საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

ვლადიმერ იაშვილი და რუსეთის იმპერატორი პავლე I

1801 წლის 11 მარტს (ახალი სტილით 24 მარტს) შეთქმულაბმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი. შეთქმულთა შორის იყო ქართველი ვლადიმერ იაშვილიც...

ვლადიმერ იაშვილი (1764–1815) – რუსეთის სამხედრო მოხელე, პავლე პირველის მკვლელი    

  პავლე პირველმა 1801 წლის 18 იანვარს  გამოაქვეყნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ორმოციც არ იყო გასული 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაცვლილი გიორგი XII-ის გარდაცვალებიდან. სულ ორ თვეში კი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას  – 1801 წლის 11 მარტს, შეთქმულებმა, სხვათა შორის, ქართველი კაცის მეთაურობით,  სიცოცხლეს გამოასალმეს.

     ეს ქართველი კაცი იყო ვლადიმერ იაშვილი. ვინ იყო ამ ქართული გვარ–სახელის მქონე კაცი? იგი იბრძოდა რუსეთ–თურქეთის ომში 1787–91 წლებში, ბენდერის, კინბურნის, ბრძოლებში, იზმაილის აღებაში. ებრძოდა პოლონელებნს 1792-94 წლებში. 1800წლიდან ირიცხებოდა პოლკოვნიკად ბოგდანოვის საცხენოსნო ბატალიონში.

      შეთქმულებას მეფის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი. სხვა ვერსიით, ინიციატორთა შორის, პალენთან ერთად, იყვნენ ვიცე–კანცლერი პანინი და ადმირალი რიბასი. 

     იმისათვის, რომ პანინის გეგმა შესრულებულიყო, საჭირო იყო ალექსანდრეს თანხმობა. პანინის წერილი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასადმი ცხადყოფს, რომ თანხმობა, და ისიც წერილობითი, მიღებული იყო. ესე იგი,  ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე თანახმა იყო, ოღონდ  ყველაფერს უმტკივნეულოდ უნდა ჩაევლო – მეფე კი არ უნდა მოეკლათ, უნდა გადაეყენებინათ და ახალი იმპერატორი ალექსანდრე, დესპოტური და ქაოტური მმართველობის ნაცვლად, წესრიგს დაამყარებდა.

      11 მარტის საღამოს შეთქმულები ვახშმად შეიყარნენ.  აქ იყვნენ მკვლელობის თანამონაწილენი – ცხადია, იაშვილიც მათ შორის.

     თვით პავლეს ძლიერი ეჭვები კი ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ კარგად დაცულ მიხეილის სასახლეში, სადაც იმპერატორი თავისი ოჯახიდან განცალკევებით ცხოვრობდა, შეთქმულები მაინც შეიჭრნენ და  მონარქი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ მოვლენათა მემატია

ნე ყველა ისტორიკოსის მიერ  ერთხმად სახელდება მეფის  უშუალო მკვლელი - პოლკოვნიკი ვლადიმერ იაშვილი (აქვე უნდა აღინიშნოს, არც ის ვერსია გამოირიცხებოდა, რომ ეს ხმა ბენიგსენს საგანგებოდ დაეყარა).  მოტივი თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ მას გაშმაგებულმა იმპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

        ვლადიმერ იაშვილი  გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში მსახურობდა. სწორედ აქ უთავაზა მას პავლე I-მა ჯოხი, და შემდეგში იაშვილმა შური იძია. ისე  ყოფილა შეურაცხყოფილი, რომ თითქოს, მაშინაც კი, როცა დაუცავად დარჩენილმა იმპერატორმა თქვა, ოღონდ არ მომკლათ, გადადგომაზე ხელს მოვაწერო (და დანდობის იმედიც ექნებოდა), ვლადიმერ იაშვილს შეუძახია: "დიახ, დღეს ხელს მოაწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, ხვალ კი ყველას ეშაფოტზე თავებს დაგვაყრევინებს".

        თითქოს ნათელია  მკვლელობის საბაბი - შეურაცხყოფა და პირადი შურისძიება. მაგრამ  1909 წელს, პავლეს მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჟურნალმა "რუსსკაია სტარინამ" გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველისადმი, საიდანაც ნათელი ხდება მკვლელობის პოლიტიკური წინარეგანზრახულობა:

     "მეფეო, იმ დღიდან მოყოლებული, რაც მამათქვენი ტახტზე ავიდა, მე გადავწყვიტე თავი შემეწირა, თუკი ეს საჭირო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისათვის, ქვეყნისთვის, რომელიც დიდი პეტრეს სიკვდილის შემდეგ, ჯერ მედროვეების სათამაშოდ იქცა, შემდეგ - მსხვერპლადაც... ჩვენი ქვეყანა თვითმპყრობელობის ხელშია, მილიონობით ადამიანის ბედ-იღბალი ერთი ადამიანის ჭკუაზე და სულისკვეთებაზეა დამოკიდებული. პეტრე დიდს კი შეეძლო, მართლაც, ყოფილიყო თვითმპყრობელი, მისი ბრძნული მმართველობით ქვეყანა ისვენებდა, მაგრამ გენიოსები ხომ ესოდენ იშვიათია...

      ღმერთმა ხომ იცის, ჩვენ ხელები სისხლში პირადი გამორჩენის გამო არ გაგვისვრია. გვინდოდა მსხვერპლს სიკეთე მოეტანა. გაგვიგეთ, ჩვენ დიდი მოწოდება გვამოძრავებდა. ტახტზე რომ ზიხართ, თუკი ეს შესაძლებელია, იყავით პატიოსანი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე. გაიგეთ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსავალი და სამშობლოს დაღუპვამდე ნუ მიიყვანთ.

       ადამიანს, რომელმაც რუსეთისათვის თავი გასწირა, შეუძლია თქვენ ასე გითხრათ. მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, იმიტომ, რომ არაფერი მსურს, არაფერს მოვითხოვ... მეფეო! მე ხელმწიფისათვის, სამშობლოსათვის ვარ, შვილისათვის კი - მამის მკვლელი!"

    წერილი ცხადყოფს, რომ  პავლე I-ის ნამდვილი მკვლელი რუსეთის თავგადაკლული პატრიოტი ვლადიმერ იაშვილი კი არა, იმპერატორი ალექსანდრე I იყო. მან ყველაფერი იცოდა და წინასწარ ხელები დაიბანა. შემდეგ კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო, ამიტომაც შემდეგში "ცბიერი ბიზანტიელის" სახელიც დაიმსახურა.

     არც ერთი დაპირება ქვეყანაში მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ ახალ იმპერატორს არ შეუსრულებია. სწორედ ამან დააწერინა ვლადიმერ იაშვილს ესოდენ აღელვებული წერილი. მეორე მხრივ, მამისმკვლელ ალექსანდრეს, ეტყობა, მართლაც ქენჯნიდა სინდისი. ამიტომაც შეეცადა, ყველა შეთქმული, დიდი იქნებოდა თუ პატარა, თავიდან მოეცილებინა.სანქციები, რასაკვირველია, ვლადიმერ იაშვილსაც შეეხო.

      1803 წელს მას თანამდებობა დაატოვებინეს და იმპერატორ ალექსანდრე I–ის ბრძანებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თავის სოფელ მურომცევოში (კალუგის გუბერნია) გადაასახლეს. ამიერიდან მას ორივე დედაქალაქში, პეტერბურგში და მოსკოვში, ბინადრობის უფლებაც აღარ ჰქონდა. ასე იცხოვრა სოფელში გვარდიის პოლკოვნიკმა (სხვა ცნობით, გენერალ-მაიორმა) ვლადიმერ იაშვილმა მთელი 9 წლის განმავლობაში, დარწმუნდა, რომ ახალი იმპერატორი არაფრით ყოფილა ძველზე უკეთესი. 1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიენიჭებინათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად, რის შემდეგაც კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის მანძილზე მან დიდი წარმატება მოიპოვა  ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა. როცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრე I -მა გაიგო, სასტიკად განრისხდა. მან უბრძანა კუტუზოვს, დაუყოვნებლივ განეშორებინა მისი მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და დაებრუნებინა გასახლების ადგილას, რაც 1812 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა. 1815 წელს, ვლადიმერ იაშვილი 50 წლისა გარდაიცვალა მურომცევოში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq