საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ხარება
გაიოზ მამალაძე
25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ხარების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის უძრავია და აღინიშნება, როგორც ვთქვით 25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს).

არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ კაცობრიობას მოევლინებოდა მხსნელი. ის ქალწულისაგან უნდა შობილიყო და უნდა რქმეოდა ემმანუელ, რაც ნიშნავს უფალი ჩვენთანაა, ჩვენთან არს ღმერთი. მართალაც, განკაცებით უფალი ჩვენთან იყო, არს და იქნება.

ყოვლადწმინდა მარიამს,გალილეის ქალაქ ნაზარეთში, გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი და ახარა, რომ მისგან ქვეყნის მხსნელი, იესო ქრისტე დაიბადებოდა. კაცობრიობა, წინასწარმეტყველებისამებრ ელოდა მხსნელს. იმ დღეს ნათელი გახდა, რომ მესია მოევლინებოდა ადამიანებს. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად.

ვულოცავთ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!

გავიხსენოთ რა ლამაზად აქვს მოთხრობილი ყოვლადწმინდა მარიამის ხარების ამბავი ლუკა მახარებელს. მართალია, თანამედროვე ენაზე თარგმილი სახარება კარგია, მაგრამ კანონიკური სახარების არა მარტო ენაა ულამაზესი, არამედ მადლიც გაცილებით მეტია, ვინაიდან ის წმინდა ქართველი მამების, ქართული ეკლესიის მნათობების მიერ არის თარგმნილი და რედაქტირებული.

ლუკას სახარება

თავი 1

26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ
ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,

27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.

28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.

29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?

30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.

32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.

33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?

35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.

36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.

37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.

38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევა
ლი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq