როგორც ჩვენს მკითხველს ვაცნობეთ, გარდაიცვალა იმერეთის ბაგრატიონთა შტოს მეთაური ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი.
მას რთული ცხოვრება ჰქონდა. 12 წლისა იყო, ბოლშევიკებმა მამა დაუხვრიტეს. დედა დარდისგან ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა. შემდგომ ბოლშევიკებმა მისი უფროსი ძმა სიმონი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა...
პატარა ირაკლიმ უპატრონა ოჯახს და ფეხზე წამოაყენა. ამაში მას სოფლის მოსახლეობაც დაეხმარა, რომლებიც პატივს სცემდნენ ბაგრატიონებს. შემდეგ დაოჯახდა და დინასტია ააღორძინა.
ღმერთმა აცხონოს ირაკლი გრიგოლის ძის სული.
მისი მემკვიდრეა მისი ვაჟი დავით ირაკლის ძე, რომელსაც ჰყავს ერთი ძე, ირაკლი, და ორი ასული - ქეთევანი და თამარი.
ახლა კი გავიხსენოთ იმერეთის ბაგრატიონთა ისტორია.
იმერელი ბაგრატიონების ოჯახი ერთიანი საქართველოს უკანასკნელ დიდ ხელმწიფეს ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.) ჰყავდა ძმები, გიორგი და ბაგრატი და ვაჟები, ვახტანგი, დემეტრე, გიორგი და დავითი. ალექსანდრეს გარდაცვალების მერე, 1442 წელს, ერთიანი სამეფოს ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ვახტანგ IV, რომელიც უძეოდ გარდაიცვალა (1446). მან ერთი ბრძოლა მოასწრო ჯეჰან-შაჰთან და სასტიკად დაამარცხა. როგორც ვთვით, ვახტანგ მეფეს ჰყავდა მომდევნო ძმა დიმიტრი, მაგრამ ის ამ დროს გარდაცვლილი ჩანს, 1446 წელს ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა ვახტანგ მეფისა და დემეტრეს მომდევნო ძმა, გიორგი VIII (ერთიანი საქართველოს მეფე 1446-1466). უფლისწული კონსტანტინე დიმიტრის ძე, მომავალი ქართლის მეფე კონსტანტინე II, დღევანდელი ქართლელი (მუხრანელი) ბაგრატიონების პირდაპირი წინაპარი, ჯერ მცირეწლო
| ირაკლი გრიგოლის ძე | ვანი იყო. გიორგი VIII-ს ბრძოლა ჰქონდა ყვარყვარე სამცხის ათაბაგთან (ჯაყელი) და ქუთათისის გამგებელთან, თავის ბიძაშვილთან, ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონთან. ყვარყვარემ და ბაგრატმა მორიგეობით დაამარცხეს გიორგი VIII. მეფე გიორგი, 1466 წელს, გადავიდა კახეთში და გახდა კახეთის მეფე, (კახეთში გიორგი I, 1466-1476). ასე დაარსდა კახელი ბაგრატიონების დინასტია. ბაგრატ VI-მ (იმერეთში ბაგრატ II) ცოტა ხნით თბილისიც დაიკავა და გახდა იმერეთ-ქართლის მეფე, 1466-1478 წლებში. 1478 წლიდან ქართლისა და იმერეთის ტახტი დაიკავა კონსტანტინე II-მ, ალექსანდრე I დიდის ვაჟის, დემეტრეს ძემ. შემდგომში, 1484 წელს, მან დაკარგა იმერეთი. ბაგრატის VI-ის ძემ, ალექსანდრე II-მ, 1484 წლიდან შეძლო ქუთათისის ტახტის შენარჩუნება (გარდაიცვალა 1510 წელს). ასე დაარსდა იმერეთის სამეფო, ერთიანი საქართველოს დაშლის მერე. იმერეთის სამეფო იურიდიულად მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, ფაქტიურად კი იმერელი მეფეები ნაკლებად აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს სამთავროებს, თუმცა ხშირად მცდელობას არ აკლებდნენ და ხანდახან წარმატებასაც აღწევდნენ. სამართლებრივი თვალსაზრისით იმერეთის მეფის სასუზერენო უნდა ყოფილიყო მთელი დასავლეთი (სამეგრელოს სამთავრო, აფხაზეთიც, გურიის სამთავრო, სვანეთის სამთავრო, ასევე რაჭის საერისთავო, ლეჩხუმი და თვითონ იმერეთი, აჭარა ხან გურიის შემადგენლობაში იყო, ხან ოსმალეთის, ასევე აღმოსავლეთ ლაზეთი, ე. ი. ეს უკანასკნელნიც იმერეთის მეფის იურისდიქციაში შედიოდნენ). სამცხე-საათაბაგო და სრულიად ლაზეთი ასევე ქართველ მეფეთა სასუზერენოა. ბოლოს სამცხე იმერეთის მეფის გავლენის ქვეშ იყო. ალექსანდრე I
| ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონის ოჯახი | I-ის ძემ, იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) შემოიერთა სამცხე, მაგრამ ოსმალებმა მერე დაამარცხეს ქართველ მეფე-მთავართა კოალიცია (ბაგრატ III იმერთა მეფე, ლუარსაბ I ქართლის მეფე _ ბაგრატის სიძე, და როსტომ გურიელი) და სამცხეს დაეუფლნენ. ბაგრატი მეფე არ შეურიგდა სამცხის დაკარგვას, კვლავ გაილაშქრა და მართალია, სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ თურქ-ოსმალთა მიერ დაკავებული მიწა-წყლიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ქუთათისს მოაბრძანა. აქვე გავიხსენოთ რომ ლაზეთ-ტრაპიზონიც ანუ სრულიად ლაზეთი, ქალდეა-ლაზეთიც ქართველ მეფეთა სასუზერონოა, იმიტომ, რომ ისტორიული ქართული ქვეყნებია. ვინაიდან ჩვენ ამჯერად იმერეთის დღევანდელ ბაგრატიონებზე ვსაუბრობთ, მივყვეთ მხოლოდ მათი პირდაპირი წინაპრების დასახელებას. სხვა მეფეებს არ ვახსენებთ. იმერეთში 1605-1639 წლებში მეფობდა ბაგრატ III-ის შვილიშვილი, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე, გიორგი III. მის მერე ქუთათისის ტახტზე ავიდა მეფე გიორგი III-ის ძე ალექსანდრე III (1639-1660 წწ.). შემდეგ იმერეთის ტახტზე ჩანს ბაგრატ IV, ალექსანდრეს III-ის ძე (1660-1681 წლებში, ხანგამოშვებით). 1683 წლიდან, მამის ტახტი დაიკავა ალექსანდრე IV ბაგრატის ძემ IV (1683-1695 წწ.). 1703-1720 წლებში იმერეთში ხანგამოშვებით მეფობდა გიორგი VI, ალექსანდრე IV-ის ძე. სხვა მეფეებს არ ვასახელებთ, რომლებიც ან უძეოდ გარდაიცვალნენ და დღევანდელი იმერთბატონიშვილების წინაპრები არ არიან, ან უზურპატორები იყვნენ (არაბაგრატიონები). იმერეთის სამეფოში, 1720-1740, 1741-1752 წლებში გიორგი VI-ის ძე, ალექსანდრე V მეფობდა, მისი დედა იყო ქართლის მეფის გიორგი XI-ის ასული როდამი.
| ირაკლი დავითის ძე | ალექსანდრე მეხუთის მერე მეფობდა დიდი ხელმწიფე, ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I დიდი, მაგრამ შემორჩენილი იმერთბატონიშვილების უშუალო წინაპარი არის მისი ძმა ბაგრატ ბატონიშვილი (1741-1800). ბაგრატ ბატონიშვილს ჰყავდა ვაჟი სიმონი (1771-?). სიმონს ჰყავდა შვილი როსტომი (1791-?). სიმონ ბატონიშვილი 1819-1820 წლების, იმერეთის, „საეკლესიო აჯანყების“, დროს ცოცხალი აღარ იყო. როსტომმა კი მამულიშვილურ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო. ამიტომ, ის და მისი რვა წლის ვაჟი სიმონი, რუსებმა რუსეთში გადაასახლეს. გადასახლებიდან როსტომი ვეღარ დაბრუნდა. სამშობლოში ჩამოვიდა მხოლოდ მისი შვილი სიმონი (1812-?). 1845 წელს სიმონ როსტომის ძეს შეეძინა შვილი როსტომი (გარდაცვალების თარიღი უცნობია). როსტომს ჰყავდა ვაჟები სიმონი (1875-1951) და გრიგოლი (1885-1937). სიმონი უძეოდ გადაეგო. გრიგოლი კი ბოლშევიკებმა მოკლეს 1937 წელს. იმავე 1937 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს, ასევე, ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი. მას მხოლოდ ქალიშვილი დარჩა. ამის მერე იმერეთის მეფეთა შტოში მხოლოდ ორი ოჯახიღა გრძელდებოდა მამრობითი ხაზით, რაც აუცილებელია ქართული ტრადიციით და სამეფო კანონებით, ერთი იყო მიხეილ გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი ემიგრაციაში და მეორე ირაკლი ბაგრატიონი, დაბადებული 1925 წელს, რომელიც არის ბოლშევიკების მიერ მოკლული გრიგოლ ბაგრატიონის ძე. ქართული კანონებით, ბატონიშვილების მემკვიდრეები არიან ბატონიშვილები. 1975 წელს, უცხოეთში გარდაიცვალა მიხეილ გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, რომელსაც მხოლოდ ქალიშვილები დარჩა. ამის მერე მხოლოდ ირაკლი გრიგოლი ს ძე ბაგრატიონის ოჯახია იმერეთის ბაგრატიონებში, რომელიც იმერეთის სამეფო დინასტიის გვარს აგრძელებს ლეგიტიმურად, მამრობითი ხაზით. ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონს სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ იმერთბატონიშვილი. მეტიც, ის არის იმერეთის სამეფო ოჯახის უფროსი. ერეკლე II-მ თავის დროს უარი თქვა იმერეთის შემოერთებაზე, ე. ი. არა მარტო ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამთავროს გაერთიანება არ მოხდა, არამედ არ გაერთიანდა დინასტიაც. ამიტომ იმერეთს იურიდიულად ჰყავს ცალკე დინასტია. ეს ჩვენი ისტორიის ტრაგედიაა, მაგრამ იურიდიულად და ლეგიტიმურად დღეს ასეა. იმერეთის სამეფო ყველაზე გვიან გააუქმეს რუსებმა. იმერეთის სამეფოს ცნობდნენ ქართლ-კახეთის მეფეები ერეკლე II და გიორგი XII, ასევე იოანე ბატონიშვილიც, რომელიც აღიარებდა მათ უფლებას საქართველოს ტახტზეც კი, რა თქმა უნდა აღმოსავლეთის ბაგრატიონებთან, გრუზინსკებთან მორიგეობით (იოანე ბატონიშვილის ამ იდეაზე დეტალურად სხვა დროს). დღევანდელი მონაცემით იმერეთის დინასტიის სასუზერენოა იმერეთი, აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი, მთელი სამცხე (ტაო-კლარჯეთი, იმიტომ, რომ ბოლოს სამცხის მთავრები იმერეთის მეფეს ემორჩილებოდნენ), აღმოსავლეთ ლაზეთი (დასავლეთ ლაზეთი, ქალდეა-ტრაპიზინის მხარე აღმოსავლეთ საქართველოს ბაგრატიონების სასუზერენოა, ვინაიდან, 1461 წლამდე, ტრაპიზონის სამეფოს დაცემამდე, ის ერთიანი საქართველოს სამეფოს გავლენის ქვეშ იყო, სიმბოლურად მაინც (ამაზე კიდევ სხვა დროს). ირაკლი იმერთბატონიშვილს ჰყავს ვაჟი დავითი (დაბადებული 1948 წელს). დავით ბაგრატიონს ჰყავს მემკვიდრე ირაკლი (დაბადებული 1982 წელს) და ქალიშვილები ქეთევანი (დაქორწინებული
| ქეთევანი და თამარი | ა) და თამარი. ეს არის შესანიშნავი ქართული ოჯახი, ღირსეული შთამომავლობა ღირსეული წინაპრებისა. ტაბულა (მეფეების შემთხვევაში მოცემულია ზეობის წლები, ბატონიშვილების შემთხვევაში კი ცხოვრების) მეფეების შემთხვევაში მითითებულია მეფობის, ხოლი ბატონიშვილების შემთხვევაში ცხოვრების წლები ბაგრატ II (IV) 1466-1478 / ალექსანდრე II 1484-1510 / ბაგრატ III 1510-1365 / კონსტანტინე ბატონიშვილი / გიორგი III 1605-1639 / ალექსანდრე III 1639-1660 / ბაგრატ IV 1660-1681 (ხანგამოშვებით) / ალექსანდრე IV 1683-1695 / გიორგი VI 1703-1720 (ხანგამოშვებით) / ალექსანდრე V 1720-1740, 1741-1752 / ბაგრატ ბატონიშვილი 1741-1800 / სიმონ ბატონიშვილი 1771-? / როსტომ ბატონიშვილი 1791-? / სიმონ ბატონიშვილი 1812-? / როსტომ ბატონიშვილი 1845-? / გრიგოლ ბატონიშვილი 1885-1937 / ირაკლი ბატონიშვილი 1925-2013 იმერეთის ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურია 1937 წლიდან / დავითი დაბადებული 1948 წელს / ქეთევანი (დ. 1979), თამარი (დ. 1980) და ირაკლი (დ. 1982) |