საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ქრისტესა და მეფის ერთგული რაინდი - როლანდი
როლანდი კარლოს დიდს ვასალური ერთგულების ფიცს აძლევს; chanson de geste-ის მანუსკრიპტიდან
კარლოს დიდის ერთგული ვასალი და თანამებრძოლი. როლანდი (ფრანგ. Roland, ძველფრ. Hruodland, გერმ. Hruotland ან Ruotland, იტალ. Orlando ან Rolando, ესპ. Roldán ან Rolando, ბასკ. Errolan, პორტ. Roldão ან Rolando, კატ. Rotllan ან Rotllà, ნიდერლ. Roeland).
როლანდი კარლოს დიდის დროინდელი ფრანგული ეპიკური ციკლის უთვალსაჩინოესი გმირი, ბრეტონის მარკგრაფი იყო. კარლოს დიდის ესპანეთში ლაშქრობისას ბრეტონელთა რაზმს ხელმძღვანელობდა. თავი გამოიჩინა 778 წელს რონსელვანის ხეობაში ბასკებთან ბრძოლაში. პირენეებზე ფრანკების უკანდახევისას დაიღუპა. იგი ეპოსის „როლანდის სიმღერა“, შემდეგ კი XV-XVI სს. იტალიელი პოეტების (არიოსტო, ბიარდო) პოემების გმირი გახდა.

ამ პიროვნების ისტორიულად არსებობის შესახებ ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრების“ («Vita Caroli Magni») ერთი ადგილი მოწმობს, (შესაძლოა, ეპოსიდან იყოს ნასესხები) სადაც საუბარია, რომ როდესაც 778 წელს კარლოსი ესპანეთში ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, პირენეს ხეობაში მის არიერგარდს ბასკები დაესხნენ თავს და რონსევალის ბრძოლაში გაანადგურეს კიდეც. შეტაკებისას რამდენიმე პირი, მათ შორის, ბრეტონის მარკის პრეფექტი ქრუონლანდი შეეწირა (Hruodlandus britannici limitis prefectus). 
ქროუნლანდის ეპოსში როლანდი არამხოლოდ ქრისტიანი რაინდია, არამედ კარლოსის საუკეთესო მზეჭაბუკი და მისივე ძმისწულია (ან დისწული).
ყველაზე ძველი საგმირო სიმღერა, რომელმაც ჩვენამდე ოქს
ფორდში შემონახული ხელნაწერის სახით მოაღწია არის სიმღერა როლანზე. ხელნაწერი მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, ასევე უცნობია ავტორი. ტექსტში ნახსენებია ტუროლდუსი, ვინ არის ტუროლდუსი? – ჟონგლიორი, კოპირების ავტორი თუ მთარგმნელი. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას არის, რომ ტექსტი ანონიმურია. 
სიმღერა ქრისტიანობისთვის გმირული მსხვერვლთშეწირვისთვის აპოთეოზია. ფეოდალური ღირებულების ამაღლება ქრისტიანულ სამყაროში.
ამგვარად, როლანი მთავარი პერსონაჟია, რომლის გადამეტებული სიამაყე ღუპავს მას და ფრანკთა არმიის ყველაზე კარგ რაინდებს. ასევე საფრთხეში აგდებს ქრისტიანობის ბედს. თუმცა ეს სისუსტე გამოისყიდა გმირული მსხვერპლით, თავისი ჰუმანურობითა და სინაზით. ოლივიეს სახით კი შუასაუკუნეების რაინდობის ულამაზესი სახე შექმნა.
„სიმღერა როლანზე“ ფრანგული საგმირო ეპოსის მწვერვალია. ის ხალხური ნაწარმოებია.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq