|
დავით აღმაშენებლის პორტრეტული გამოსახულება სინას მთის ერთ-ერთი მონასტრის წმინდა გიორგის ხატიდან გია მამალაძე
 | სინას მთიდან, უსპენსკის მიხედვით. როგორც ჩანს თვითნ უსპენსკიმ გადმოხატა. გადმობეჭდილია შოთა მესხიას წიგნიდან | დავით აღმაშენებლის ეს გამოსახულება 1972 წელს გამოაქვეყნა შოთა მესხიამ თავის ნაშრომში "ძლევაჲ საკვირველი", უსპენსკის საარქივო მასალების მიხედვით. თუმცა, დავით აღმაშენებლის ამ გამოსახულების შესახებ, ქართული ისტორიკოსებისთვის უფრო ადრეც იყო ცნობილი. შოთა მესხია წერს:
"დავით მეფის პორტრეტული გამოსახულება ქვეყნდება პირველად პ. უსპენსკის საარქივო მასალების მიხედვით. იგი ზეთის საღებავებით ყოფილა დახატული სინას მთის ერთ-ერთი მონასტრის წმ. გიორგის ხატზე. პ. უსპენსკი მას რომელიღაც ბაგრატიონად მიიჩნევდა, ვ. ბენეშევიჩი კი დავით აღმაშენებლად. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიუთითებს აქვე მოთავსებული და ბენეშევიჩის მიერ ამოკითხული დაზიანებული ქართული წარწერის XX ს. დამდეგს ჯერ კიდევ შემორჩენილი ასოები და სიტყვები:
"დ(ავით) ქარ(თვე)ლთა.. სომეხთა და რანთა"... ამასვე ადასტურებს პორტრეტის პ. უსპენსკის მიერ შესრულებული დეტალური აღწერილობა, რომელიც სრულ ა ნ ა ლ ო გ ი ა ს პოულობს დავითის გამოსახულებასთან სპიენძის მონეტაზე (მეცნიერს სპილენძის მონეტის სურათიც აქვს გამოქვეყნებული. # 3)."
ჩვენი დიდი ისტორიკოსის ამგვარ დასკვნას ნამდვილად ადასტურებს დავით აღმაშენებლის გელათის ფრესკაც. რომელსაც ძალიან ჰგავს სინას მთის წმინდა გიორგის ხატზე გამოსახულ მეფეს. გელათის ფრესკა დახატული უნდა იყოს დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში თუ არა, მისი გარდაცვალებიდან სულ მალე, მისივ
 | დავით აღმაშენებლის გამოსახულება სინას მთიდან. ეს უნდა იყოს ფოტოსურათი. ალბათ, გადაღებულია შავ-თეთრი ფოტოების არსებობის დროს, ამის ქსეროასლი მეც მაქვს, თუმცა ვისი გადაღებულია არ ვიცი | ე თანამედროვის მიერ, რომელსაც ექნებოდა ესკიზებიც გამზადებული, მერე კი აღდგენლია XVI საუკუნეში ძველის მიხედვით (მეოთხე სურათი).
ორივე გამოსახულებაზე დავით მეფე წარმოდგენილია ბიზანტიური საიმპერატორო გვირგვინითა და სამოსით. ის უკვე აღარ იყო ბიზანტიურ-საქრისტიანოს სივრცის პანიპერსევასტოსი. ბიზანტიურ ტიტულზე ჩვენმა მეფენ უარი თქვა 1104 წელს. დავით აღმაშენებელმა გამოიყვანა საქართველო ბიზანტიური იერარქიიდან და თავი გამოაცხადა სრულ სუზერენად, მეფედ-მეფედ სხვადასხვა ეროვნების ხალხებისა, მთელი კავკასიისა. ჩვენი ხელმწიფე უკვე გახდა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფე, მეფეთ-მეფე ანუ იმპერატორი კავკასიისა. საკუთარი გეოპოლიტიკური რეგიონის ლიდერი, ზესახელმწიფოს მეთაური.
როგორც მითხრა ისტორიკოსმა იოსებ ბიჭიკაშვილმა, სანკტ-პეტერბურგის არქივში უნდა იყოს სინას მთის წმინდა გიორგის ხატზე გამოსახული დავით აღმაშენებლის პორტრეტის ფერადი ასლი, გადმოღებული უსპენსკის მიერ. იქნებ, ვინმემ დააფინანსოს ბატონი იოსების მივლინება და უსპენსკის არქივიდან აღნიშნული ნახატის ფოტო-ასლის ჩამოტანა. იქვე არაერთ სხვა მნიშვნელოვანი მასალების ასლებსაც ჩამოიტანდა ისტორიკოსი. |
 | დავითის მონეტა |
 | გელათის ფრესკა |
 | ბიზანტიის იმპერატორი ალექსი IV ანგელოსი საიმპერატორო გვირგვნით. ევროპელებმა და თამარ მეფემ იმპერია წაართვეს |
 | ბიზანტიის იმპერატორი თეოდორე II დუკა 1254 - 1258. ასევე ბიზანტიური საიმპერატორო გვირგვინით |
 | იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565). საინტერესოა, მასაც დავით აღმაშენებლის გვირგვინის მაგვარი ახურავს, საქართველოში რამდენიმე გვირგვინი იყო. როგორც ჩანს, საიმპერატორო გვირგვინი იმერეთში ინახებოდა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში და ალბათ მერე დაიკარგა |
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|
|
|