საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

უკრაინელი რეჟისორი, დრამატურგი და მოქანდაკე ივანე პეტრეს–ძე კავალერიძე (1887–1978)

ივანე კავალერიძე იყო შთამომავალი ქართული კეთილშობილური გვარეულობის მქონე  ვასილ კავალერიძისა, რომელიც უკრაინაში კავკასიური ომის დასრულებისას ჩამოუყვანია მოსკოველ გენერალ ლადონსკის.

      ივანეს ბავშვობამ პოლტავაში გაიარა. სწავლობდა კიევის სამხატვრო სასწავლებელში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში(1909–1910), არონსონის სახელოსნოში პარიზში.

      მის სკულპტურულ ნამუშევრებთა შორისაა: წმ. ოლღას ქანდაკება კიევში (1919 წელს დანგრეული ბოლშევიკების მიერ და აღდგენილი 1996 წელს); ტარას შევჩენკოს ქანდაკებები რომნისა და პოლტავაში; გრიგორი სკოვოროდას ქანდაკება კიევში, ლოხვიცში, ხარკოვში; არტემის ქანდაკება არტიომოვსკსა და სვიატოგორსკში; კავალერიძის პროექტის მიხედვით დამოუკიდებელ უკრაინაში დაიდგა იაროსლავ ბრძენის ქანდაკება, უკვე ავტორის სიკვდილის შემდეგ.

      დოვჟენკოს მხარდამხარ საეტაპო ფილმები შექმნა უკრაინულ კინემატოგრაში: „თქეში“, „პერეკოპი“, „კოლიივშჩინა“, „პრომეთე“, „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“, „გრიგორი სკოვოროდა“, „ნატალკა–პოლტავკა“.

     რეჟისორს ბრალს სდებდნენ სოცრეალიზმის დამახინჯებაში, ბურჟუაზიული წარსულის აღდგენის მცდელობაში, ხალხის მტრებისადმი თანაგრძნობაში... ფილმმა „თქეშმა“(1938) მოუტანა მას დისიდენტის სახელი. ეს იყო უკრაინის

ტარას შევჩენკოს ძეგლი პოლტავაში
თავისებური, არა სოციალისტური იდეოლოგიის  ჩარჩოებში ჩატეული  ისტორია, მოკიდებული ჰაიდაკების დროიდან. ჯერ კიდევ 1930–იანი წლებიდან შეექმნა „დისიდენტის“ რეპუტაცია: რიგი მისი ფილმებისა („კოლიივშჩინა“, „პრომეთეოსი“) იყო აკრძალული, რიგი ქანდაკებებისა – განადგურებული, ხოლო მოწაფეებისა და თანამშრომლების ნაწილი – რეპრესირებული. თავად იგი რეპრესიებისაგან საკუთარმა სახელგანთქმულობამ იხსნა. შესაძლოა, ეს იყო მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებისაგან ოკუპირებულ კიევში მას ეკავა კულტურის განყოფილების უფროსის პოსტი.

     საბჭოთა ხელისუფლების აღდგენის შემდეგ, ივანე კავალერიძის შემოქმედება აღმოჩნდა ფარული აკრძალვის ქვეშ კიევში და მისი პიესები მხოლოდ სხვა ქალაქებში იდგმებოდა.

       კავალერიძეს სკულპტურებიც დისიდენტური ჰქონდა – დიდი ოლიმპიელის პოზაში მდგომი ქვაში გამოკვეთილი შევჩენკო ერის თავისუფლებისკენ მიდრეკილ ოცნებებს განასახიერებდა; კუბისტურ სტილში გადაჭრილი, რევოლუციონერ არტემის 30–მეტრიანი ქანდაკება სვიატოგორსკში მთელი მისი იდეოლოგიის „ოთხკუთხედურ“ არსს გულისხმობდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისათვის, იმ ხალხზე, რომელზედაც ამ რევოლუციონერს  ნათქვამი ჰქონდა: „როცა ვუყურებ არაორგანიზებულ მასებს, ხელი თავისთავად იწევს პისტოლეტისკენ“.

      სტალინმა ჯერ

ბოგდან ხმელნიცკის ძეგლი ჩერნიგოვში
კიდევ 1935 წელს დაინახა კავალერიძის „პრომეთეოსში“ „კავკასიური სეპარატიზმის’“ გამოვლინება (აჯანყებული ჩეჩნები უსწორდებიან რუს ჯარისკაცებს), ხრუშჩოვსაც ვიღაცამ ასწავლა კავალერიძის მონუმენტების „კუბისტურად“ შეფასება.

       თვით 90 წლის კავალერიძის მიერ შექმნილ სკოვოროდას ქანდაკებას, შიშველ ფეხებზე პარტიულმა ცენზორებმა რუსული ლაპტები წამოაცვეს და ხელიდან  ბიბლია გამოაცალეს.

      კავალერიძე, რომელსაც თავის ქვეყანაში „უკრაინელ მიქელანჯელოდ“ უხმობდნენ, ამბობდა: «Мне Бог дал крылатого коня. Падать — так с коня хорошего…» „მე ღმერთმა მომცა ფრთიანი რაში. თუ ჩამოვარდნა მიწერია – კარგი ცხენიდან სჯობს...

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq