საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბის მოკლე სამუშაო რეგლამენტი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

   

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითი, ჩვენი ისტორია და სარწმუნოება გვასწავლის, რომ ქართველი ხალხის ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სოციალური უფლებების დასაცავად სამეფო ტახტი ყველაზე ორგანულია.                                  

  საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო (მონარქისტული) კლუბი (შემოკლებით – სამეფო კლუბი ან მონარქისტული კლუბი), არის საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენისა და მისი სახალხო კონსტიტუციური მონარქიის სახით დადგენის მსურველთა ზეპარტიული, სათათბირო-სადისკუსიო კლუბი.

  კლუბის უმთავრესი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სახალხო კონსტიტუციურ-მონარქისტულ იდეებს. რათა შემდგომ, რეფერენდუმის საშუალებით ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციურ-მონარქისტული წყობა.

  კლუბი აღიარებს ეროვნული ერთობის აუცილებლობას. კლუბი არ იღწვის რომელიმე ფენის შთამომავალთა პრივილეგიების და წოდების აღდგენისათვის – საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა მოქალაქე თანასწორია. შესაბამისად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა.

  სამეფო კლუბში გაერთიანებულია სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ადამი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ანი. კლუბში მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალის რეკლამა ან კრიტიკა. კლუბი არ უპირისპირდება არცერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პირიქით, იგი ეცდება ყველა დაარწმუნოს კონსტიტუციურ-მონარქისტული წყობილების აუცილებლობაში და ამისთვის მიმართავს მხოლოდ კონსტიტუციურ მეთოდებს

  მონარქისტული კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, მათ შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, ვისაც სურთ საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენა. სამეფო კლუბის წევრობისათვის საჭიროა წერილობითი განცხადებით მიმართვა სამეფო კლუბის სპიკერის (თავმჯდომარის) სახელზე. კლუბიდან გასვლა თავისუფალია. კლუბის ყველა წევრი თანასწორია. სამეფო კლუბს მართავს  სპიკერი, მას კრებებზე ეხმარება რომელიმე წევრი, რომელსაც დანიშნავს სპიკერი,  შემოწირულობები გროვდება ხაზინადარის მიერ, ხოლო განკარგავს სპიკერი და კლუბის სხდომა. სხდომის თარიღს სპიკერი და მისი თანაშემწეები შეატყობინებენ ყველა წევრს (შეძლებისდაგვარად), გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით ან კრების გადაწყვეტილებით. კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების ხელახლა კენჭისყრაზე დაყენება შეიძლება მხოლოდ სამი თვის მერე. სხვადასხვა საკითხებისთვის იქმნება შესაბამისი კოლეგიები. სამეფო კლუბის სახელით გამოსვლა შეუძლია ყველა წევრს თუ ეს ეხება მონარქიის აღდგენის საკითხებს, სხვა შემთხვევაში სპიკერთან შეთანხმებით. კლუბის სახელით გა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მოსვლისას მიუღებელია პოლიტიკური აგრესიის გამომჟღავნება.

კლუბის წევრები დასახული მიზნის ხორცშესხმისათვის თავის საქმიანობას წარმართავენ ქრისტიანული მორალით, ურთიერთ თანადგომით, კოლეგიურობით, მიმტევებლობით, სოლიდარობით, მეგობრული ურთიერთობით, კანონითა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით. 

სამეფო კლუბს აქვს ლოცვა-კურთხევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებისგან. მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ისაგან.

 აუცილებლობის შემთხვევაში, რეგლამენტში შეტანილი იქნება შესწორებები სამეფო კლუბის სხდომის მიერ.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq