საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

გიორგი XII
გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 - გ. 28 დეკემბერი, 1800) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800), ერეკლე II-ის ძე. ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელით იხსენიება.


 XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების
ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო.

საგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა.

ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა ტფილისში 1800 წლის 28 დეკემბერს დასაფლავებულია სვეტიცხოველში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ პავლე პირველს მისი ვაჟი დავითი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა აღიარებული.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq