საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის დამსხურებული წევრი - მარი გუგეშაშვილი
georoyal.ge

მარი გუგეშაშვილი – დაიბადა 1950 წ. 17 მარტს, ონში. დაამთავრა თბილისის 24 – ე საშ. სკოლა. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. არის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგი, ასწავლის სამოქალაქო განათლებას და ისტორიას.


აქტიურად ჩაება ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობაში და იყო ზვიად გამსახურდიას მიერ დაარსებული ''ჰელსინკის კავშირის'' წევრი, ხოლო ეროვნული მთავრობის დროს გლდანის რ–ნის დეპუტატი, ასევე, ამავე წლებში, გლდანის რ–ნის განათლების განყოფილების გამგე.
დაარსების დღიდან არის 'სამეფო კლუბის'' წევრი. 


დაფუძნებიდანვე არის სამეფო კლუბის წევრი.


ამჟამად პედაგოგი. დაჯილდოვებულია განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით სამეცნიერო– შემოქმედებით კონფერენციებზე წარდგენილი ნაშრომების გამო. არის მკვლევარი, წიგნის ავტორი.
აქვს ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სერთიფიკატი.


2015 წლის 23 მაისს აირჩეს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრად.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq