საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

მეფისათვის საჭიროა მსახურეული ელიტა (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ მამალაძე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

სხვას შეუძლია სხვაგვარი პროექტი შემოგვგვთავაზოს, საზოგადოება კი გადაწყვეტს, რომელს აირჩევს. გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები royalclubofgeorgia@gmail.com. აკადემიურ და გამართულ პროექტებს სიამოვნებით დავბეჭდავთ.

მეფისათვის საჭიროა მსახურეული ელიტა

პარლამენტარიზმის იდეა ხელწამოსაკრავი არ არის. მას შეუძლია ისეთი სამართლებრივი ბაზისი შეუქმნას სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად განახლებადი და ცოცხალი იქნება, წინ წაიყვანს ქვეყანას ყველა ასპექტში, თუმცა მეფის ინსტიტუტი გასაკონტროლებლად და დასარეგულირებლად სჭირდება მას.

ბურჟუაზია მატერიალურ და ფინანსურ საფუძველს უმყარებს ქვეყანას, და როცა ამას ემატება ინტელექტუალური ფენის სიძლიერე - ქვეყნის წინსვლას ვეღარაფერი დაუდგება წინ. თუმცა ზნეობა ეკლესიამ თუ არ გააკონტროლა, ქვეყნის "პროგრესი” უფსკრულში ჩაჩეხავს ნაციას. 

  ზემოთ ჩამოთვლილი ფენებისაგან იქმნებოდა ელიტა - ახალი არისტოკრატია ევროპაში მეთვრამეტე-მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში. ამიტომ ევროპის პროგრესი აშკარაა (თუმცა მორალური ფასეულობები გარკვეულწილად დათმეს, იმიტომ, რომ "ეკლესია" გამორიცხეს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მათი "ეკლესიაც" სხვანაირია). 

საქართველოში სახელმწიფოებრივი პროგრესი შეფერხდა იმიტომ, რომ პარლამენტარიზმის იდეის სიკეთე დროზე ვერ დავინახეთ (ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა), ვერც დავით აღმაშ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ენებლისეული მართველობა (ხელისუფლების დანაწილება საერო და სასულიერო ხელისუფალთა მხრიდან და საერო და სასულიერო ხელისუფლების სიმფონია) შევინარჩუნეთ, თამარის ჰუმანიზმი და დამოკრატია სამართლებრივ დისციპლინად ვერ გარდავქმენით, ქართული ორდენი - ფარული ელიტაც გავანადგურეთ 1177 წელს. ჩვენი მსახურეული (დამსახურებითი, "განმკარგავი") აზნაურობა მემკვიდრეულ არისტოკრატიად ვაქციეთ და ფუნქციაც გამოვაცალეთ...

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც არისტოკრატიზმის იდეის დამახინჯების, მისი გაკერპებისა და ამ შემთხვევაში არაპროგრესულად ქცევის ძალიან საგულისხმო მაგალითს წარმოადგენს:
 გარნისის ბრძოლაში ღალატის ჩამდენი ივანე მხარგრძელის ვაჟმა, ავაგმა, ათაბაგის წოდება, თანამდებობა, "სახელო" და სამფლობელო - ლორე, მემკვიდრეობით მიიღო.

ცნობილია, რომ გარნისში ივანე მხარგრძელმა გაწირა დიდი გმირები - შალვა და ივანე ახალციხელები, ჯარი არ მიაშველა მათ, რის გამოც ქართველთა არმია დამარცხდა და მერე დაეცა კიდეც ტფილისი, რასაც მოჰყვა ასი ათასი ტფილისელის მოკვდინება.

გარნისში ივანე მხარგრძელის ღალატის გამო 4000 მესხი მოიკლა, დაიღუპა ივანე ახალციხელი, ხოლო წმიდა შალვა ახალციხელი, შამქორის და ბასიანის გმირი, ტყვედ ჩაიგდო ჯალალედინმა და აწამა. საქართველოს იმპერია დაეცა.
გავიდა წლები, მონღოლ დამპყრობლებს წინააღმდეგობა არ გაუწია საქართველოს იმდროინდელმა ელიტ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ამ, არისტოკრატიამ, ავაგ ივანეს ძე მხარგრძელის ხელმძღვანელობით. 

ერთხელ ავაგი ურდოში დაიბარეს მონღოლებმა. მას თან ახლდა ივანე ახალციხელის ვაჟი, ეჯიბად. ახალციხელის ძემ თავი გაწირა ავაგისათვის და ყაენს წარუდგა როგორც ავაგ ათაბაგი. თუმცა ყაენმა იგი არ მოკლა. გავიდა დრო, ყაენმა გაარკვია ეს თავდადება და გაიგო, ვინ იყო ნამდვილი ავაგი. მან დააფასა ახალციხელის თავგანწირვა "პატრონისადმი". 

დიახ, უცნაური ისტორიაა. იმის მაგივრად, რომ დაემხოთ მოღალატე მხარგრძელების ოჯახი, ავაგს მემკვიდრეობით გადასცეს მამის ტიტული და ძალაუფლება. მეტიც, ავაგის მოღალატე მამის მიერ გაწირული ივანე ახალციხელის შვილმა, თავი გაწირა მამამისისა და სამშობლოს გამწირველის შვილისათვის.

რაინდული და გულუბრიყვილო საქციელია. ასეთი მახინჯი ფორმა მიიღო ამ შემთხვევაში მემკვიდრეულმა არისტოკრატიზმმა. საქმე ისაა, რომ მონოფიზიტი მხარგრძელები, რომლებმაც საქართველოს სამეფო კარზე სამსახურისას დიოფიზიტობა აღიარეს (ზაქარია სარგისის ძის გარდა), აქემენიდი შაჰის არტაქსერქსე "მხარგრძელის" შთამომავლებად ასაღებდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სომხური წყაროები აღნიშნავენ მათ ქურთულ წარმომავლობას. მხარგრძელების აქამენიდურ წარმოშობაში დარწმუნებული ყოფილა თამარის ისტორიკოსი და, აქედან გამომდინარე, სამეფო კარიც. როგორც ჩანს, ივანე ახალციხელის შვილმა თავი ამიტომ ავაგის ყმად ჩათვალა. შესაძლოა სახელმწიფოებრივი შე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
გნება, თანამდებობისადმი (უფროსისადმი) მორჩილებაც იყო ეს (თუმცა უფრო მართებულად პირველი ვარაუდი მიმაჩნია). 

 ამ დროს შალვა ახალციხელის ვაჟი - ფარადავლა გადახვეწილი იყო საქართველოდან და დაღუპული უცხოეთში. 
დავით აღმაშენებლის დროს, როცა აზნაურობა, ოფიცრობა, დაწინაურება ძირითადად მსახურეული, ანუ დამსახურებითი იყო და არა მემკვიდრეული, ასეთი რამ არ მოხდებოდა.

შალვა ახალციხელი (და მისი ძმაც) საქართველოს სიმბოლოა ("არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი") 

1195 წელს შამქორთან ბრძოლის დროს შალვა ახალციხელი პირველი შეიჭრა თურქთა მთავარსარდლის ბანაკში და ხალიფას დროშა ხელთ იგდო, მიართვა თამარ მეფეს და ფერხთ დაუგო. 1225 წელს გარნისთან შალვა ახალციხელი პირველი შეიჭრა ხვარაზმელთა ბანაკში და ქართველებზე გაბატონებულმა მხარგრძელმა და ქართულმა ელიტამ გაწირეს იგი... საქართველოსთან ერთად. ტყვედჩავარდნილმა შალვამ არ მიიღო დამპყრობლისაგან პატივი ქრისტიანობის დათმობის სანაცვლოდ, სამშობლოს საფრთხე შეატყობინა და ეწამა ქრისტესათვის.

შალვა ახალციხელის ბედი ძალზედ ჰგავს საქართველოსას. ალბათ იგია ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი მფარველი წმინდანი (ხსენება 30 ივნისს).

  ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველ დროში, ყოველი სახელმწიფოს და ყოველი მამულიშვილის მიზანი უნდა იყოს, იზრუნოს ძლიერი ელიტის არსებობისათ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვის. ეს იქნება ახალი არისტოკრატია, სულიერი და ინტელექტუალური, ასევე სისხლისმიერი, რამეთუ წინა წერილში მაგალითად მოვიყვანე მაცხოვრის სიტყვები, რომ თავად ქართველი ხალხი "ზეპურია" - არისტოკრატიულია. 

კარგად აღზრდილი ნებისმიერი ქართველი რომ გაგზავნო ნებისმიერ ქვეყანაში, იქაურ ერს კარგად გამოადგება გრაფადაც და ჰერცოგადაც.

ძველად, საქართველოში, ქვეყნის ძლიერების ჟამს, გამორჩეულ პიროვნებას ვარგს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, ის აზნაურული წრიდან იყო თუ გლეხთა ფენიდან (ვარგი უფრო ძველია, ვიდრე არისტოკრატია).

საქართველოში ყოველ გვარს, თავადური იქნება თუ გლეხური, ჰყავს თითო გმირი მაინც წინაპართაგან (იხილეთ ქართული ფოლკლორი). აღსანიშნავია ისიც, რომ თავადაზნაურული და გლეხური წარმოშობის თანამედროვე ადამიანები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გვიან შუა საუკუნეებში მწერლები და მეცნიერები მხოლოდ არისტოკრატიული წრიდან გამოსული ადამიანები იყვნენ, ასევე იყო მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცის პირველ ნახევარში (სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, და სხვები), ასე იმიტომ ხდებოდა, რომ იმ დროს სრულფასოვანი განათლების მიღება მხოლოდ თავადებს შეეძლოთ.

უფრო ადრეულ საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ბერების უმეტესობა, რომლებიც ბრწყი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნვალე ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ თუ შესანიშნავად თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურას, არ ვიცით, მაინდამაინც, აზნაურიშვილები იყვნენ თუ არა. მონასტერში ხშირად მცირეწლოვნობიდან მოღვაწეობდნენ წმიდა მამები, მათ შორის იქნებოდნენ სხვადასხვა ფენიდან გამოსულები.

წმიდა მამების თქმით, მხოლოდ საეკლესიო პირია ნამდვილი აზნაური _ თავისუფალი ("აზნაურობითა მით, ქრისტემ რომ გაააზნაურა"). 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან უბრალო აზნაურებმაც შეძლეს შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა და შედეგიც ბრწყინვალეა: დავით კლდიაშვილი, ლეო ქიაჩელი (შენგელაია), კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.

გავიხსენოთ სოლომონ დოდაშვილი. როგორც კი გაათავისუფლა ახლადდაპყრობილ საქართველოში რუსეთის მეფემ გლეხთა ერთი ნაწილი ყმობიდან და მისცა შანსი განათლებისა, შესაბამისად აღიზარდა ს. დოდაშვილიც, პირველივე თაობაში. ის არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელ თავადებს განათლებით და ინტელექტით. 

1864 წელს საქართველოში ბატონყმობის გაუქმების მერე (გლეხთა რეფორმა) გლეხების შვილებსაც მიეცათ განათლების მიღების საშუალება. მას შემდეგ დრომ დაამტკიცა, რომ ქართველთა ნებისმიერი ფენის თუ წარმომავლობის ადამიანები, კარგი განათლებისა და შესაბამისი პირობების შემთხვევაში, შეძლებენ გახდნენ ბრწყინვალე საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები თუ მწერლები, მათ შორის არაარისტოკრატიული გვარების შთამომავლებიც (ვაჟა ფშაველა, ნიკო მარი,
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, შალვა ნუცუბიძე, ილია ვეკუა, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ ბარამიძე, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, შალვა მაღლაკელიძე, წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვა მრავალი და მრავალი). ეს მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში. მომავალში უფრო გამოჩნდება ქართველთა ნიჭიერება.

ნურავინ იფიქრებს, თითქოს ძველი დროის თავდადებულ თავადებს და აზნაურებს ვინმე უკარგავს დამსახურებას. პირიქით, მათი საქმის დაფასება იქნება თუ მათი პირდაპირი შთამომავლები მათ მიბაძავენ გულწრფელ, უანგარო თავდადებაში და არ მოითხოვენ წინაპრების დამსახურების გამო იურიდიულ, კონსტიტუციაში ჩაწერილ ტიტულს და რაც მთავარია, პრივილეგიას. 

ერთ ჯგუფს აქვს საკმაოდ  წინადადება, რომ თავად-აზნაურების შთამომავლებმა უნდა იმსახურონ არმიაში ოფიცრებად, როგორც ძველ დროში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ (ვერ აღიდგენენ) არისტოკრატიულ ღირსებასო... ეს იმ კონკრეტული ჯგუფის მოსაზრებაა.

მარტო ტიტულის იურიდიული მოთხოვნაც არ შეიძლება, რადგან მემკვიდრეული ტიტულიც პრივილეგიაა და საზოგადოების ფენებად დაშლას უწყობს ხელს, ქართველების დაშლას. წინაპრების დამსახურება წინაპრების დამსახურებაა და არა მათი შთ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ამომავლებისა. ძველი გმირების სახელით სიამაყე ერთია და მათი დამსახურებისათვის ტიტულის ტარება მეორე.  საზოგადოება ამას გადაჩვეულია და ალბათ, ვერც შეძლებს მიუბრუნდეს... 

ამის მოთხოვნა კი, ჩემი აზრით, ჩააგდებს, დაამარცხებს მონარქიზმის იდეას, სამუდამოდ, რაც არ უნდა დავუშვათ.

არისტოკრატების შთამომავლებს, სრული უფლება აქვთ იამაყონ თავისი წინაპრებით (ისევე როგორც ყველას), დააწესონ ერთმანეთთან ურთიერთობაში თავიანთვის მისაღები ნორმები და ა. შ. მაგრამ, ამას იურიდიული ძალა ვერ მიეცემა.

გარდა ამისა, ასეთი ვითარება, ტიტულების აღდგენის მოთხოვნა დაძაბავს სიტუაციას საზოგადოებაში და ამოატივტივებს ისტორიის მივიწყებული ფსკერიდან ისეთ ამბებს, რომელთა გახსენებაც აღარ ღირს - ვისმა წინაპარმა მოკლა ასი მღვდელი, ვისმა წინაპარმა შეიპყრო, გაპარსა და გაყიდა თორმეტი მღვდელი, ვისი წინაპარი მიუძღოდა ეროვნული აჯანყების ჩასაქრობად წინ რუსებს და ა. შ.

თუ გვსურს საქართველოში აღდგეს მონარქია და მეფე იყოს ძლიერი, თანაბარი უნდა იყოს ყველა და ყველას უნდა შეეძლოს დამსახურებისამებრ მეფისგან ჯილდოს - წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით. ასეთი წოდება შეიძლება იყოს, ვთქვათ, "საქართველოს სამეფოს რაინდი" (ქალებისათვის "საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი"). ასევე, შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად, "დიდებული", "ვარგი", რათა "თავადის" ან "აზნაურის" წოდებებმა გაურკვევლობა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია, მათთან მიმართებაში.

ოღონდ, ვიმეორებ საპატიო წოდებები არ უნდა გადაეცემოდეს მემკვიდრეობით.

საქართველოში საპატიო წოდება უნდა ჰქონდეს მხოლოდ მეფის ოჯახს, პატრიარქს, მღვდელმთავრებს და არამემკვირეობით, მსახურეულ ელიტას. 

ვფიქრობ, რომ თავადების შთამომავალი, დიდი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, თავადების შთამომავალი აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, არა მათი წარმომავლობის გამო (რაც მათთვის საამაყოა, რა თქმა უნდა), არამედ თავისი მოღვაწეობისა და სახალხო მონარქიის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაიმსახურებენ საქართველოს მომავალი მონარქისაგან დიდებულის წოდებას. მათთან ერთად ამ წოდებას იმსახურებს თანამედროვე ქართველთაგან ერთ-ერთი პირველი მონარქისტი - ლერი სიხარულიძე, რომელიც არ არის თავადთა შთამომავალი, მაგრამ, როგორც რაინდი და დიდებული ემსახურება საქართველოს მომავალ სამეფოს. ასევე სხვები, სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ნურავინ იდარდებს, მომავალ ქართულ სამეფოს ელიტის მცირერიცხოვნობა არ ემუქრება, მადლობა ღმერთს, ეროვნული მოღვაწეები - დიდებულები, საქართველოს არ აკლდა, არ აკლია და მომავალშიც მრავლად ეყოლება.  

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq