| გვესაუბრება სამეფო კლუბის წევრი დიმიტრი ჭიკაძე. 
 - რატომ ხართ მონარქისტი?   - კარგი კითხვაა... ჩემი აზრით, მონარქია არის სახელმწიფოს  ის წყობა, სადაც მშვიდობიანობა და სტაბილური განვითარება არის შესაძლებერი, თანაც მონარქი  უფრო დიდი დიპლომატი იქნება ქვეყნის გარეთ, ვიდრე სხვა თანამდებობის პირი...   -არის თუ არა მონარქია ეროვნული?    - რა თქმა უნდა ეროვნულია,  და ეროვნულ საკითხებს ეხმაურებოდა საუკუნეების მანძილზე,  მონარქია იყო ქართველი ერის ერთ-ერთი (ხანდახან ერთადერთიც) გამაერთიანებელი ძალა...  გავიხსენოთ როგორ იწყება  საქართველოში მონარქის  ტიტულატურა „მეფე აფხაზთა, ქართველთა......“ და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, მონარქიას  აქვს რეალური შანსი დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო..    - არის თუ არა საქართველოში ეროვნული  ძალა?   - დიახ, არის, თითოეულ ქართველში დევს  ეროვნული სულისკვეთება... ამ საკმაოდ რთულ და საინტერესო დროს.. უბრალოდ საჭიროა ამ  ძალის გაერთიანება, რათა თავისი სიტყვა თქვას   საქართველოს უახლეს ისტორიაში....    - რა მიზანი აქვს სამეფო კლუბს? - ჩემი გადმოსახედით სამეფო კლუბმა  უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მონარქიასა და ქართველ ერს შორის  „ხიდჩატეხილობაზე“. ვფიქრობ, სამეფო კლუბი უნდა იყოსის ხიდი, რომელიც გააერთიანებს მონარქს და ქართველ  ერს ერთ მუშტად....                                                     
 დიმიტრი ჭიკაძე - დაიბადა 1992 წლის 20 იანვარს,  2014 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობები“  - დიპლომატი   2016 წლიდან სწავლობს GIPA-ში  PR-ს განხრით    2014 წლიდან არის საქართველოს სამეფო  კლუბის წევრი   |