საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემში მხსნელის შობის შესახებ
georoyal.ge

5 (ახალი სტილით 18) იანვარს (ასევე 14 (ახალი სტილით 27) აგვისტოს) მართლმადიდებული ეკლესია აღნიშნავს წმინდა წინასწარმეტყველი მიქეას ხსენების დღეს.

წმინდა მიქეა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ ბეთლემში („ბეთლემ, სახლი ეფრათასი“), იშვებოდა მხსნელი.

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა ცხოვრობდა იუდეაში. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). წმინდა წინასწარმეტყველი მიქეა მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.

მიქეა წინასწარმეტყველის მიერ მხსნელის, მაცხოვრის ბეთლემში შობის შესახებ წინასწარმეტყველებას გვაუწყებს ძველი აღთქმა (მიქეა, 5, 1-4), რომლის გახსენებასაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს. წავიკითხოთ მცხეთური ხელნაწერის მიხედვით, ძველი ქართულით, რომელიც კანონიკურია და მშვენიერია და თანამედროვე ქართულ ენაზეც.

წმინდა წინასწარმეტყველი მიქეა იყოს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების შემწე!

ძველი აღთქმა

ძველქართულად (მცხეთური ხელნაწერის მიხედვით)

წინაწარმეტყველება მიქიასი


5

1. აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა.

2. და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა

3. ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა

4. და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა

ძველი აღთქმა

თანამედროვე ქართულ ენაზე

მიქა წინასწარმეტყველი

5

1. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

2. ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ

3. ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq