მაისს დიმიტრი ორბელიანი თელავში ჩავიდა, კახეთის გაღმა მხარის მოსახლეობას ჩამოუარა და აჯანყების მონაწილეებს მთავრობის სახელით შეწყალება აღუთქვა.განმანთავისუფლებლების მდგომარეობა უარესდებოდა, ალექსანდრე ბატონიშვილი ირანიდან დაბრუნებას აგვიანებდა(ორმოც კაციანი დელეგაცია მოქმედებების დასაწყისშივე აფრინეს მასთან ირანში, ჩამოსვლა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის სათავეში ჩადგომა სღხოვეს), თუმც წერილს წერილზე აგზავნიდა: "მზეებრ თქვენი სახელი ყოველსა ქვეყანასა მოჰფინეთ და განსვენებული, თქვენ მიერ საყვარელი მეფე ადიდეთ და იმის შვილებსაც თავისუფლებისა გიხაროდენისა ხმასა გვცემთო… მეფის ირაკლის მადლითნო პირმშონო შვილნო და ჩემო უსაყვარლესო
ალ.ჭავჭავაძე
ძმანო! თუმცა წერილით გეხმაურებით, მაგრამ ასე მგონია, თქვენში ვზივარ და პირისპირ საყვარლად შემოგფრფენთ და გეხმაურებითო". 10 მაისს მთავარმართებლის ბრძანებით გენერალი სტალი განმანთავისუფლებელთა მეთაურებს ერისთავსა და ჯორჯაძეს შეხვდა მოსალაპარაკებლად, ენისელის მოურავი ჯორჯაძე რუსებს შეურიგდა. ასევე მოიქცა რაფიელ ერისთავიც, შემოკრებილი ხალხი სახლებში გაუშვა, თვითონ კი მორჩილება გამოაცხადა. მაისის ბოლოს კახეთი თითქოს დაცხრა. 1812 წლის პირველ სექტემბერს ალექსანდრე ბატონიშვილი რუსების დიდი მონდომებისა და სა ზაღვრების ჩაკეტვის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში შემოიპარა და თიანეთში ავიდა. ბატონიშვილის ჩამოსვლით განმანთავისუფლებლებსგული მიეცათ, იარაღს მოჰკიდეს ხელი და ალექსანდრეს მიაშურწს, მათ შორის იყვნენ თუშეთის მოურავი ედიშერ ჩოლოყაშვილი, მისი ძმა და 50 მხლებელი. ქართლიდან – ნიკოლოზ და პავლე ავალიშვილები, ელიოზ და ზაქარია ციციშვილები, საციხურელი მღვდელი იოსებ ელვიძაშვილი და სხვანი. ალექსანდრე ენერგიულად შეუდგა მოქმედებების წარმართვას, არსებული ძალები სამ ნაწილად გაყო: ერთ რაზმს თადია ჩოლოყაშვილის მეთაურობით – თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა დაევალა. მეორეს – ომან ჩოლოყაშვილის მეთაურობით – ქართლიდან თიანეთისკენ მიმავალი გზის, ხოლო გორჯასპ ნათალიშვილსა და პაპოა აბელაშვილს სამხედრო გზისთვის უნდა ედევნებინათ თვალყური და რუსების დამატებითი ძალებისათვის საქართველოში შემოსვლის საშუალება უნდა არ მიეცათ. ცალკე რაზმი მოქმედებდა საგურამოში. მთავარი ძალებით ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისა და ქიზიყის გათავისუფლებას აპირებდა. მთავარმართებელმა რტიშჩევმა ბორჩალოდან ღართისკარის გასამაგრებლად სასწრაფოდ რაზმი გაგზავნა.

იმერეთიდან გენერალი სიმონოვიჩი გადმოიყვანა და თბილისის სამხედრო მეთაურობა ჩააბარა, ხოლო უშაკოვს უბრძანა ახმეტიდან თიანეთში გადასვლა. 14 სექტემბერს გენერალი ტიხონოვსკი ყაბარდოს პოლკით ალავერდს გაეშურა, რუსები ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ალექსანდრე მეფედ ეკურთხებოდა, ამით ისარგებლა ალექსანდერმ და თავისუფლად გადავიდა სოფელ შილდაში, სადაც 1200 ლეკი ელოდა. მოტყუებულმა ტიხონოვსკიმ შილდაში დაბანაკებულ განმანთავისუფლებლებს შეუტია. პირველი ბრძოლა ქართველებმა მოიგეს, მეორეში კი რუსებმა და სოფელი მიწასთან გაასწორეს. რუსთა ჯარებით კახეთისკენ დაიძრა გენერალი დიმიტრი ორბელიანი - კიდევ ერთი "მჭედელი უცხო თესლთა ისტორიისა", ტიხონოვსკის შეუერთდა და მონდომებით შეუდგა საკუთარი სამშობლოს მიწაზე რუსთა ისტორიის ჭედვას, საკუთარ თანამოძმეთა სისხლითა და ცრემლით. პირველი შეტაკებისას, გურჯაანის ბოლოს, ორბელიანმა ორასი სალდათი დაკარგა და გაცოფებულმა ქიზიყში შეპყრობილი ერთ-ერთი განმანთავი
დიმიტრი ორბელიანი
სუფლებელი – იოსებ მამანაშვილი საჯაროდ ჩამოახრჩო. 28 სექტემბერს ალექსანდრეს ხალხი დაეცა ორბელიანის ჯარს და ასამდე სალდათიკიდევ მოუკლეს. განრისხებულმა ორბელიანმა პასუხად ფაშანი და შილდა გადაწვა. 5 ოქტომბერს ორბელიანსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. სასტიკ ბრძოლაში ალექსანდრემ სამოცდაათი კაცი დაკარგა, ბატონიშვილმა ტაქტიკა შეცვალა და პარტიზანულ ომზე გადავიდა. მის დევნაში ორბელიანმა ცოდვის კალო დაატრიალა, მრავალი სოფელი გადაწვა და ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი ამოწყვიტა. 10 ოქტომბერს შილდაში ორბელიანმა კახთა და ლეკთა გაერთიანებული ლაშქარი დაამარცხა. განმანთავისუფლებლების პოზიციები თანამოძმეთა ღალატის გამო თანდათან სუსტდებოდა. გორჯასპ ნათალიშვილმა სამხედრო გზა დაიკავა და ფასანაურში მყოფი რუსები ალყაში მოაქცია, მაგრამ თბილისიდან გაგზავნილმა გენერალ სიმონოვიჩის ბატალიონებმა, გაბრიელ ყაზბეგის დახმარებით, გზა გაწმინდეს. შემდეგ სიმონოვიჩი თიანეთში გადავიდა და უკან დაახევინა ომან ჩოლოყაშვილის ფშავ-ხევსურელთა და თიანეთელთა რაზმს და საგურამო-ხაშმის გზით ორბელიანის ნაწილებს შეუერთდა. 15 ოქტომბერს ალექსანდრე ქიზიყში გადავიდა და 5000 კაციანი ლეკთა დამხმარე რაზმით შეუტია სიღნაღს. ამ ომში სიღნაღელები უკვე რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მათ მიეშველა ორბელიანი ქვეითი ჯარითა და იქაური სომხებით, ალექსანდრე იძულებული გახდა გასცლოდა ქალაქს. დამარცხდნენ მომდევნო ბრძოლაშიც მელაანთან და იძულებული გახდა ჩალაუბნის ტყისთვის შეეფარებინა თავი.

28 ნოემბერს ალექსანდრე თავისი რაზმით, მოულოდნელად ცხენდაცხენ შევარდა რუსული არმიის რიგებში და ორასამდე ჯარისკაცი გაანადგურა. ორბელიანმა საჩუქრებითა და ხელშეუხებლობის პირობით მოისყიდა ლეკები და განმანთავისუფლებელთა რიგებს ჩამოშორა. რუსეთის იმპერიის მხარეს გადავიდა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ბარძიმ ჩოლოყაშვილი, ორბელიანი მეამბოხეთა საიდუმლო ბანაკამდე მიაცილა და გაანადგურებინა. განმანთავისუფლებელთა მდგომარეობა სწრაფად უარსედებოდა, პოზიციები ფაქტიურად დაკარგული იყო, ძალები კი დაშლილი, ალექსანდრემ თანამებრძოლები დაითხოვა, თვითონ კი ჯერ თიანეთში ავიდა, სადაც მას ციციშვილები, ავალიშვილები და კახელი თავად-აზნაურები შეუერთდნენ, შედეგ კი ფშავში. დიმიტრი ორბელიანმა სიღნაღში საჯაროდ ჩამოახრჩო განმანთავისუფლებელთა გმირი ჯალია ჯალიაშვილი. შემდეგ კახეთის სხვა სოფლები დაარბია და კახელი თავადები, რომლებიც რუსთა დაპირებებს ენდნენ, რტიშჩევს მიჰგვარა, მან კი ყველა გააციმბირა. ხალხის დაწიოკებაში ორბელიანს გულმოდგინედ ეხმარებოდნენ ქიზიყის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი და ნინია ერასტიშვილი. მათ გვერდით იყო არქიმანდრიტი ზუკაკიშვილიც, რომელმაც სოფლის მღვდელ-დ
ალექსანდრე ბატონიშვილი
იაკვნები შეიპყრო და საკუთარი ხელით ნაცემი თბილისში მიჰგვარა ეგზარქოს ვარლამს. „მარტო მღვდელნი კახეთისა და ქიზიყისა რიცხვით ოცნი გაკრიჭეს და დაჰკარგეს“ (ბაგრატ ბატონიშვილი) ქართლ-კახეთში წინააღმდეგობის კერები განადგურდა, მხოლოდ აღმოსავლეთის მთაშიღა დარჩა განმანთავისუფლებელთა ძალები და მუხტი. ფშავ-ხევსურეთში მყოფი ალექსანდრეს შესაპყრობად და წინააღმდეგობის კერების საბოლოოდ გასანადგურებლად ოთხი მხრიდან დაიძრა რუსის ჯარი ხევსურეთისკენ. 3000-ზე მეტი იყო რუსი და მათ მხარდამხარ 100 თუში და გენერალი გაბრიელ ყაზბეგი მოღალატე მთიელებითურთ. "ძალიან ღელავდნენ რუსები, ისინი უცხო და ურთულეს გზებზე მიდიოდნენ თავისუფალ და უშიშარ ფშავ-ხევსურთა წინააღმდეგ" (პოტო).

25 მაისს გუდამაყრის ხეობიდან ასულ ნიჟეგოროდელები: "ერთ უდნობი თოვლით დაფარულ მწვერვალზე იდგნენ ხევსურები. მზის კაშკაშა სხივები ირეკლებოდა მათ ფარებზე, ჯაჭვებსა და მუზარადებზე" (პოტო). 30 მაისს რუსები ლებაისკარში შეერთდნენ და ხელჩართული ბრძოლაც დაიწყო. 31 მაისს – ბარისახო, 1 ივნისს კი – სოფელი ღული აიღეს რუსებმა, ბრძოლის ველზე დარჩა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი შვიდასი ხევსურის სიცოცხლე. რუსების 2500 - კაციანი ჯარი შატილს შემოეწყო, ლომებრ შემართებით ბოლომდე იბრძოდნენ ხევსურები და მათ დასახმარებლა გადმოსული ქისტები, მაგრამ უშედეგოდ, დაიღუპა ექვსსი ხევსური და ქისტი, რუსებმა შატილი აიღეს და მიწასთან გაასწორეს. ალექსანდრე – ქისტეთმა შეიფარა. რუსებმა ქისტების 9 – სოფელი გადაწვეს, უკან მობრუნებულებმა კი ხევსურეთსი 22 – სოფელზე მეტი. ალექსანდრე ქისტეთიდან დაღესტანში გადავიდა, მთავარმართებელმა რტიშცევმა 20 000მანეთი დააწესა ალექსანდრეს ჩამბარებლისათვის, მარგრამ ბევრი ქართველისაგან განსხვავებით დაღესტნელები ფულმა ვერ აცდუნა, პირიქით მოკლე ხანში ალექსანდრე ბატონიშვილს გვერდით 6000 მებრძოლი ედგა, 1813 წელს შილდის გზით ბატონიშვილი კახეთში დაბრუნდა, მაგრამ საბუესთან რუსებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და იძულებული გახადეს უკან გაბრუნებულიყო. 1818 წელს ალექსანდრე დაღესტნიდან ახალციხეში გადაიპარა, იქედან კი ირანში დაბრუნდა. ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში დაბრუნებით, რუსეთ – საქართველოს ომის 1812 წელს დაწყებული მორიგი ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდა, განმანთავისუფლებელთა რიგებს შორის მოღალატეების მომრავლებამ და კოლაბორაიონისტა აქტიურმა მოქმედებამ განაპირობა მარცხი, რომელიც საქართველოს ათობით განადგურებული სოფელად და ათასობით ქართველის სიცოცხლედ დაუჯდა. ალექსანდრე ბატონიშვილს სიცოცხლის ბოლომდე იღწოდა საქართველოს გასანთავისუფლებლად. ალექსანდრე 1844წ. თავრიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია წმ.თადეოზ და ბართლომეს სახელობის სომხური ეკლესიის ეზოში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq