საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩი - რად ერთვის ლოცვებს ცხოველსმყოფელი ჯვრისადმი ლოცვებიც მეფეებისათვის?


ჯვარი უფლისა, როგორც ჩვენი ცხოვრების საჭურველი, ქრისტიანეთაგან თაყვანის-იცემოდა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. მაგრამ ქრისტიანთა დევნილობის ჟამს მისდამი თაყვანისცემა მხოლოდ ფარული შეიძლებოდა ყოფილიყო. ,,ქრისტე ჯვარცმული’’ საცთური იყო იუდეველთათვის, წარმართებისათვის - სიცოფე. ამადაც, ქრისტიანები ღიად არ გამოხატავდნენ თავიანთ თაყვანისცემას ჯვრისადმი, რათა მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებანი არ გამოეწვიათ. ისინი მალავდნენ ჯვრის გამოსახულებას, ან იმდაგვარად გამოსახავდნენ მას, რომ წარმართები ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ გარკვეულ სურათზე შეფარვით ჯვარი იყო აღბეჭდილი.

312 წელს, მეფე კონსტანტინე დიდმა, რომის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს, ცაზე ჯვრის ხატება იხილა წარწერით ,,ნიკა’’, ანუ ,,სძლიე’’. კონსტანტინემ ჯვარის სახე მისცა სალაშქრო ალამს, შევიდა ბრძოლად, დაამარცხა მტერი და აიღო რომი. ამ გამარჯვების სამახსოვროდ მეფე კონსტანტინემ ბრძანება გასცა რომში დაედგათ მისი ქანდაკება ხელში ჯვრითა და წარწერით: ,,ამ ხსნის ნიშით მე გავათავისუფლე რომი ტირანისაგან’’. ხსენებული მოვლენის შემდეგ, მალე მილანის ედიქტით ქრისტიანული აღმსარებლობა დაშვებულად იქნა გამოცხადებული; თავად მეფე კონსტანტინე უჩვენებდა ჯვრის თაყვანისცემის მაგალითს - საკუთარ თავს ჯვრით გამოასახვინებდა მონეტებზედაც კი.

მეფე კონსტანტინემ შემდგომ ლაშქრობებში კიდევ ორგზის იხილა ცაზე ჯვარი, რამაც უფრო მეტად განამტკიცა იგი წმიდა ჯვრისადმი თაყვანისცემაში.

მისი ნება-სურვილით, დედამისი, წმიდა ელენე დედოფალი, გაემგზავრა იერუსალიმს, სადაც შეიქნა წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის მოპოვების ღირსი. მან კონსტანტინოპოლში ჩამოიტანა ნაწილი ჯვრისა და ბიზანტიელ მეფეებს, ომში მიმავალთ, თან დაჰქონდათ იგი - ჯვრის მეოხებით სასოებდნენ უფლისაგან შეწევნას. აი, რად ხდებოდა, რომ წმიდა ჯვრის განმადიდებელ, გასაოცარ საგალობლებში ჯვარს განადიდებდნენ იმ დახმარებისთვისაც, რასაც მისი მეშვეობით იღებდნენ მართლმადიდებელი მეფეები. ამასთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს რა წმ. მოციქულ პავლეს დარიგებას, ლოცულობს მეფეებისათვის, თვით წარმართებისთვისაც კი, რამდენადაც ისინი არიან დამცველნი წესრიგისა და არა მდევნელნი სარწმუნოებისა; იგი ყოველთვის აღუვლენდა უფალს ლოცვას, რათა ჯვრის მეოხება შესწეოდა მის მსასოებელ  მეფეებს.

წმიდა ჯვრის მსახურებანი ოთხშაბათობითა და პარასკეობით, ანუ იმ დღეებში, როდესაც ქრისტეს ვნებათა გახსენება ხდება, აგრეთვე ცხოველსმყოფელი ჯვრის სხვა სადღესასწაულო დღეებში, აღსავსეა ასეთი ლოცვებით. მათში ნათქვამია: ,,ჯვარო სიმტკიცეო მეფეთაო’’, ,,შენ მიერ იქადის მეფე ჩვენი და შეწევნითა შენითა შემუსრავს ისმაიტელთა’’, ,,ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა კეთილ-მორწმუნესა ხელმწიფესა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ’’, ცხოველს-მყოფელისა ჯვარისა უძლეველმან ძელმან ცათა შინა უჩუენა ღვთისმსახურსა მეფესა ძლევაჲ მტერთა’’...

ასეთი და მსგავსი გამოთქმებით არის მდიდარი ჯვრის მსახურებანი.

საგულისხმოა, რომ მრავალნი ამ საგალობელთაგან შექმნილია წმიდა მამათა მიერ, რომელნიც თავად დიდ შევიწროებას განიცდიდნენ ხატმებრძოლ მეფეთაგან; ისინი არ წყვეტდნენ ლოცვას ამ მეფეთათვის, რადგან მტკიცედ სწამდათ, რომ ბოროტ მეფეთა შემდგომ გამოჩნდებოდნენ კეთილმსახური მეფენიც.

ეს ლოცვები არ შეუცვლიათ მართლმადიდებელ ბერძნებსა და სამხრეთის სლავებს, თურქ და სხვა უცხოტომელ ხელისუფალთაგან მპყრობელობის პირობებშიც, თუნდაც რომ სხვა რჯულისანი ყოფილიყვნენ ისინი.

მაშ, რა აზრი აქვს მეფეებისათვის ლოცვას წმიდა ჯვრისადმი აღვლენილ ლოცვებში იმ დროს, როცა რომელიმე მართლმადიდებელ ხალხს არა ჰყავს თავისი მეფე?

ჯერ ერთი, მართლმადიდებელმა ერებმა უნდა ილოცონ არა მარტო თავისი ხელმწიფეებისათვის, არამედ, როგორც ერთი სხეულის - ეკლესიის ნაწილებმა - სხვა მართლმადიდებელი მეფეებისთვისაც. თურქებისაგან დამონებული ბერძნები, სერბები, ბულგარელები და რუმინელები ლოცულობდნენ იმ დროისათვის ერთადერთი მართლმადიდებელი რუსი მეფისათვის. რუსების ვალიც გახლავთ ილოცონ არა მარტო თავისი, არამედ მათი ხელმწიფეებისთვისაც, მით უფრო, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრები დევნილები მათი მფარველობით სარგებლობენ.

მეორეც - მეფეებისათვის აღვლენილ ლოცვებში ჩვენ მოვიხსენიებთ არა მარტო ამჟამინდელ, არამედ მომავლის მართლმადიდებელ მეფეებსაც, რადგან წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: მართლმადიდებელი ხელმწიფენი ძალაუფლების მპყრობელნი იქნებიან ანტიქრისტეს გამოჩენამდე ბოროტების გავრცელების შემაფერხებლად. აი, რატომ არ წყვეტს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვას: ,,ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა კეთილ-მორწმუნესა ხელმწიფესა ჩვენსა მოანიჭე’’...

ეს სიტყვები მოხმობილია ლოცვიდან ცხოველსმყოფელი ჯვრისადმი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად იკითხება, რადგანაც წარმოადგენს ტროპარს, ანუ ერთგვარ ჰიმნს წმიდა ჯვრის დღეებისათვის.

ამ ლოცვის პირველი სიტყვები შეადგენენ დავითის 27-ე ფსალმუნის მე-9 მუხლს, ხოლო მათი მომდევნოები აღებულია 143-ე ფსალმუნიდან, რომელიც დავითის მიერ გოლიათთან ბრძოლის აღსანიშნავად არის დაწერილი. იგი თავიდან შედგენილი იყო როგორც I ხმის პარაკლიტონის საკითხავი, რომელიც იგალობებოდა ოთხშაბათს და პარასკევს, ფსალმუნის კანონთა შორის შუალედებში. შემდეგ მას იყენებდნენ, აგრეთვე, როგორც ტროპარს იმ დღეებისათვის - ჯვართამაღლების დღესასწაულისა და წმიდა ჯვრისადმი  მიძღვნილი სხვა დღეებისადმი. ის იკითხება ასევე ყოველთვიური ცისკრის დასაწყისში, იგალობება მცირე წყალკურთხევისა და ბევრ სხვა შემთხვევებში.

რუსეთსა და ზოგიერთ სხვა სლავურ ქვეყნებში ამ ლოცვაში ურთავდნენ იმჟამინდელი ხელმწიფის სახელსაც, მაგრამ მისი ძირითადი შინაარსი ყოველთვის რჩებოდა უცვლელი და ერთგული იმ ტექსტისა, რომელიც დაიწერა წმიდა მამათა მიერ:

,,აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა კეთილ-მორწმუნესა ხელმწიფესა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: ,,უფალო, დიდება შენდა!’’

 

დავით დიდებულიძის თარგმანი

იოანე მაქსიმოვიჩის

საღვთისმეტყველო შრომათა კრებულიდან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq