საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

"მეფე-მღვდელი" (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
                                                                 "ბაგრატიონებს ჯერ თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამთ”.                                                                           სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 

  პირველი, რითიც უნდა იქნას საქართველოს მომავალი მეფეთა-მეფის აღზრდა დაწყებული, ჩემი აზრით, ეს არის ძის შეწირვა უფლისადმი, მომავალი მეფის მშობლების მიერ. ქართული ტახტის პრეტენდენტებმა საკუთარი ახლადშეძენილი ძეები უნდა შესწირონ უფალს საქართველოს მეფობის, სამშობლოს მსახურის კანდიდატად (მერე თვითონ უფლისწულებმა უნდა დაიმსახურონ (ამაზე სხვა დროს)., ან თვითონ უნდა მიუძღვნას უფლისწულმა თავი სამშობლოს და ღმერთს.

  რატომ შეწირვა? ასეთი პრაქტიკა ცნობილია საქართველოს ისტორიაში. მაგალითად: გიორგი მთაწმინდელი დაბადებამდე შეწირული იყო ღვთისადმი. მისმა დედამ გამოცხადება იხილა, რომ ეყოლებოდა ძე, უნდა ეწოდებინა მისთვის გიორგი და შეეწირა ღვთისათვის. გიორგი მთაწმიდელმა უდიდესი სა
მსახური გაუწია უფალს, მამულს და მეფეს. 

  გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის შესახებ წერს: "საშოითგანვე დედისაით შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თვისისა, ვითარცა სამოელ წინაისწარმეტყველი".
 
  დაახლოებით ამგვარად შეწირულები იყვნენ სამეფოდ აღზრდილი ჩვენი დიდი მეფეები. შეწირული არის ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი, პიროვნული სურვილები თითქმის აღარ გააჩნია. იგი ბავშვობიდანვე შეეჩვია მათ უარყოფას, მათ დათგრუნვას და საკუთარი სიცოცხლე მიძღვნილი აქვს უფლისადმი, სამშობლოსადმი, საქმისადმი, რომლის მეშვეობითაც ემსახურება ღმერთს. 

   ძე იმიტომ უნდა შესწიროს ლეგიტიმური ოჯახის უფროსმა, რომ დღეს საქართველოში და უცხოეთშიც არ ცხოვრობს ისეთი ბაგრატიონი, რომელიც სამეფოდ არის აღზრდილი, სამეფოდ აღზრდა კი მცირეწლოვნობიდან იწყება. 

  საქართველოს მომავალი მეფე ბავშვობიდან უნდა ცხოვრობდეს ეკლესიურად. იგი სიყრმიდანვე უნდა იცნობდეს მართლმადიდებლობის დოგმებს, კარგად უნდა ერკვეოდეს ღვთისმეტყველებაში, იცავდეს სჯულის კანონის წესებს.   საქართველოს მომავალი იმპერატორი, მეფეთ-მეფე უნდა იყოს მართლმადიდებლურად       ცხოვრების მაგალითი.

  ასეთი აღზრდა მას შეუძლია მიიღოს ქართული ეკლესიის წიაღში, საპატრიარქოში, პატრიარქის მეთვალყურეობით. იგი ისე უნდა აღიზარდოს, როგორც გიორგი ჭყონდიდელი ზრდიდა წ
მიდა მეფე დავით აღმაშენებელს, რომელსაც ევროპელებმა, მისი თავდადებული და მტკიცე ქრისტიანული ცხოვრების გამო უწოდეს მეფე-მღვდელმთავარი.

  მომავალი მეფისთვის აუცილებელია ბრწყინვალედ ცოდნა ქართული ენისა. იგი უნდა იყოს ტკბილქართულად მოუბარი. ქართველი პედაგოგები, ალბათ, ამაგს არ დაიშურებენ ამისთვის. ქართული ენისა და ლიტერატურის ჯეროვანი შესწავლა პატარა ბაგრატიონს შეაძლებინებს ამას.

  ტახტის მემკვიდრემ, მომავალმა მეფემ შესანიშნავად უნდა ისწავლოს საქართველოს ისტორია. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ისტორიკოსები, რომლებიც ამ საქმეს იტვირთებენ. 

   უფლისწული, ალბათ, უნდა სწავლობდეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ეს ფაკულტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტთან ერთად არის ერთ-ერთი ბურჯთაგანი ჩვენი ეროვნებისა (ახლა, მგონი ჰუმანიტარული ფაკულტეტი დაარქვეს). ქვეყნის მმართველმა ბრწყინვალედ უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია. 

    გარდა ამისა, მეფე უნდა აღიზარდოს მეომრად. ახლა ძველი დრო არ არის, როცა საქართველოს მეფეებს უწევდათ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება და ზოგიერთი მათგანი დაიღუპა კიდეც მტრებთან შეტაკებისას. მაგრამ მამაკაცისათვის, ქართველისათვის აუცილებელია სამხედრო საქმის ცოდნა. სამხედრო ხელოვნების დაუფლება იწყება ბავშვობიდან, ქართული საბრძოლო ტექნიკის ("ხრიდოლის"), ქართული ჭიდაობის და ა. შ. შესწა
ვლით. 

     საქართველოს მომავალი მეფე უნდა ერკვეოდეს იურისპრუდენციაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ფსიქოლოგიაში და ა. შ. იაპონიაში იმპერატორზე ამბობენ, რომ მას ყველაზე მძიმე სამუშაო აქვსო, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება მოვალეობათა შესრულებაა. ასე იყო ძველად საქართველოშიც. 

     საქართველო შეძლებს პატრიარქის ხელმძღვანელობით მეფის აღმზრდელთა შესანიშნავი კოლექტივი შექმნას.
  მიუხედავად  იმისა, რომ საქართველოს მომავალი სამეფო იქნება კონსტიტუციური მონარქიის და არა აბსოლუტური მონარქიის სახელმწიფო: "ვითარ ვინ აღრაცხნესა, რაოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი?"...

   კაუდილიომ, ფრანცისკო ფრანკომ (ამ შემთხვევაში ის ცუდი მაგალითი არ არის) ალფონსო მეცამეტის ძეს - რომელსაც ეკუთვნოდა ტახტი, ვინაიდან მისი უფროსი ძმა ავად იყო _ შესთავაზა, რომ გაზრდიდა მის ვაჟს, ხუან კარლოსს სამეფოდ და აიყვანდა ტახტზე. უფლისწულს ეყო შეგნება და დათანხმდა საკუთარი ძის სასარგებლოდ. ფრანკოსა და ესპანელი კლერიკალების მეთვალყურეობით აღიზარდა დღევანდელი მონარქი, რომელიც ძალიან უყვართ ესპანელებს. ხუან კარლოსი და მისი ვაჟი ფილიპე სამხედროები არიან და სწავლობდნენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბრძოლის თანამედროვე მიღწევებს.     როდესაც ვლაპარაკობთ მომავალი მეფის ეკლესიაში აღზრდაზე, გვახსენდება ერთ-
ერთი ევროპული სამეფოს ტახტის მემკიდრე, რომელიც აღზრდილია არა ეკლესიურად, არამედ ფუფუნებით და დინასტიას ხშირად ჩრდილს აყენებს. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენთვის, ქართველებისათვის პიროვნების თვისებებს აქვს. თვისებებს კი წვრთნა უნდა სიყრმიდან და ყოველდღიური კონტროლი.

    უძველესი ლეგენდის მიხედვით, აღმოსავლეთში ცხოვრობს მეფე, რომელიც იმავდროს არის მღვდელიც, მღვდელმთავარი. მას ჰქვია კინგ (მეფე) იოანე პროტო-პრესვიტერი (მღვდელმთავარი). ქრისტიანებისათვის ყველაზე უმძიმეს დროს ეს მღვდელ-მეფე დაიძრება თავისი უძლეველი, თუმცა მცირერიცხოვანი არმიით და თავისუფლებასა და ბედნიერებას მოუტანს ქრისტიანებს.

  იდეა ერთ პიროვნებაში მღვდლისა და მეფის შერწყმისა, მიმანიშნებელია იმისა, რომ ქრისტიანებს სურთ მათი მეფე იყოს მღვდელი, მოძღვარი, სამაგალითოდ ქრისტეანი და მათი მღვდელი იყოს ხელმწიფე.  ერთ პიროვნებაში გაერთიანებულ მეფე-მღვდელს მარად ელოდნენ ქრისტეანები. დასავლეთში ერთხელ წარმოიდგინეს, რომ დავით აღმაშენებელი იყო იოანე პროტო-პრესვიტერი. რაც მართლაც ასეა. დავით მეფემ გადაარჩინა ჯვაროსნები და იერუსალიმი ალეპოს სულთნის ილ-ღაზისა და მთელი სამაჰმადიანოს შემოტევისაგან (1119 წელს ილ-ღაზმა დაამარცხა ჯვაროსნები). დავით აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორში "ძლევაი საკვირველით” მახვილი ჩასცა გულში ურჯულოებს, რომელთაც საქართველოს, მერე კი იერუსალიმის განადგურება სურდ
ათ.

   დავით აღმაშენებელი მართლაც იყო მეფე-მღვდელი, იმიტომაც, რომ ქვეყანას მართავდა ოთხ ბერთან ერთად (კათალიკოს-პატრიარქი, აფხაზეთის კათალიკოსი,  მოძღვართ-მოძღვარი არსენ იყალთოელი და გიორგი ჭყონდიდელი). დავით IV-ემ სახელმწიფო დაუქვემდებარა ეკლესიას (უფრო სწორად სარწმუნოებას), გახადა რა თავის აღმზრდელი, ჭყონდიდის ეპისკოპოსი უმთავრეს ვეზირად - მწიგნობართუხუცესად.
 
  `მღვდლად~ (ეკლესიის წიაღში, ჭყონდიდელთან და კათოლიკოსთან) და მეფედ გაზრდილი დავით აღმაშენებელი ჩვენი სიამაყე და მაგალითია. ჩვენ უკვე ვიცით, კვლავ მღვდელ-მეფე გვჭირდება.

    საქართველოს მომავალი მეფე უნდა იყოს "მღვდელი" ("ღუდვა", გრ. რობაქიძის თქმით, წვას ნიშნავს, მრევლისათვის სანთლისებრ წვას), უნდა იყოს მოძღვარი (მაგალითი და მასწავლებელი) და უნდა იყოს ხელმწიფე - დამცველი, მფარეველი და იმედი საქრისტიანოსი. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მისი მღვდლად კურთხევის აუცილებლობა.

    ქართველი მეფის ჩაცმულობა მღვდლის, მღვდელმთავრის სამოსს ჰგავს. მეფეს შეეძლო საკურთხეველში შესვლა. მართლმადიდებლური წარმოდგენით მეფე არის ეკლესიის `გარე ეპისკოპოსი~. იგი არის ერთდროულად სასულიერო და საერო პირი... ამგვარი მეფე სჭირდება საქართველოს.

   აპოკალიფსის კირილე ლავრიოტისისეული ეგზეგეზას (განმარტების) მიხედვით საქართველოს ეყოლება ბაგრატიონი იმპერატორი: "გლახ
აკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც პატრიარქთან ერთად დაამყარებს `წმიდათა ათასწლოვან მეფობას", საქართველოს მართლმადიდებლურ იმპერიას - ახალ იერუსალიმს შექმნის ყოველი ქრისტიანისა და სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq