|
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – ჩვენი დროის ერთ–ერთი უთვალსაჩინოესი სასულიერო და საერო მოღვაწე (სამეფო კლუბის საპატიო წევრი)
მეუფე ანანია (დ. 20 აგვისტო 1949, ტყიბული) — მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ანგელოზის დღე – 1 (14) ოქტომბერი (ანანია მოციქულის ხსენება).
1974 წელს თენგიზმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1980 წელს კი – მცხეთის სასულიერო სემინარია. 1979 წლის 14 თებერვალს ბერად აღკვეცა, 1975 წლის 9 მაისს კი – ბერდიაკონის ხარისხში აიყვანეს. 1979 წლის 27 სექტემბერს მღვდელმონაზონი გახდა, ხოლო 1981 წლის 7 მარტს – არქიმანდრიტი, რის შემდეგაც ამავე წლის 15 მარტს ნიკორწმინდის ეპარქია ჩააბარეს და ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს. 1981 წლის 29 ივნისს მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, 1983-1992 წლებში ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიას მართავდა.
1988-1992 წლებში საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე იყო, 1990-1992 წლებში კი ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.
1992-1996 წლებში მანგლისის ეპარქიას მართავდა. 1996 წელს მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 1999 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 2001 წელს კი – გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. ამავე წელს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტის წოდება მიიღო. 2002 წელს თეოლოგიის კათედრის გამგე გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2003 წლის 11 აპრილს პროფესორის ხარისხი მიანიჭეს. 2005 წელს რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი გახდა და ამავე წელს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2015 წელს სამეფო კლუბმა მიტროპოლიტი ანანია კაფარიძე აირჩია საპატიო წევრად. |
|