საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

როდის აგონდებათ ქართველებს მეფე და ზვიადი
გიორგი ერიშვილი

 რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს რიგმა თანამშრომლებმა წამოაყენეს თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების წინადადება. წინადადებას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.  თუკი არ დავიზარებთ და ფსიქოლოგიურ წიაღსვლას გავაკეთებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მერიის  თანამშრომელთა მოწადინება  გვამცნობდა - როდესაც  ადამიანებს საკუთარი თავის რეაბილიტაცია სურთ, უმალ უმწიკვლო სახელს ამოეფარებიან ხოლმე. ასეთი  უმწიკვლო სახელი კი პოსტსაბჭოურ საქართველოში ერთადერთ კაცს - ზვიად გამსახურდიას დარჩა. თანაც  ისეთი სახელი, როგორსაც დღემდე ნატრულობს ”ჩუმის ნატვრითა ქართველი”, რისი დასტურიც გახლდათ ბრიტანული პროექტი გამოჩენილ თანამემამულეთა შესახებ, სადაც მადლიერმა ერმა თავის ღირსეულ შვილს ფარული გამოკითხვით დავითისა და ილიას გვერდით მიუჩინა ადგილი.

 მაგრამ ეს იყო ფარული გამოკითხვა და მერიის თანამშრომლებმა ვერ გათვალეს, რომ დროში  მოუვიდათ ცდომილება  - ილია ჭავჭავაძის  მკვლელობის შემდეგ 30 წელი დასჭირდა ქართველობას, მასზე ხმის ამოღების უფლება რომ  მიეღო და ამისთვის  სტალინის საგანგებო ვერდიქტი გახდა საჭირო.  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ  ჯერ 30 წელი არ გასულა.  ძლიერთა ამა ქვეყნისათა კი არა ჰყავთ თავისი სტალინი კრემლში ან თეთრ სახლში,  რომ  ნება მისცეს მათ აღადგინონ გამსახურდია თავის უფლებამოსილებაში.

ასე რომ ჯერჯერობით  პირველ პრეზიდენტს ვერა, მაგრამ უფრო ადვილად გაჭირვებისას დღეს ქართველები სამეფო ინსტიტუტს გაიხსენებენ ხოლმე: პოლიტიკური კრიზი დაიწყება თუ არა, ნამდვილსაცა და ეგრეთ წოდებულ ფსევდოპოლიტიკოსებსაც მაშინვე აგონდებათ, რომ საქართველომ სამეფო ხელისუფლების პირობებში დაკარგა დამოუკიდებლობა. მერე კიდევ, საკმარისია პატრიარქმა ერთი  ხელი დაიქნიოს და დიდიან-პატარიანად, თვით ყველაზე მემარცხენე პოლიტიკური პარტიები ირაზმებიან  სამეფო იდეის ირგვლივ. გაიხსენეთ 2008 წლის ომისშემდგომი კრიზისი -  დარჩა განა საქართველოში პარტია, რომელსაც არ ესურვებინოს სამეფო დროშის ჩრდილქვეშ თავის შეფარება?

მერედა რა ამბავი იყო ბაგრატიონების ორი შტოს დანათესავების დღეებში - საიდან აღარ მოდიოდნენ პაპარაცები პატრიარქის ნაკურთხი ქორწინების აღსაბეჭდად!

სექტემბერში უკვე ორი წლის გახდება ჩვენი უფლისწული. სად არის ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ის კოჰორტა, ლანდივით რომ დაბორიალობდნენ მისი მშობლების ჯვრისწერისას? რატომ არ უღებენ ბავშვს სურათებს და რატომ არ მოჰფენენ მთელ მსოფლიოში?!

დიდ ბრიტანეთში უფლისწულის დაბადებას მთელი ქვეყანა ელოდებოდა თვეების მანძილზე - მთელი მსოფლიოდან უძღვნიდნენ საჩუქრებსა და მილოცვის წერილებს. ჩვენში რომელიმე ჟურნალისტმა გაიმეტა ორიოდე სიტყვა პატარა უფლისწულის მისამართით?

რაღას არ მოიდებენ საბაბად - ხან ახლო წინაპართა უმოქმედობას სახელმწიფოებრივ არენაზე, ხან მათ გაურკვეველ პოლიტიკურ ორიენტირებს, ან ქვეყნის მოუმზადებლობას მონარქისტული წესრიგისათვის. მაგრამ ყველას ერთად ავიწყდება, რომ ყოფილან მეფეები, ომის წილ ნადირობაზე გადაგებულნი, რომელთა შვილებსაც გადაურჩენიათ საქართველო.

ეს იმიტომ ხდება, რომ უკვდავია ბაგრატიონთა გენი! იგი უძველესია ყველა ევროპულ მონარქთა გენებს შორის და 1300 წლოვან იესიან-ბაგრატიონებს აერთიანებს, რომლებიც წმიდა მარიამის ნათესავნი არიან და ჩვენმა მეოხმა დედა ღვთისმშობელმა  ჩამოგვიყვანა ქართველებს მეექვსე საუკუნეში.

სამეფო ხელისუფლების ვერმცნობელებს ვერც ის გაუთავისებიათ, რომ სწორედ სამეფო ხელისუფლების აღდგენა არის ერთადერთი გზა რუსეთთან ყოველგვარი სუბორდინაციული კავშირის გაწყვეტისა. სამეფო ხელისუფლების აღდგენით  გაწყდება საბოლოოდ რუსეთთან  იძულებითი კავშირი, რასაც არა და არ თმობს სახეშეცვლილი იმპერია და საქართველო აღდგება ტერიტორიულად იმ ფარგლებში, რომელიც ჰქონდა მას რუსეთისაგან ანექსიამდე!

ამას გარდა, მთელი სამყაროს წინაშე სწორედ სამეფო წარმოადგენს ქართველებს  ისტორიულ-კულტურული თავისთავადობით და არა საბჭოთა წიაღიდან სეპარატისტულად  გამოღწევით, როგორადაც მივაჩნივართ მსოფლიოში ჩვენი  ერთმორწმუნეობისა და სტალინური სულისკვეთების გამო და ტომით სლავები და  რუსული ენის დიალექტზე მოლაპარაკე ხალხი ვგონივართ დღემდე! სწორედ ქართული სამეფო იქნება ქართული ენის, ქართული დამწერლობის და ქართული მენტალობის დესპანი მთელ დედამიწაზე!

ზემოთ ზვიად გამსახურდია ვახსენეთ და  ზვიად გამსახურდია იყო ის კაცი, ვინც  ბალავარს უდებდა ქვეყანაში სამეფო ხელისუფლების აღდგენას - ამაზე მეტყველებს მის მიერ ორსაუკუნოვანი მონობიდან გამოხსნილ ქვეყანაში პროსპექტებისა და ქუჩებისათვის დავითისა და თამარის სახელების მიკუთვნება, რადიოკავშირის ახალი სისტემით  პირველი  სატელეფონო კავშირის მაინცდამაინც ქართველ უფლისწულთან, აწ გარდაცვლილ გიორგი ბატონიშვილთან კავშირის დამყარება ესპანეთში, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იმდროინდელი  მონარქისტის დანიშვნა...

ბრალია, დღეს რომ არ გვყავს ჩვენი პრეზიდენტი. როგორც თავის დროზე პირველი სატელიტური სატელეფონო კავშირით დაელაპარაკა პატარა უფლისწულის პაპას, ახლა იმავე აღტაცებით  თავისთან ჩამოაყვანინებდა მის შვილიშვილს, ორივე ხელით შემართავდა მაღლა და ჩვეული მანერით შესძახებდა: ”გაუმარჯოს პატარა გიორგი მეთოთხმეტეს!” და ბედნიერი ქართველობაც პასუხად ერთხმად დაიგუგუნებდა ”დიდება მეფეს!”

მერე გენახათ თქვენ პაპარაცების ფაციფუცი და თავგამოდება!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq