საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დედოფალი ვიქტორია - ეპოქის შემქმნელი
დედოფალი ვიქტორია, 1845 (ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი)

20 ივნისი 1837 წლისა - არის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ვიქტორიას მმართველობის დასაწყისი.

ვიქტორია (1819 –  1901) იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან 1837-1901 წლებში - ედვარდ კენტის ჰერცოგისა და ვიქტორია საქსენ-კობურგელის ასული.  

ვიქტორიას მამა, კენტის ჰერცოგი გარდაიცვალა, როდესაც ქალიშვილი 8 თვისა იყო. დედა ვიქტორიას მკაცრად ზრდიდა და არ ანებივრებდა. მისი აღმზრდელი ლორდი ვილიამ მელბურნი   ვიქტორიას ლექციებს უკითხავდა სახელმწიფო სამართალზე, ისტორიაზე, და აცნობდა მას კონსტიტუციური მმართველობის პრაქტიკას. ვიქტორია თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. განათლება მას შესანიშნავად გამოადგა. მმართველობის დასაწყისიდანვე, მიუხედავად ახალგაზრდობისა, იმდენად თავდაჯერებულად მოქმედებდა, თითქოს უკვე მთელი სიცოცხლე მჯდარიყო ტახტზე.

1840 წელს ცოლად გაჰყვა ალბერტ საქსენ-კობურგელს. მისი მეუღლე, პრინცი ალბერტი მეთოდური და პუნქტუალური ადამიანი იყო. მეუღლის  გავლენის ქვეშ მყოფი ვიქტორია თავნება გოგოსგან პასუხისმგებელ მონარქად გადაიქცა. ვიქტორია ყველაფერში ითვალისწინებდა მის რჩევებს და მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა იგი. ვიქტორიასთვის მეუღლის გარდაცვალება უმძიმესი დარტყმა იყო. პირველ ხანებში იგი გამოიკეტა და უა

სამეფო კლუბი
რს ამბობდა საჯარო ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე. ალბერტის გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორიასთვის მთავარი მიზანი ქმრის ხსოვნის უკვდავყოფა გახდა. მის პატივსაცემად აშენდა ცნობილი ალბერტ ჰოლი.

ახალი მრჩეველი დედოფალმა მხოლოდ 1874 წელს იშოვა, ტორების ლიდერის - ბენჯამინ დიზრაელის სახით. დიზრაელი ენერგიულად შეუდგა მონარქიის განმტკიცებას, მან დაარწმუნა ვიქტორია, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ხალხთან. 1876 წელს მან დედოფალს მიანიჭა ინდოეთის იმპერატორის ტიტული.

დედოფალი უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა  - მისი პუნქტუალურობა მთლად მანიაკალური იყო,  უყვარდა, როდესაც ყოველი დღე  მეთოდურად და საათობრივად ჰქონდა გაწერილი. დილაობით დედოფალი პარკში სეირნობდა, შემდეგ ბრუნდებოდა და საბუთებს ეცნობოდა. მის მიერ უამრავი დოკუმენტი იყო ხელმოსაწერი. იგი ყველა საქმეს უღრმავდებოდა და მის გარეშე არ ხდებოდა არავითარი გადაწყვეტილების მიღება.

ვიქტორია 64 წელი მეფობდა. მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ფინანსებში, საზღვაო ტრანსპორტისა და იმპერიის გაფართოებაში. დედოფალი  გახდა ქყეყნის სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ამ წარმატებებს ვიქტორიას ს

სამეფო კლუბი
ახელს უკავშირებდნენ. მის სახელს უკავშირდება მთელი ეპოქა ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ასეც იწოდება - „ვიქტორიანული ეპოქა“.

 

ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq