საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

ნოვოივანოვკა

პირველი ცნობა ნოვოივანოვკელ ქართველებზე მწერალმა გივი გოგიჩაიშვილმა მოგვაწოდა გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებიდან:

„მისი არსებობის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა, - გვიამბობდა მწერალი, - მის შესახებ მხოლოდ ახლახან გავიგეთ, მას შემდეგ, რაც ნოვოივანოვკელმა პავლე წამალაიძემ წერილი მოიწერა... მორიდებით გვთხოვდა მათთანაც ჩაგვეტარებინა დიდი შოთა რუსთაველის საიუბილეო საღამო, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ჩაგვეტანა რუსთაველის ბიუსტი, ქართული წიგნები და გვეჩვენებინა ქართული კინოსურათები“.

მოგვიანებით, ერთი-ორჯერ კიდევ გაიელვეს ცნობებმა ნოვოივანოვკელ ქართველთა შესახებ.

სოფელი ნოვოივანოვკა სტავროპოლის მხარის კურსკაიას რაიონში მდებარეობს, რაიონის ცენტრიდან - სტანიცა კურსკაიადან*  ოციოდე კილომეტრის დაშორებით. 1972 წელს სოფელს არსებობის 60 წელი შეუსრულდა.

სოფლის დაარსებაზე საინტერესო ცნობას გვაწვდიან მწერალი გ. გოგიჩაიშვილი, ახალციხელი პედაგოგი გ. ივანიძე, ჟურნალისტი ი. ჯავახიშვილი...

ამ ველებში ქართველები 1912 წლიდან დასახლებულან, ადრე დაღესტანში უცხოვრიათ, მაგრამ სოფლის მფლობელს მიწა-წყალი გაუყიდია, ხოლო ახალ პატრონს ქართველი გლეხები მამულიდან გაუძევებია.

„მაგრამ ღმერთი არ გასწირავსო“, - როგორც შოთა რუსთაველს უთქვამს, უმიწოდ დარჩენილი ქართველებისათვის გადამდგარ პოლკოვნიკს ივანოვს დახმარების ხელი გაუწვდია: განსაკუთრებული დამსახურებისათვის მთავრობის მიერ ნაბოძები მიწა ქართველებისათვის უსასყიდლოდ გადაუცია და ქართველთა 20-25 კომლი დაუსახლებია.

ქართველებს ახლად დაარსებული სოფლისათვის, პოლკოვნიკის პატივსაცემად, ნოვოივანოვკა დაურქმევიათ.

სოფელში ძირითადად ოთხი გვარი ცხოვრობს, დუშეთისა და ლენინგორის რაიონებიდან ამ სამოციოდე წლის წინათ გადმოსახლებული - წამალაიძეები, კობაიძეები, გოგიჩაშვილები და ნაზღაიძეები. შეხვდებით ბაშარულებსაც, სვიანაძეებს, ზაქაიძეებს, ყველაშვილებს, თამარაშვილებს, ელოშვილებს, ჯამრიშვილებს, ბუთხუზებს და სხვა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ფრთა გაუშლია სოფელს, მომრავლებულან ქართველები და დღეს სოფელში 500-700 ქართველი ცხოვრობს.

სტავროპოლის ველებში დასახლებული ნოვოივანოვკელი ქართველები რუსული ყაიდის ხატებში ცხოვრობენ. ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ, მოჰყავთ ხორბალი, კარტოფილი, სიმინდი, ბოსტნეული, ხეხილიც აქვთ - ვაშლი, მსხალი, ალუბალი და ვაზიც გაუხარებიათ.

სოფელს თავისი კლუბი, სამკითხველო და მაღაზია აქვს, იგი რადიო და ელექტროფიცირებულია.

ნოვოივანოვკელებს მჭიდრო კავშირურთიერთობა აქვთ როგორც მეზობელ სოფლებში,** ისე ორჯონიკეძეში მცხოვრებ ქართველებთან.

ჟურნალისტი ი. ჯავახიშვილი მოგვითხრობს, რომ ნოვოივანოვკაში მშობლები ბავშვებს ქართულ ყაიდაზე ზრდიან. ქორწილებში დედოფლის გვირგვინი ჩრდილოეთ კავკასიის ქართული ოჯახებიდან ან საქართველოდან მოყვანილ საპატარძლოებს ადგათო.*** 

ახლა ნოვოივანოვკელები პოლტავსკოეს საბჭოთა მეურნეობაში არიან გაეთიანებული. მანამდე კი ნოვოივანოვკის მახარაძის სახელობის კოლმეურნეობა მოწინავე ყოფილა მთელ რაიონში. აღსანიშნავია, რომ ნოვოივანოვკელ ივანე წამალაიძეს ომამდე კურსკაიას პარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად უმუშავია. სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი ფრონტზე წასულა, თავდაუზოგავად შებმია ფაშისტებს და მამაცთა სიკვდილით დაცემულა ბრძოლის ველზე. მასთან ერთად ორმოცდაათამდე ნოვოივანოვკელ ქართველს გაუწირავს თავი სამშობლოსათვის.****

საზოგადოებრივი შრომის არაერთი მოწინავე და სამაგალითო მუშაკი გამოუზრდია ომისშემდგომი პერიოდის ნოვოივანოვკას: მწყემსი ზაქარია ყველაშვილი სტავროპოლის მშრომელთა დეპუტატების სამხარეო საბჭოს დეპუტატად იყო არჩეული, ხოლო მწველავი ელენე ზაქაიძე, მწყემსი იაკობ ბაშარული და პირველი ქართველი ნოვოივანოვკელი მედმუშაკი ეთერ ქარჩაიძე - სასოფლო საბჭოს დეპუტატებად.

სამამული ომამდე სოფელში შვიდწლიანი ქართული სკოლა ყოფილა, რომლის დირექტორად დიდხანს იოსებ წამალაიძეს უმუშავნია.ომის დამთავრების შემდეგ რუსული დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. სამი კლასის დამთავრების შემდეგ ნოვოივანოვკელთა ბავშვები სწავლას მეზობელი სოფლის კიროვის საშუალო სკოლაში განაგრძობენ, ბევრიც საშუალო განათლებას ქ. ორჯონიკიძეში, აკაკი წერეთლის სახელობის ქართულ საშუალო სკოლაში იღებსო, მოგვითხრობს ახალციხელი პედაგოგი გ. ივანიძე.

შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით 1966 წელს თბილისიდან სპეციალური ჯგუფი ესტუმრა ნოვოივანოვკას.

კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოგრაფი ნ. ლაიშვილი მოგვითხრობს:

ნოვოივანოვკელი ქართველები სიხარულის ცრემლს ვერ მალავდნენ. 1912 წლის შემდეგ ისინი პირველად მასპინძლობდნენ ქართველთა ასეთ მრავალრიცხოვან ჯგუფს, ისმენდნენ მშობლიურ სიტყვას სცენიდან, ეკრანიდან.

საიუბილეო საღამო, რომელიც სოფლის კლუბში ჩატარდა, შესავალი სიტყვით გახსნა კურსკაიას პარტიის რაიკომის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგემ.

სიტყვებით გამოვიდნენ დოცენტი პ. ღუდუშაური, მწერლები გ. გოგიჩაიშვილი, ი. ურჯუმელაშვილი, ვ. გორგანელი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შ. კვასხვაძე და სხვები. საქართველოს სსრ დამსახურებულმა არტისტმა ფანდურზე შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

ნოვოივანოვკელთა სახელით მადლობა გადაიხადა სოფლის კლუბის გამგემ გიორგი წამალაიძემ.

ნოვოივანოვკელ ქართველებს უსასყიდლოდ გადაეცათ შოთა რუსთაველის ბიუსტი, „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემები, შოთა რუსთაველის ეპოქის ამსახველი ფოტოსტენდი, ქართული პლაკატები, თანამედროვე მწერალთა 300-ზე მეტი წიგნი, დუშეთის მშრომელთა სახელით  -  ფანდურები, სალამურები, სამახსოვრო ბლოკნოტები, სამკერდე ნიშნები, შოთა რუსთაველის სურათები და ფირზე ჩაწერილი ქართული სიმღერები.

ნოვოივანოვკელ თანამემამულეებს უჩვენეს კინოქრონიკები „თბილისი“, „რუსთაველი და მისი დრო“ და მხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი“.

1970/71 სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ნოვოივანოვკელ ქართველობას ახალციხის პირველი საშუალო სკოლის პედაგოგები სწვევიან სკოლის დირექტორის გ. ივანიძის თაოსნობით.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 *სტანიცა კურსკაიას ჩაუდის მდინარე, რომელსაც კურა ეწოდება

 **კურსკაიას მეზობელ კიროვეკის რაიონის სოფ. გორნოზავოდსკოეში 45 ქართული ოჯახი ცხოვრობსო, მოგვითხრობს პედაგოგი გ. ივანიძე. ამ სოფელში მათი ჩასახლება 1931 წ. მომხდარა, ძირითადად დუშეთის რაიონიდან. სოფელში შეხვდებით ზაქაიძეებს, კობაიძეებს, ბურდულებს, ნადიბაიძეებს და სხვ. (ახალციხის რაიგაზეთი „წითელი დროშა“, 22.07.71 წ.) 

 ***გაზ. „სოფლის ცხოვრება“, 3.01.68 წ.

****აქ და ქვემოთ აღნიშნული ფაქტების კომენტირებისას მკითხველს ვთხოვთ, გაითვალისწინოს წიგნის გამოცემის თარიღი და ავტორის შეზღუდულობა კონიუნქტურული პირობებით. 


გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)


 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq