საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ზვიად გამსახურდია კონსტიტუციური მონარქიის შესახებ
ზვიად გამსახურდია
წინამდებარე ორივე მასალა ძალიან საყურადღებოა, მათში კარგად ჩანს, რომ ზვიად გამსახურდია დადებითა უყურებდა კონსტიტუციური მონარქიის იდეას,

 საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, ეროვნული გმირი და სამშობლოსათის წამებული ზვიად გამსახურდია თვლიდა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო შექმნიდა გამართულ სახელმწიფოებრიობას, შესაძლებელი იქნებოდა გადასვლა კონსტიტუციურ მონარქისტულ წყობაზე. 

მას შემდეგ, რაც საქართველოში განხორციელდა ანტისახელმწიფოებრივი პუტჩი, ზვიად გამსახურდია კანონიერი ხელისუფლების აღდგენას მიიჩნევდა უმთავრეს ამოცანად და მერე კი კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების მიერ თვლიდა შესაძლებლად კონსტიტუციური მონარქისტული წყობის დამყარებას. 

წინამდებარე ორ მასალაში მკითხველი ნათლად დაინახავს ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულებას კონსტიტუციური სახალხო მონარქიისადმი, სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ მათ. მასალები დავალაგე ქრონოლოგიური ანამიმდევრობით.


 პირველი მასალა აღებულია ზვიად გამსახურდიას ინტერვიუდან ჟურნალ „ოგონიოკის“ კორესპონდენტ გევორქ მარტიროსიანთან, N9, თებერვალი, 1991 წ.).

 მეორე მასალა ("მიმართვა ტრადიციონალისტთა კავშირისადმი") გადმობეჭდილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტიდან (ტექნიკური მიზეზების გამო პირდაპირ გადასვლა შეუძლებელია, ამიტომ, საიტზე გადასასვლელად უნდა მონიშნოთ, დაამახსოვრებინოთ და ბრაუზერით გამოიძახოთ): http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.11&d=HASH01e66c1ef31e58ec713e9211  

ნაწყვეტი ზვიად გამსახურდიას ინტერვიუდან (ჟურნალი "აგანიოკი")
ჟურნალისტი:
- ბატონო ზვიად, შესაძლებელია თუ არა საქრთველოში მონარქიზმის აღორძინება?
ზვიად გამსახურდია:
- შესაძლებელია კონსტიტუციური მონარქიზმი და არა აბსოლუტური მონარქია. კონსტიტუციური მონარქიის დროს მოქმედებს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ა.შ. 
(ინტერვიუ ჟურნალ „ოგონიოკის“ კორესპონდენტ გევორქ მარტიროსიანთან, N9, თებერვალი, 1991 წ.)


ზვიად გამსახურდია

მიმართვა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი
გამსახურდია ზვიად, (დევნილობაში)გაზ. „აღდგომა“|№101992მიმართვა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი // აღდგომა. - 1992. - 10 ივლისი. - №10. - 1გვ. 

1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც იმთავითვე დაუპირისპირდა მოსკოვის სუკ-ის მიერ შექმნილ ცრუ მონარქისტულ მოძრაობას საქართველოში. ამ კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი აღიარებდა, რომ მოსკოვმა ეს ცრუ მოძრაობა შექმნა საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებთან დასაპირისპირებლად. ტრადიციონალისტები შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“ და ამ გზით არჩეულ კანონიერ ხელისუფლებაში, მათი პროგრამა და დეკლარაციები ყოველნაირად გამორიცხავდნენ კოლაბორაციონიზმს იმპერიულ ძალებთან, ისინი ემიჯნებოდნენ მოღალატე ცრუ პარტიებს, მხარს უჭერდნენ კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტს. ამან განაპირობა ჩემის მხრივ მხარდაჭერა თქვენი მოძრაობისა, აგრეთვე აკაკი ასათიანის კანდიდატურისა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ამასთან 1991 წელს ტრადიციონალისტთა კავშირის ყრილობაზე მე ამირჩიეს ამ კავშირის საპატიო წევრად.

მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა იმპერიის მიერ ინსპირირებული პუტჩის დღეებში, ბ-ნი აკაკი ასათიანი მერყეობდა, ყოველნაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პუტჩისტი დეპუტატების დაგმობისათვის და ბოლოს საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით. შემდეგ იგი უეცრად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც ხალხს მოუწოდებდა არ წასულიყვნენ კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად და არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლაში. ასეთივე აგიტაციას ეწეოდა იგი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამჟამად ცნობილია, რომ მას პუტჩისტებთან იდეური ნათესაობა აკავშირებდა. ხოლო უკანასკნელ ხანებში გამოიკვეთა მისი ალიანსი შევარდნაძის ნეოკომუნისტურ მაფიოზურ ხუნტასთნ. ა. ასათიანი, ზ. ბოკუჩავა და სხვები დღეს ხუნტის ცრუ არჩევნების პროპაგანდას ეწევიან, თანაც ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აცხადებენ, რომ ისინი ვითომდაც მხარს უჭერენ კანონიერ პრეზიდენტს. ა. ასათიანმა, რომელმაც თავისი თავი გადამდგარად გამოაცხადა, ხოლო კანონიერი პარლამენტი დაშლილად, დღეს ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მაფიოზურ ხუნტას ცრუ პარლამენტის შეკოწიწებაში არალეგიტიმური არჩევნების გზით, თუმცა კარგად უწყის, რომ ნამდვილი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ კანონიერი პარლამენტის პრეროგატივაა.

ეს ყოველივე არის აგრეთვე ღალატი ჭეშმარიტი მონარქისტული იდეისა, როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხალხის ნებისა და კონსტიტუციის გადაწყვეტილებით. უზურპატორებს, პუტჩისტებს, ხალხის ნების აბუჩად ამგდებთ კი არა აქვთ უფლება თავის თავს უწოდონ მონარქისტები ან ტრადიციონალისტები. დღეს სავსებით ნათელია, რომ ა. ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირი გახდა კოლაბორაციონისტული ორგანიზაცია, რომელიც უპირისპირდება კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო ვაუქმებ ჩემს საპატიო წევრობას თქვენს კავშირში და მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ეროვნული მოძრაობისა და ჭეშმარიტი კონსტიტუციური მონარქიზმის იდეალები, დასტოვოთ ცრუ ტრადიციონალისტთა რიგები და პროტესტი გამოუცხადოთ ანტიტრადიციონალისტ პუტჩისტებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან ალიანსში მყოფ თქვენს ლიდერს, როგორც მოღალატეს ეროვნული მოძრაობისა და კანონიერი ხელისუფლებისა.

დაგმეთ შეთქმულება საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და ლეგიტიმური სახელმწიფო ტახტის წინააღმდეგ. შემოუერთდით ჩვენს რიგებს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტიზვიად გამსახურდია1992 წ. 21 ივნისი










მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq