საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

საქართველოს საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ ხელმძღვანელი ლევან ფრუიძე 84 წლის გახდა
georoyal.ge
ლევან აკაკის ძე ფრუიძე დაიბადა 1933 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა ჟოშხაში. 1950 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1968 წელს აკად. გიორგი ჩიტაიამ გადაიყვანა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ლ. ფრუიძემ განვლო გზა ლაბორანტიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.




საგვარეულო მოძრაობით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. XX ს-ის 80-იანი წლებიდან, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქმნის საგვარეულო კავშირებს. მათი მიზანია ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა.



საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლ. ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს.
2004 წლიდან, დაფუძნებიდან ბატონი ლევანი გახლავთ სამეფო კლუბის წევრი. 2016 წელს იგი აირჩიეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.

ბიბლიოგრაფია

სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.

განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.

ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.

მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.

იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.

ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.

რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.

ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.

ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.

ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.

საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.

უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.

დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.

ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq