საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი მარადი წევრი – ლევან ფრუიძე
georoyal.ge

ლევან ფრუიძის ბიოგრაფია

ლევან აკაკის ძე ფრუიძე დაიბადა 1933 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა ჟოშხაში. 


1950 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 


1968 წელს აკად. გიორგი ჩიტაიამ გადაიყვანა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ლ. ფრუიძემ განვლო გზა ლაბორანტიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

საგვარეულო მოძრაობით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. XX ს-ის 80-იანი წლებიდან, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქმნის საგვარეულო კავშირებს. მათი მიზანია ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა.

 საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლ. ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვ

ილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მევენახეობის აღორძინებასა და ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციაში. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (2003).

2008 წლიდან გახდა სამეფო კლუბის წევრი.

2015 წლის 23 მაისს აირჩეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.

გარდაიცვალა 2021 წლის 17 ნოემბერს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq