საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ანა მიქაუტაძე - "კონსტიტუციური მონარქია აერთიანებს ერს საერთო მიზნის მისაღწევად"
georoyal.ge

1.     georoyal.ge ესაუბრა სამეფო კლუბის კულტურის კოლეგიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ანა მიქაუტაძეს.

        

        - როგორ შეხვდით სამეფო კლუბის სპიკერის ინიციატივა-მიმართვას, საპარლამენტო რესუბლიკის მაგიერ, რაც დაგეგმილი აქვს

ხელისუფლებას, დადგინდეს საპარლამენტო მონარქია

- ჩემი აზრით, ეს შეთავაზება დროული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იხუმრეს კიდეც ამ თემაზე , ხოლო სოციალურ ქსელებში ბევრი ქილიკობს, სამაგიეროდ, ბევრმა შეიტყო სამეფო კლუბის არსებობისა და ჩვენი მიზნების  შესახებ .

 

-  რატომ ხართ მონარქისტი?      

- საქართველოში ბოლო პერიოდში მთელი სიმწვავით დადგა დემოგრაფიული პრობლემა, საფრთხე ექმნება ჩვენს ტრადიციებს, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს , რომლებსაც ან ანგრევენ (მაგ. საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო) ან მასზე სხვები გამოთქვამენ საკუთრების პრეტენზიას (მაგ. დავით გარეჯზე აზერბაიჯანი და 600-მდე ტაძარზე კი სომხები). არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტები ვერ იცავენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.  ისედაც მცირერიცხოვანი ქართველები, იმის მაგივრად რომ ერთმანეთს გვერდით ამოუდგნენ, მუდმივ დაპირისპირებაშ არიან სხვადასხვა პარტიების სიმპათია-ანტიპათიის გამო. ქართველს ისტორიულად  პატივისცემა ჰქონდა სამეფო ოჯახის მიმართ, რაც წარსულში ქვეყნის ინტერესებისათვის  ბაგრატიონთა დინასტიის მიერ გაღებული მსხვერპლის ერთგვარი მადლობის გადახდაა. ჩემი აზრით, კონსტიტუციური მონარქია გააერთიანებს ერს საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა-განვითარების საწინდარი იქნება.

 

-  არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?  

-. საქართველოში ეროვნული და დემოკრატიული ძალა ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტია. ამის მიზეზი კი 90-იანი წლების რეპრესიებია.  ამ ძალის აღორძინება კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.

 

-  რა მიზნები აქვს სამეფო კლუბს?                         

- სამეფო კლუბს კეთილშობილური მიზნები აქვს. ის ცდილობს,  გარშემოიკრიბოს ეროვნულად მოაზროვნე, ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ამავე დროს კონსტიტუციურ მონარქიის აღდგენას მიესალმებიან. კლუბში პერიოდულად იწვევენ გასაცნობად სამეფო დინასტიის წევრებს. კლუბის შეხვედრებზე მიდის მსჯელობა იმ აქტიურ პრობლემებზე, რაც ამ დროისათვის მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. კლუბის წევრებს საინტერესო ლექციებს უტარებენ სხვადასხვა თემებზე საპატიო სტუმრები. კლუბის მიზანია, ეროვნული იდეოლოგიის საწყისები გაავრცელოს ახალგაზრდობაში და თავისი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის მამულიშვილებად აღზრდის საქმეში

--- 

ანა მიქაუტაძე ეროვნულ მოძრაობაში ჩაება 1988 წლიდან,   1989 წელს კი  „წმ ილია მართლის საზოგადოებაში“  გაწევრიანდა,  1992 წლის  იანვრიდან  გახდა   სტუდენტური წინაღმდეგობის მოძრაობის წევრი,.  აქტიურად მონაწილეობდა  ყველა  საპროტესტო  აქციაში .

გაერთიანებულია  „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივ  კომიტეტში“,   ხოლო 2014 წლიდან გახდა  სამეფო კლუბის წევრი.


მამული, ენა, სარწმუნოება

წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
1 (14) დეკემბერი არის წინასწარმეტყველ ნაუმის ხსენების დღე. ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ.
gaq