საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმ. ამბროსი ხელაია - ერი და ბერი
წმ. ამბროსი ხელაია

კათალიკოზები იყვნენ მფარველნი დაჩაგრულთა, დასჯილთა და სასიკვდილოდ გამზადებულთაც. ეკლესიას და კათალიკოზ-ეპისკოპოზებს ჰქონდათ შენახული უფლება შევედრებულ ხელუხლებლობისა. ისინი იყვნენ ხალხის შუამდგომელნი შაჰების და სპარს-ოსმალოთა მეუფროსეთ წინაშე. სამღვდელოება იყო მზრუნველი ქვრივ-ობოლთათვის. აღაპების მიზანი, უმთავრესად, იმაში გამოიხატებოდა, რომ ღარიბთათვის ნუგეში ეცათ. მღვდელმთავრების სახლში ხშირად მუდამდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ჭირში და ლხინში სამღვდელოება ხალხს მხარში ედგა. როდესაც 1797 წ. ქ. თბილისში ჭირი გაჩნდა, მცხოვრებნი გაიხიზნენ ტყეებში და ხეობებში. დიდი იყო ხალხის გაჭირვება და ვაება. ამ დროს მონასტერნი და უდაბნონი მოეშველნენ გაბნეულთ პურითა და ღვინით, საჭმლითა და საქონლით, - მეუდაბნოეთა ხელნი გარდაიქცენ ხელთა ღვთისა და განგებულებისა მისისა. იგინი გამოსრულნი კლდეთა ნაპრალთაგან, ვითარცა მერცხალნი ბუდეთაგან თვისთა, ექმნებოდენ მსახურად და ნუგეშისმცემლად ლტოლვილთა სახლთაგან თვისთა, ვითარცა ანგელოზნი მფარველნი, ეჩვენებოდნენ მოვლენილად ღვთისაგან. ლოცვა და ვედრება მათი განწმენდდა ქრისტიანთა გონებასა და განამხნევდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა. ამ დროს ამ მონაზონთა წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი ექვთიმი. იმერეთშიაც მძვინვარებდა ჭირი იმ ხანებში და იქაც გვაქვს მაგალითი სამღვდელოების თავგანწირული მუშაობისა ხალხის სანუგეშებლად. ბატონიშ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვილი დავითი მოგვითხრობს, რომ ჟამსა ამას გენათელმა ევთიმიმ ესოდენ იღვაწა, რომელ ჭირსა ამას შინა მოსილი ერისა კაცის ტანისამოსით დადიოდა და უვლიდა მრავალთა სნეულთა, აზიარებდის და მარხევდის, ხოლო ხალხთა მშიერთა, რაიცა ეპოებოდის საზრდოდ, აძლევდის. უეჭველია, მისი წამბაძველიც ბევრი იქნებოდა, რადგან მღვდელმთავრის მაგალითი ყოველთვის მოქმედებს. უმიზეზოდ კი არ დამკვიდრებულა ხალხში ის რწმენა, რომ მომსვრელი-იგი სენი ვერ მიეხების მღვდელთა რათურთით, და ესრეთ განთავისუფლებულ არნ მღვდელნი მომსვრელთა სენთა მიერცა. ეს რწმენა ხალხში არსებობს ახლაც, როდესაც სამღვდელოებამ, გარეშე მიზეზების გამო სამწუხაროდ, დაკარგა ეს ძვირფასი თვისება და მოვალეობის შეგნება.

ეს საქართველოში შემთხვევითი მოვლინება არ იყო. სამღვდელოება იყო მუდამ ნუგეშისმცემელი ხალხისა. განსაკუთრებით ამ მისიას ასრულებდენ მონასტრები და მაშინდელი ბერ-მონაზვნები. მონასტრები, ხშირად სამრევლო ტაძრებიც, იყვნენ თავშესაფარნი მტრის შემოსევის დროს. ომში გასულთა ოჯახობა და მოხუცებულ-დავრდომილნი, რომელთაც არ შეეძლოთ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, მონასტრების გალავანში იხიზნებოდნენ. რადგან მაშინდელი მონასტრები წარმოადგენდნენ ნამდვილ ციხე-სიმაგრეებს. ამიტომაც, ვიტყვით განსვენებულ ალ. ხახანაშვილთან ერთად, ეკლესია იყო მფარველი ტყვეთა და საერთოდ, საწყალობელთა; ერთხელ თავშეფარებული ტყვე ეკლესიას აღარ გამოეშორებოდა.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq