საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი 86 წლის გახდა

 

ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი I დაიბადა 1938 წლის 5 იანვარს რომში. გამეფდა 1975 წლის 22 ნოემბერს. ის არის ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი (გენერალ- კაპიტანის წოდებით). მისი ბაბუა იყო მეფე ალფონსო XIII. მათი დინასტიის გვარია ბურბონი. ხუან კარლოსმა განათლება ესპანეთში მიიღო გენერალ ფრანკოს ზედამხედველობითა და პატრონაჟით.

1947 წელს, "ფალანგისტური" ესპანეთის სახელმწიფოს მეთაურმა - კაუდილიო ფრანცისკო ფრანკომ ესპანეთში მონარქიის აღდგენა გამოაცხადა. თუმცა, მეფედ არავინ უკურთხებიათ. მეფე ფრანკოს სიკვდილის შემდეგ დაიკავებდა ტახტს, ჯერ სამოქალაქო ომის შემდგომი კრიზისი იყო გადასალახი. ფრანკო ხუან კარლოსს ზრდიდა სამეფო ტახტზე ასაყვანად.

1969 წელს ფრანკომ 31 წლის ხუან კარლოსი დანიშნა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ. ხუან კარლოსი უნდა გამეფებულიყო ფრანკოს გარდაცვალების მერე.

ასეც მოხდა, კაუდილიოს გარდაცვალების მერე ხუან კარლოსი ესპანეთის ტახტზე ავიდა 1975 წლის 22 ნოემბერს.

თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ მეფის მმართველობა დიდხანს ვერ გასტანდა და მონარქია და ფრანკოს რეჟიმი ერთდროულად დაემხობოდა. ხუან კარლოსმა შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა, მან დემოკრატიული რეფორმები გაატარა, რითიც ხალხის გული მოიგო.

1981 წელს, ფრანკოს რეჟიმის აღდგენის მიზნით, მისი თანამზრახველების მხრიდან სამხედრო გადატრიალების მცდელობას წინ აღუდგა ხუან კარლოსი

. ამის შემდეგ მან საბოლოოდ მოიპოვა ხალხის სიყვარული. ისინიც კი ვინც მეფის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ტელეკამერების წინ გაჰყვიროდნენ: დღეგრძელი იყოს მეფე ხუან კარლოსი.

1982 წლიდან ხუან კარლოსი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქმის არ ერევა, იგი მოიაზრება ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ.

1962 წლის 12 მაისს ხუან კარლოსი დაქორწინდა საბერძნეთის მეფის პავლე I-ის ასულ სოფიაზე.

მეფე დედოფალს შეეძინათ სამი შვილი:

ინფანტა ელენე (1963), ინფანტა ქრისტინა (1965) და ტახტის მემკვიდრე ფილიპე, ასტურიის პრინცი (1968).

მეფე ხუან კარლოსი ახლო ნათესავია ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილების მეორე ქორწინებიდან -  ბაგრატისა (აწ გარდაცვლილი) და მარიამისა. ბაგრატ ბაგრატიონის ვაჟი იოანე ახლა თბილისში ცხოვრობს. ირაკლი ბაგრატიონის მეორე მეუღლე, ესპანეთის ინფანტა (და ბავარიის პრინცესა) მერსედესი, იყო ესპანეთის მეფის ალფონსო XII -ის დის შვილი. ირაკლი ბაგრატიონის მეორე მეუღლის, მერსედესის დედის ძმა, ესპანეთის მეფე ალფონსო XIII, ხუან კარლოსის პაპა, 1931 წელს არჩევნების შედეგად გადააყენეს. ქვეყანაში დამყარდა რესპუბლიკა. 1939 წელს ნაციონალისტურმა ძალებმა ფრანკოს მეთაურობით დაამხეს ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური რესპუბლიკა და ქვეყანაში დამყარდა კათოლიკური პრინციპების ნაციონალისტური ხელისუფლება, რომელსაც "ფალანგისტურ" რეჟიმს უწოდებენ. ა

მ ხელისუფლების ლიდერი იყო კაუდილიო ფრანკო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახლდათ მამა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონისა. უფროსი ვაჟი, გიორგი (ბაგრატისა და მარიამის უფროსი ძმა) მას შეეძინა პირველი ქორწინებიდან. გიორგი ბაგრატიონი იყო მამა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა, რომელიც გახლავთ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლე და მამა პატარა უფლისწულის - გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონისა.

მართალია, მეფე ხუან კარლოსი მხოლოდ ბაგრატისა და მარიამის ნათესავია, მაგრამ ის დიდ პატივს სცემდა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-ნუხრანბატონს, რომელთანაც აკავშირებდა სპორტული ინტერესებიც. ხოლო გიორგის, ბაგრატისა და მარიამის მამას, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონს კი ბიძას ეძახა.

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq