საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი - მეფობა ღვთივდადგენილია (I - ,,უთხრა უფალმა... დაუდგინე მათ მეფე’’ )
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

,,უთხრა უფალმა... დაუდგინე მათ მეფე’’ (1 მეფეთა 8.22)

,,ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა, – ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშდადტელი, საუბრობს რა ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე – თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას’’.

,,ვინ სვამს მიწიერ მეფეებს ტახტზე? იგი, ვინც ერთი მხოლოჲ ზის დაუსაბამობიდან ცეცხლივით მოტყინარე საყდარზე, – აგრძელებს მამა იოანე, – მიწიერ მეფეებს ერთი მხოლოდ მისგან ეძლევათ სამეფო ძალაუფლება; იგი აკურთხევს მათ სამეფო დიადემით (გვირგვინით). მხოლოდ ღმერთს შეუძლია რჩეული ადამიანი უფლებამოსილი გახადოს მეფობაზე და უბოძოს მას თვითმპყრობელური ძალაუფლება, შემოსოს დიდებითა და ძალით.

მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი წერს, რომ ,,წმინდა წერილი ამ ჭეშმარიტებას საკმაოდ მკაფიოდ გადმოსცემს, როდესაც ამბობს:

1. რომ ღმერთი მაღალ არს და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა (ფს. 46.3-8; 94.3), რომ იგი მეფობს ყველა ხალხზე (94.3), მას მორჩილებს ყოველი ტომი (ფს. 21.29), მოჰხედავს ყოველთა (ფს. 65.7), განსჯის თითოეულ ერს (ფს. 66.5).

2. რომ იგი – ა) თვითონ უდგენს ხალხებს მეფეებს: უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს (დანიელი 4.29); ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს (დანიელი 2.21), ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ (ზირ. 1

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
7.14, სიბრძნე 6.1-3) თითოეულ სამეფოში ადგენს, როგორც თავის ხილულ მოადგილეებს: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი (ფს. 81.1-6; გამოსვლ. 22.28); ბ) და ამ მიზნით ანიჭებს მათ ძალასა და ხელმწიფებას (სიბრძ. 6.3) გვირგვინოსან-ჰყოფს მათ დიდებითა და პატივითა (ფს. 8;6), თავის წმინდა საცხებელს სცხებს მათ (ფს. 88.21, ისაია 41,1), ისე რომ იმ დღიდან და მერეც უფლის სული წარმართავს მათ (1 მეფ. 16.13); და ბოლოს, მეფეთა მიერ თვითონ მართავს მიწიერ სამეფოთ; მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს (იგავნი 21.1).

3. რომ იგი – ა) თავის ცხებულის მიერ დაადგინებს სხვა დაბალ ხელისუფალთაც: დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერაა დადგენილი (რომ. 13.1); ღმერთის გულისთვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას: გინდ მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავართ, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ (1 პეტრე 2.13-14);

ბ) და დაადგენს მათ, როგორც თავის მსახურთ, ადამიანთა საზოგადოებისთვის ბედნიერების მისანიჭებლად: მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა არ გეშინოდეს ხელმწიფისა? კეთილი ჰქმენ  და იქები მისგან. რადგანაც იგი ღვთის მსახურია, შენდა სასიკეთოდ, მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ გეში

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნოდეს. ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი: იმისათვის რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისითაც (რომ. 13.3-5).

წმინდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ასევე ხშირად იმეორებდნენ, რომ ღმერთი მართავს ადამიანური სამეფოებით და უგზავნის მეფეებსა და სხვა ხელისუფალთ. აი, მაგალითად, სიტყვა წმინდა ისიდორე პელუსიოტისა: ეკლესიას ოდითგანვე ესმოდა, რომ სამეფო ხელისუფლება ღვთისგანაა დადგენილი.

წმინდა ფილარეტ მოსკოველისა: ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი – ღირსია ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი – ამ გზით სათნო-ეყოფა თვითონ ღმერთს: რამეთუ მეფე ღვთის მიერაა განწესებული.

წმინდა იოანე კრონშტადტელისა: სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცებული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფის მიერ.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq