საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ქართველები და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
მერაბ სურგულაძე
მერაბ სურგულაძე

ქართველები და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

 მერაბსურგულაძის წიგნიდან

 ჩვენს ნაშრომში სამხედრო ისტორიულ ჭრილში გაშუქებულია ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო წმინდა მიწების გასათავისუფლებლად გაერთიანდა. სწორედ ამან განაპირობა ევროპელების ჯვაროსნული ლაშქრობები პალესტინასა და მცირე აზიაში და ”მეორე ფრონტის” გახსნა, რომლის წყალობით თურქ-სელჩუკებმა ვერ შეძლეს გაენადგურებინათ ქრისტიანული სახელმწიფოები მცირე აზიასა და კავკასიაში. ამიტომ, ევროპელი ქრისტიანების დარტყმა სავსებით დროული იყო. ეს რომ არ მომხდარიყო, უკვე XI საუკუნეში თურქ-სელჩუკებს შეეძლოთ დამუქრებოდნენ ევროპასაც და ქრისტიანობასაც, როგორც ეს მოხდა არაბთა დაპყრობების დროს. ამიტომ ჯვაროსნული ლაშქრობები შეიძლება ჯიჰადის ქრისტიანულ გადააზრებად მივიჩნიოთ. გავიხსენოთ, XI საუკუნის 70-იან წლებში არაბების ხელში იყო უკვე სიცილია და ესპანეთის დიდი ნაწილი.

სამხრეთ კავკასიაში სელჩუკები პირველად გამოჩნდნენ და XI საუკუნის 30-წლებში დაიპყრეს ირანი. მათი პირველი შემოსევა ატარებდა მძარცველურ ხასიათს, მაგრამ ამ დროიდან იწყება თურქების თანდათანობითი დამკვიდრება მეზობელ საქართველოს მიწებზე. ამის გამო XI საუკუნეში თავის არსებობას წყვეტს საქართველოს მეზობლად მდებარე ქრისტიანული სახელმწიფო კავკასიის ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია). ქართველებთან ერთად, ალბანელი ხალხი მრავალი საუკუნის მანძილზე ებრძოდა სპარს და არაბ დამპყრობლებს, მაგრამ სელჩუკების შემოსევების მოგერიება შეუძლებელი იყო, საბოლოოდ ალბანელებმა განიცადეს ასიმილაცია, დაკარგეს თავისი სახელმწიფოებრიობა და ენა.

XI საუკუნის 40-იან წლებში სელჩუკებმა დაიწყეს სომხეთის დაუფლება, რომელიც იმ დროისათვის უკვე ბიზანტიის მიერ იყო დაპყრობილი, რაც ბიზანტიის იმპერატორის პოლიტიკურ წინდაუხედაობას წარმოადგენდა. იგი აქტიურ შეტევას ახორციელებდა საქართველოსა და სომხეთის წინააღმდეგ და ცდილობდა გამხდარიყო ახლო აღმოსავლეთის ჰეგემონი. ამით ბიზანტია მნიშვნელოვნად დასუსტდა და სელჩუკების წინაშე უკვე აღარ შეეძლო სერიოზულად დაეცვა სამხრეთ კავკასიის მისადგომები. ამასთან დაკავშირებით, შუა საუკუნეების ისტორიკოსი მიხეილ სირიელი გვამცნობს შემდეგს: ”როდესაც თურქები გამოვიდნენ ხორასანიდან და ამ მიწებზე გავრცელდნენ, ბერძნები საკმაოდ დასუსტდნენ და მათი ძალაუფლება სირიაში, კაპადოკიასა და სომხეთში შეწყდა. მაშინ სომხების ერთმა ნაწილმა შეაღწია იმ ციხე-სიმაგრეებში, რომლებიც მიუწვდომელ მთებში იყო განლაგებული და იქ დამკვიდრდნენ”.

სელჩუკების წინააღმდეგ ომში ბიზანტიას მხარს უჭერდა გავლენიანი ქართველი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, დასაწყისში ლიპარიტის და ბიზანტიელების შეერთებულმა ჯარებმა რამდენჯერმე დაამარცხეს მოწინააღმდეგე, მაგრამ შემდეგ იმპერიას ფორტუნამ ზურგი შეაქცია; დენდანეკანის (1040 წ.), მანასკერტის (1071 წ.) წარუმატებელმა ბრძოლებმა და შინაომებმა განაპირობეს XI საუკუნის 70-იან წლებში ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური დაცემა.

თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს სომხეთი და გაანადგურეს სომეხი თავად-აზნაურობა. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ XI საუკუნის მეორე ნახევარში სომხების ნაწილი იძულებული გახდა გადასახლებულიყო ბიზანტიის სამხრეთით. ასე წარმოიშვა 1080 წელს ახალი პოლიტიკური ერთეული - კილიკიის სომხეთის სამეფო. ამ ტერიტორიაზე ალექსანდრე მაკედონელის მიერ კილიკიის დაპყრობამდე (ძვ.წ.333 წელს) ცხოვრობდნენ ხეთების და ასირიელების მონათესავე ტომები. შემდეგ ბერძნულმა კოლონიზაციამ მისი მოსახლეობის ნაწილის ელინიზაცია გამოიწვია. კილიკია გაიყო ორ ნაწილად - მთიანი (კილიკია ”მკაცრი”) და დაბლობის (კილიკია ”ბარის”). ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ბიზანტიის იმპერატორები თავიანთ მხედართმთავრებსა და დაბალი რანგის სომხური წარმოშობის მეთაურებს ბიზანტიის არმიაში სამსახურის დამთავრების შემდეგ თავიანთი ტერიტორიის ამ ნაწილში მამულებს აძლევდნენ. ამრიგად, სომხებს, რომლებიც იქ გადასახლდნენ, სელჩუკების თავდასხმის გამო, კილიკიის ტერიტირიაზე დახვდათ თავისივე მონათესავე ტომები. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის მოსახლეობა ძირითადად კომპლექტურად ცხოვრობდა კილიკიის მთიან რაიონებში, ე. ი. ”მკაცრ” კილიკიაში.

რაც შეეხება ბიზანტიის იმპერიას, ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო. იმპერიამ დაკარგა ედესა, იკონია, თარსი, ანტიოქია, ნიკეა, ბითვინია, კაპადოკია, სირია და პალესტინა. ერაყი და მცირე აზიაც სელჩუკების ხელში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, კონსტანტინოპოლის მცხოვრებნი კარგ, ნათელ ამინდში თავიანთი აივნებიდან შეშფოთებული ხედავდნენ ბოსფორის სანაპიროზე გაშლილ თურქ-სელჩუკთა კარვებს. თურქების მონათესავე კუმანები (პაჭანიგები) ბიზანტიის დედაქალაქს დასავლეთის მხრიდან უტევდნენ. იმპერია საფრთხეში იყო, დახმარების მოლოდინი კი არსაიდან არ ჩანდა. კონსტანტინოპოლში პანიკა სუფევდა. ქალაქი ყოველდღე ელოდა მტრის ჯარების შემოჭრას.

ამ დროისათვის საქართველოშიც მძიმე ვითარება იყო. ეს სწორედ ის პერიოდი გახლდათ, რომელიც ისტორიაში ”დიდი თურქობის” სახელითაა ცნობილი. 1074 წლის ხელშეკრულებით ბიზანტიამ თავისი სამფლობელოების დიდი ნაწილი დათმო და საქართველო მარტო დატოვა მრისხანე დამპყრობლის წინაშე. სელჩუკები იბრძოდნენ და სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე ურდოებად (”ordu” - თურქულად ”არმიას” ნიშნავს - ავტ.) მთელი თავისი ქონებით, ოჯახებით, საქონლით, მონებით და ა. შ. ერთ ასეთ ურდოში 50-დან 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ასეთი ურდოები მაშინდელი ევრაზიის ტერიტორიაზე ბევრი იყო და თითოეულს ყაენი წინამძღოლობდა. რამდენიმე ასეთი ურდო შეიძლება ერთი ძლიერი მბრძანებლის გარშემო გაერთიანებულიყო. ცხოვრების ასეთი წესი დამახასიათებელი იყო ყივჩაღებისთვის, კუმანებისთვის, თურქ-სელჩუკებისთვის, მონღოლებისთვის, თურქ-ოსმალებისთვის და ა. შ.

სახნავებს, ბაღებს, ვენახებს მომთაბარეები საძოვრად აქცევდნენ. დიდი დავით IV-ის ისტორიკოსი ამ შემოსევას ასე აღწერს: ”იმ დროს არ იყო თესვა და მკა... ქვეყანა გაოხრდა და გადაიქცა ტყედ და ხალხის ნაცვლად იქ დასახლდნენ გარეული მხეცები. ქვეყნის მთელ მოსახლეობას მწუხარება ჰქონდა უდიდესი და შეუდარებელი, მანამდე არ არსებული... არ ინდობდნენ მოხუცებს, აგინებდნენ და ბილწავდნენ ქალიშვილებს, ჟლეტდნენ ჭაბუკებს, იტაცებდნენ შვილებს... ნაკადულების ნაცვლად მიწა ირწყვებოდა სისხლის მდინარეებით”. ისტორიკოსის სიტყვებით, თურქები ანადგურებდნენ იმათაც კი, რომლებიც ”იმალებოდნენ ტყეებში, კლდეებზე, გამოქვაბულებებში და ბუნაგებში”, ხოლო ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში გადარჩენილები კი, სიცივისა და შიმშილისაგან იღუპებოდნენ. სელჩუკები შეუბრალებლად ანგრევდნენ ქალაქებსა და სოფლებს, ხოცავდნენ ხალხს, ბილწავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, ულმობლად ხოცავდნენ ეკლესიის მსახურებს. ”აკუწული, დატყვევებული და აჩეხილ იქნა უთვალავი რიცხვი ქრისტიანების: ეკლესიები შებღალულ იქნა და მოფენილი იყო მრავალრიცხოვანი გვამებით... ჩვენი ცოდვების გამო სისხლმდინარე ღრუბლებმა დაფარეს ქართლი აღმოსავლეთიდან: და დადგა დაუმთავრებელი ღამე დღის ბრწყინვალების, ნათების ნაცვლად და ქონდა მას საშინელი სახე, შემაძრწუნებელი, და ადგილ-ადგილ ხალხს ეჩვენებოდა სისხლიანი წვიმები. ზამთარი მძვინვარებდა, და ისინი, ვინც გაიქცნენ და იმალებოდნენ მთებში, ყინვისგან გაიყინენ...” (”ქართლის ცხოვრება” ტ. I, გვ. 309).

დავით IV-ის აღმაშენებლის მამამ გიორგი II-მ XI საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო ბრძოლა სელჩუკებთან და გაანადგურა ისინი ფარცხისთან 1075 წელს, როდესაც ისინი მათი მთავარსარდლის სარანგის მეთაურობით (არაბული წყაროებიდან - საპტენგი) მრავალრიცხოვანი ჯარით შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ბრძოლა გრძელდებოდა დიდხანს და დამთავრდა საღამოს. სელჩუკებმა გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს.

1075 წლის შემდეგ საქართველომ დაიბრუნა XI საუკუნის დასაწყისში დაკარგული მიწების დიდი ნაწილი. ცნობილმა ბიზანტიელმა მხედართმთავარმა, წარმოშობით ქართველმა გრიგოლ ბაკურიანმა ჩააბარა გიორგი II-ს ქალაქ ყარსის გასაღები (დღეისათვის ეს ქალაქი იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე, ავტ.) და ქართული ჯარიც შევიდა ამ ქალაქში. ამ ფაქტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ამით ბიზანტიამ საბოლოოდ აღიარა საქართველო, როგორც კონსტანტინოპოლის მოკავშირე და თანასწორი პარტნიორი. ბიზანტიელებმა გადასცეს საქართველოს ანაკოფიის ციხე-სიმაგრე, აგრეთვე ზოგიერთი ციხე-სიმაგრეები სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის და არტანის ტერიტორიაზე. ეს მოხდა ბიზანტიასა და საქართველოს შორის გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, რადგან იმპერიას უკვე აღარ შეეძლო არმიის იმ კონტიგენტის შენარჩუნება, რომელიც საჭირო იყო ამ ციხე-სიმაგრეების დასაცავად, ხოლო მანასკერტის ტრაგედიის შემდეგ ბიზანტიელები ძლივს აკავებდნენ სელჩუკების შემოსევას ყოველი მხრიდან. დავითის ისტირიკოსის სიტყვებით, გიორგი II-მ აიღო ბიზანტიელების ციხე-სიმაგრე კარი და მისი მიმდებარე ტერიტორია - ”მატიანე ქართლისა-ს” ავტორი აზუსტებს - გარდა ქალაქ ყარსისა ქართველების ხელში გადავიდა ციხე-სიმაგრეები ვანანდში( ლაპარაკია ვანანდის სამეფოს სწორედ იმ ორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შესახებ, რომლეიც მდებარეოდა საქართველოს და ბიზანტიის მოსაზღვრედ). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში ამ სამეფოს გარკვეულ ნაწილში თურქ-სელჩუკები საკმაოდ საფუძვლიანად გამაგრდნენ. მაგრამ, ძირითადად, მათი გავლენა ვრცელდებოდა პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც ესაზღვრებოდა ანისის სამეფოს.

ამის საპასუხოდ XI საუკუნის 80-იან წლებში სელჩუკების მრავალრიცხოვანი ლაშქარი ემირ ახმატის მეთაურობით შეტევაზე გადადის და იერიშით იღებს ყარსს. ამის შემდეგ, დაელოდნენ რა კიდევ თავის ორ მხედართმთავარს მაშველი ჯარით, სელჩუკები გადადიან საქართველოს საზღვრებზე და ”მსგავსად კალიებისა” მოედნენ მთელ საქართველოს, დაიკავეს რა მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი. ”და იყო წმინდა იოანეს დღე, როცა თურქებით გაივსო ასისპორი და კლარჯეთი ზღვამდე, შავშეთი, აგარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი. ამ ადგილების ხვედრი გახდა სიკვდილი და ტყვეობა. ერთ დღეს დაიწვა ქუთაისი, არტანუჯი და კლარჯეთის ოლქები და დარჩნენ ამ ქვეყანაში თურქები თოვლის მოსვლამდე, ანადგურებდნენ ყველაფერს, ხოცავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ ტყეებში, მთებში, გამოქვაბულებში, მიწისქვეშეთებში. ეს იყო პირველი და დიდი თურქობა და ქრონიკონი იყო მესამასე (1080 წ.)” - წერს დავითის ისტორიკოსი.

საქართველო აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. თავისი მასშტაბებით ამ შემოსევამ გადააჭარბა ალფ-არსლანის ლაშქრობებსაც კი. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა ის, რომ კავკასიის ალბანეთში, სომხეთსა და მცირე აზიაში განუყოფლად ბატონობდნენ სელჩუკები და საქართველოს ყველა სახმელეთო საზღვარი, გარდა დიდი კავკასიის მიმდებარე ტერიტორიისა, ღია აღმოჩნდა მათი შემოსევებისთვის. 1080 წლის შემდეგ, მომთაბარეები ყოველ გაზაფხულზე შემოიჭრებოდნენ საქართველოში და რჩებოდნენ იქ სიცივეების დაწყებამდე. მტრის მიერ მიყენებული ზარალის გარდა, მოსახლეობა იღუპებოდა შიმშილითაც, რადგან მტრის შემოსევების დროს არც მიწა მუშავდებოდა და არც მოსავლის აღება ხდებოდა.

ასეთ პირობებში მაშინდელი საქართველოს მეფე გიორგი II იძულებული იყო დაეწყო სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰთან მოლაპარაკებები და ამ მძიმე საფასურის ნაცვლად მიეცა ქვეყნისთვის გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება. სამხრეთ კავკასიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის კათოლიკოს ბარსელასთან და ლორე-ტაშირის მეფესთან კვირიკესთან (სომხეთის ტაშირ-ძორაგეტის სამეფო-ავტ.) ის იძულებული იყო გამოცხადებულიყო ისპაჰანში. სულთანმა, თუმცა კი გაანთავისუფლა საქართველო თურქების გამანადგურებული თავდასხმებისაგან, მაგრამ მოითხოვა ყოველწლიური ხარკი. გარდა ამისა, სულთანთან მოლაპარაკებებმა ვერ გადაწყვიტეს საქართველოში დაფუძნებული სელჩუკების წასვლის საკითხი. დავით IV-ის ისტორიკოსის სიტყვით, ”სულთანსაც კი არ ქონდა უფლება გამოეწვია ისინი”. მან უბრალოდ ვერ დაარღვია კანონი სტეპის მცხოვრებლებისა თავისუფალი გადაადგილებისა და ახალი საძოვრების ძებნასთან დაკავშირებით.

ზოგიერთი ისტორიკოსები დღემდე საყვედურობს მეფე გიორგი II-ს გადაუწყვეტის მიუღებლობაში, უმოქმედობაში და უქმად დროის ტარებაში. მაგრამ მეფის დადანაშაულება იმაში, რომ მან ვერ შეძლო იმ პერიოდში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღება სალჩუკების წინააღმდეგ, არასამართლიანია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ გიორგი II-მ პირველ ეტაპზე, როდესაც თურქების შემოსევები არ ატარებდნენ მასიურ ხასიათს, არა მარტო დაამარცხა ისინი ფარცხისთან, არამედ განდევნა კიდეც ისინი ვანანდის სამეფოდან. ხოლო უფრო მოგვიანებით სელჩუკების თავდასხმებმა იმდენად მასიური ხასიათი მიიღო, რომ ქართულ სამეფო კარს ნამდვილად არ გააჩნდა ისეთი ძალა, რომ შეეჩერებინა დამპყრობლები. თურქები ესხმოდნენ როგორც სამხრეთიდან, ისე დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან. გიორგი II-ს ნამდვილად არ გააჩნდა საკმაო სამხედრო რესურსები, რომ მოეგერიებინა მტერი და განედევნა . ეს ვერ შეძლეს უფრო ძლიერმა ქვეყნებმა, ვიდრე საქართველო იყო.

საქართველოში გამწკვრივდა სელჩუკთა ურდოები ოჯახებითა და საქონლით. უძველესი მიწათმოქმედების კულტურის ქვეყანა საძოვრებად იქცა. მათი სადგომების დაცვას უზრუნველყოფდნენ თბილისში, რუსთავსა და სამშვილდეში დისლოცირებული სელჩუკთა გარნიზონები. მეფე დავითის ისტორიკოსი დაწვრილებით აღწერს მათი ცხოვრების წესს: ”შემოდგომის დადგომისთანავე სომხეთის გავლით თურქების დიდი ძალა იყრიდა თავს. იკავებდნენ გაჩიანს, მტკვრის სანაპიროებს თბილისიდან ბარდამდე (იმ პერიოდში ქალაქი არანის პროვინციაში, კავკასიის ალბანეთი - ავტ.), აგრეთვე იორის ნაპირებს. ეს გამოსაზამთრებელი ულამაზესი ადგილებია, სადაც ზამთარში, ისევე, როგორც გაზაფხულზე, იზრდება ბალახი. ტყის და წყლის სიჭარბეა, სავსეა ტყის ცხოველებით. ამ ადგილებში ისინი დგამენ კარვებს; უთვალავია მათი ცხენები, ჯორები, ცხენები და აქლემები. და ცხოვრობენ უდარდელად: ნადირობენ, ისვენებენ, მხიარულობენ; ყველაფერი საკმარისი აქვთ - ვაჭრობენ თავიანთ ქალაქებში, ხოლო ჩვენი საზღვრები ჩანაგდება. იტაცებენ ტყვეებს და ნადავლს. გაზაფხულზე იწყებენ სომხეთის და არარატის მთებში ასვლას. ატარებენ იქ ზაფხულს მხიარულებაში თავისუფალ მდელოებზე, სადაც წვნიანი ბალახი, წყაროები და მინდვრის ყვავილებია. ისინი იმდენად ბევრნი და ძლიერები არიან, რომ შეიძლება ხალხისგან გაიგონო: ”თურქები მთელი სამყაროდან მოგროვდნენ აქ”. და ვერავინ ვერ შეძლო მათი გაძევება, ან რაიმე ზიანის მიყენება, თვით სულთანმაც კი”. მომთაბარეები ემუქრებოდნენ საქართველოს დაპყრობილი რაიონების არა მარტო ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ მთელი საქართველოს ძირეული მოსახლეობის შევიწროებას და განადგურებას.

ამავე პერიოდში არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ის ფაქტორი, რომ დიდმა აბრეშუმის გზამ, ანუ როგორც სხვანაირად უწოდებენ, ტრანზიტულმა სავაჭრო გზამ, რომელიც აღმოსავლეთ აზიიდან გადიოდა ირანის, სომხეთის და ბიზანტიის პროვინცია ანატოლიის გზით, გაიარა საქართველოს ტერიტორია, რაც გამოწვეული იყო სელჩუკების შემოსევის გამო, რომლებიც ყაჩაღობდნენ აბრეშუმის ძველ გზაზე. ყველაფერი ეს მოხდა ჯერ კიდევ საქართველოს მეფის დავით IV-ის პაპის ბაგრატ IV მეფობის პერიოდში. უკვე XI საუკუნის 60-იან წლებში საქართველო ითვლებოდა ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად, მაგრამ საქართველოს მმართველებმა ვერ შეძლეს გამოეყენებინათ ეს გეოპოლიტიკური ფაქტორი. მისი გამოყენება შეძლო მხოლოდ მეფე დავით IV-მ.

ამრიგად, თურქულმა თავდასხმამ არა მარტო შეარყია ქვეყნის ერთიანობა, არამედ საფრთხე შეუქმნა მის სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურასაც.. ყოველივე ამას კარგად ხედავდნენ საქართველოს იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე ქართველი დიდებულები, რომლებმაც საშინაო და საგარეო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მოახდინეს სასახლის გადატრიალება და აიძულეს გიორგი II 1089 წელს უარი ეთქვა ტახტზე თავისი 16 წლის შვილის, დავითის სასარგებლოდ.

XI საუკუნის ბოლოს საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა მოითხოვდა მეფის ხელისუფლებისგან გადამწყვეტი და ეფექტური ღონისძიებების გატარებას. სამეფო ხელისუფლება თავისი პირველი რიგის ამოცანად სელჩუკებთან ბრძოლას მიიჩნევდა. დავით IV-ის მმართველობის პირველი წლები არსებითად ეძღვნებოდა სამეფო ხელისუფლების ირგვლივ ისეთი სახელმწიფო მოღვაწეების შემოკრება-შემჭიდროებას, რომლებიც საბოლოოდ მიხვდებოდნენ ისტორიული ამბების განვითარების პერსპექტივებს და მრავალრიცხოვანი ღონისძიებებით ხელს შეუწყობდნენ კანონზომიერ განხორცილებას.

დავითმა სამეფო კარის გარშემო შემოკრიბა ერთგული საშუალო და წვრილი რაინდ-აზნაურები და დაიწყო ბრძოლა სელჩუკების წინააღმდეგ. მითი თურქების დაუმარცხებლობისა თანდათან გაქრა და ხალხმა ირწმუნა თავისი ლიდერის.

დავით IV-მ ღრმა და ფართო განათლება მიიღო. ფლობდა რამდენიმე ენას, განთქმული იყო თავის ნაკითხობით, პროგრესული შეხედულებებით, კულტურით. განსაკუთრებით უყვარდა ისტორია. ლაშქრობების დროსაც კი არ იშორებდა ის თავის ბიბლიოთეკას და კითხულობდა. სწორედ შემეცნებისკენ სწრაფვამ აიყვანა ის მწვერვალამდე.

საფიქრებელია, დავით IV-მ ბუნებრივ ნიჭთან ერთად, ღრმად და ყოველმხრივ შეისწავლა მაშინდელი მსოფლიოს მოწინავე ჯარების სამხედრო ხელოვნება, განუწყვეტლივ აუმჯობესებდა ტაქტიკას, სტრატეგიას, მუდმივი ქვედანაყოფების ორგანიზაციას სწრაფი მობილიზაციას და შევსების მომზადების მეთოდთან შეხამებით.

მაშ ასე, თურქ-სელჩუკების ხელში აღმოჩნდა ტერიტორია შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. გარდა თვით შუა აზიისა, მთელ ირანი, არაბეთი, ერაყი, მცირე აზია, სომხეთი, კავკასიის ალბანეთი, დარუბანდი, ფაქტობრივად ბიზანტიის იმპერიის მთელი ტერიტორია დედაქალაქის ჩათვლით, მუდმივად ელოდებოდა იერიშს. უკვე XI საუკუნის ბოლოს სელჩუკებს შეეძლოთ შეჭრილიყვნენ თვით ევროპაშიც. მართალია, მომთაბარე სელჩუკები განვითარების საკმაოდ დაბალ დონეზე იდგნენ, მაგრამ შეძლეს დაეძლიათ უფრო განვითარებული ხალხები. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მათი ჯარის ორგანიზაციის სისტემამ, რომელიც მუდმივი ჯარის ხასიათს ატარებდა და მუდმივად ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული. დავით IV-მ იცოდა, ვისთან ექნებოდა მას საქმე და ემზადებოდა სისხლისმღვრელი ბრძოლებისათვის, მაგრამ იმ პერიოდში თურქების ძლევა საკუთარი ძალებით საძნელო იყო. ამიტომ მან სწრაფად დაიწყო მოკავშირეების ძებნა, რომლებთანაც შესაძლებელი იქნებოდა მრისხანე მტრის დამარცხება.

ცნობილია, რომ დავითს ჰქონდა კავშირები ბიზანტიის იმპერიასთან და კონსტანტინოპოლის ქართულ დიასპორასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველებს ამ პერიოდში დიდი გავლენა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის კარზე. ასე მაგალითად, იმპერიის ევროპული ნაწილის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი, დომესტიკოსი (მთავარსარდალი და იმპერატორის ნაცვალი) იყო გრიგოლ ბაკურიანი, რომელიც დაიღუპა კუმანების (თურქულენოვანი ეთნოსი, პაჭანიგები.ავტ.) წინააღმდეგ ბრძოლაში. თვითონ იმპერატორი ალექსი კომნენოსი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. აი, რას წერს ამის შესახებ ალექსის ქალიშვილი- ანა კომნენოსი: ”... ყველაზე მეტად წუხდა ის (იმპერატორი- ავტ.), ღვრიდა ცრემლთა ნაკადს, დომესტიკოსის საიკვდილზე, მას ხომ ძალიან უყვარდა ეს ადამიანი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იმპერატორი გახდებოდა”. ბიზანტიის იმპერატორის კარზე დიდი გავლენა ჰქონდა დავით IV-ის ღვიძლ მამიდას მარიამს (მართას), რომლის შვილობილი იყო თვით იმპერატორი ალექსი I კომნენოსი. მარიამი იყო ქართველი მეფის ბაგრატ IV-ის ქალიშვილი. ის ცოლად გაჰყვა იმპერატორ მიხეილ VII-ს. აი, რას წერს ამის შესახებ ნიკიფორ ვრიენი თავის ”ისტორიულ ჩანაწერებში” (976-1087): ”დაიხსნა რა თავი დიოგენისგან (ეს იმპერატორი დამარცხდა მანასკერტთან 1071წ. სელჩუკებთან ბრძოლაში - ავტ.) ბასილევსმა მიხეილმა გამოიძახა კუროპალატისა ანა, რომელიც, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, თავისი შვილებით ცხოვრობდა გადასახლებაში და საქორწინო კავშირით დაუნათესავდა მას. თვითონ პირველად დაქორწინებული იყო რა მარიამზე (ბიზანტიურ ისტორიულ ქრონიკებში აგრეთვე მოიხსენება როგორც მართა - ავტ.), ივერიის (საქართველოს) დამოუკიდებელი მმართველის ქალიშვილზე, მან მისი ნათესავი ირინა, ალანიის (ოსეთის) მმართველის ქალიშვილი მიათხოვა კუროპალატისას უფროსს ვაჟს, ისააკ კომნენოსს, თავის ნათესავს”. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თვით ქართველი მეფე ბაგრატ IV დაქორწინებული იყო ალანიის (ოსეთის) მეფე დორგოლელის დაზე ბურდუხანზე, რომელიც, როგორც ქართული ისტორიული ქრონიკები აღნიშნავდნენ, გამოირჩეოდა არა მხოლოდ თავისი სილამაზით და ჭკუით, არამედ კეთილშობილობითაც.

ნიკოლოზ ბოტანიატის შეთქმულების შემდეგ, მიხეილმა საბოლოოდ უარი თქვა ტახტზე, გახდა ბერი და ეფესის მიტროპოლიტი. ბოტანიატმა, შემდეგ იმპერატორ ნიკიფორ III-ის მინიჭებული ტიტულით, მომავალი იმპერატორი ალექსი I კომნენოსი თავის მეგობრების რიცხვში მიიღო და დაქორწინდა მარიამზე - იმპერატორ მიხეილ VII-ის ყოფილ მეუღლეზე. ამრიგად, ბაგრატ IV ქალიშვილს მარიამს ორჯერ ედგა თავზე ბიზანტიის იმპერიის გვირგვინი! ბუნებრივია, მისი მეშვეობით ჰქონდა დავითს ახლო კონტაქტები ბიზანტიის იმპერიის კართან. მას კარგად ესმოდა, რომ საჭირო იყო დაუყოვნებლივ ეთხოვა დახმარება ევროპის ქვეყნებისათვის, ისე რომის ეკლესიისთვის. ამაში ქართველი მეფის პოზიცია ემთხვეოდა ბიზანტიის იმპერატორის ალექსი I კომნენოსის პოზიციას. ალბათ, იმ პერიოდში გაჩნდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ქრისტიანთა კავშირის შექმნის იდეა.

ჯერ კიდევ 1092 წელს ალექსი კომნენოსმა გაუგზავნა გრაფ რობერტ ფლანდრიელს შემდეგი შინაარსის წერილი: ” წმინდა იმპერია... უკიდურესად შევიწროებულია კუმანებით (პაჭანიგებით) და თურქებით. ისინი ყოველწლიურად ძარცავენ და იტაცებენ ოლქებს. ქრისტიანების შეურაცხყოფა და მკვლელობები, უბედურება, რომელიც ყოველივე ამას მოსდევს, აურაცხელია... გევედრებით, ქრისტეს მეომრებო... იჩქარეთ ჩემ და ბერძენ ქრისტიანთა დასახმარებლად... ჩვენ გემორჩილებით თქვენ, ვთვლით, ვიყოთ თქვენი ბატონობის ქვეშ, ვიდრე ურჯულოების, კონსტანტინოპოლი იყოს თქვენი, ვიდრე კუმანების (პაჭანიგების) და თურქების. აქ ინახება უძვირფასესი ღმერთის წმინდა ნაწილები. კონსტანტინოპოლის ერთი ეკლესიის განძი საკმარისი იქნებოდა მთელი მსოფლიოს ეკლესიების შესამკობად”.

ალექსი I კომნენოსი კარგად იცნობდა რობერტ ფლანდრიელს, რომელმაც 1085 წელს კონსტანტინოპოლში გაგზავნა რაინდების მცირე რაზმი. შესაძლებელია, რობერტიც ურჩევდა მას ეთხოვა დახმარება და მხარდაჭერა რომის პაპისაგან, რომლის ხელშიც იყო იმ პერიოდში თავმოყრილი პრაქტიკულად დასავლეთ ევროპის მთელი ძალაუფლება. 1095 წლის გაზაფხულზე საეკლესიო კრებაზე პიაჩენცაში (ჩრ. იტალია) ჩამოვიდა წარმომადგენლობითი დელეგაცია ბიზანტიიდან. ჯერ კიდევ მანამდე რომის პაპმა ურბან II -მ 1089 წ. გააკეთა მორიგი სვლა ბიზანტიასთან შერიგებისაკენ. მან ალექსი კომნენოსის ეკლესიისგან განკვეთა აკრძალა, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნა კონსტანტინოპოლის მსგსვსი საპასუხო მოქმედებით. ამ შეთანხმებამ საშუალება მისცა ალექსი კომნენოსს პირდაპირი დახმარებისთვის მიემართა რომისთვის. მისმა ელჩმა პიაჩენცაში კრებაზე, ნათლად დახატა ის საშინელებები, ტანჯვა და წამება, რასაც აღმოსავლეთის ქრისტიანები განიცდიდნენ. კათოლიკე იერარქებმა ყურადღებით მოუსმინეს იმპერატორის ელჩს. კრების დამთავრების შემდეგ ეპისკოპოსებსაც და ურბან II-საც, რომელიც გაემგზავრა საფრანგეთში, გარკვევით ჰქონდათ გააზრებული უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ქრისტიანული სამყაროსა და ეკლესიის ბედის წინაშე. ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეპოქა იწყებოდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq