|
შეკითხვა მკითხველს - თქვენი აზრით, რას მიანიშნებს ეს ფოტო? (გთხოვთ გახსნათ და კომენტარი დაწეროთ) georoyal.ge
სამეფო კლუბი მკითხველს სთხოვს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენისადმი.
ეს სურათი რამდენიმე ხანია გამოქვეყნდა ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. ჩვენ გვაინტერესებს ქართული საზოგადოების დამოკიდებულება. საქართველოში ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ გამოაქვეყნა ფეისბუქში კომენტარით: "პრინცი ჰარი მუხლებზე დაეშვა, რათა თვალი გაესწორებინა და ასე, ერთ სიმაღლეზე ესაუბრა ქვედა კიდურების გარეშე დარჩენილ ახალგაზრდასთან".
პრინცი ჰარი რომ ნამდვილი ბატონიშვილია, - განათლებული, კეთილშობილი, ზრდილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, სამხედრო საქმის მცოდნე, - ყველამ იცის. აი ასეთი უნდა იყოს ყველა, ვისაც პრინცობაზე აქვს პრეტენზია. მეტიც, ასეთი უნდა იყოს ყველა ადამიანი.
" როგორი უშუალო და თავმდაბალი ადამიანია!","ის მუხლებზე კი არ ეშვება, ბუნებრივად ცდილობს საუბარი წარმართოს და და მეორე ბიჭსაც არა აქვს რაიმე სახის კომპლექსი. ესაა ორმხრივი მეფური საქციელი", "იმიტომაც იყო არის და იქნება უძლიერესი სახელმწიფო",
ასეთია ძირითადად კომენტარები ამ ფოტოს დანახვაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სწორია, თუმცა, იქნებ კიდევ რამეს ხედავს ჩვენი მკითხველი? სიმბოლურს, საკრალურს ან სხვა რამეს?
|
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|