საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

განხილვა - კონსტიტუციური (შეზღუდული) ანუ საპარლამენტო მონარქია
გაიოზ მამალაძე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
უნდა აღინიშნოს, კონსტიტუციური სახალხო მონარქია თავისი წყობით თითქმის იგივეა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკა.

საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და მისი მეთაური (პრემიერ-მინისტრი, კანცლერი). სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სხვადასხვა ხელისუფლებებს შორის არბიტრი, და სხვა, გახლავთ პრეზიდენტი, რომელსაც (უფრო მეტად) პირდაპირი არჩევნების მეშვეობით ირჩევენ.

საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს აქვს ხალხის ნდობის მანდატი.

მაგრამ, თუ ჩვენ პრეზიდენტს შევცვლით მეფით, თანაც რეფერენდუმის გზით, მას ექნება როგორც ხალხის, ასევე ისტორიის, წინაპრების ნდობის მანდატიც (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).

საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყო მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ბაგრატოვანთა დინასტია ძალიან ავტორიტეტული გახლდათ თავისი მრავალსაუკუნოვანი მმართველობის მანძილზე.

საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც ვთქვით, არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების სიმბოლო, ერთგვარად ატრიბუტიც კი. ასევე, მეფე არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო. თუმცა მონარქის ინსტიტუტი უფრო მეტად ძველი და ტრადიციულია და ხაზს უსვამს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან არსებობას და დამოუკიდებლობას.

მეფის, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
და დამოუკიდებლობის სიმბოლოს არსებობა, სრულიად არ ზღუდავს რესპუბლიკურ პრინციპებს, ვინაიდან მისი უფლებები იქნება შეზღუდული. არჩევითი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მუშაობა იქნება მთლიანად დამოუკიდებელი, შესაბამისად რესპუბლიკური იდეალებისა. მეფეს არ ეყოლება პოლიტიკური გუნდი. ამგვარად, ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ ვერ მოხდება ხელისუფლების უზურპაცია. მეფე, სახელმწიფოს პირველი პირი ვერ შეძლებს მოქალაქეებზე პოლიტიკური გავლენის გავცელებას. ის არ დანიშნავს თანამდებობებზე ადამიანებს და სხვა (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით).
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq