საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)

წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა.

შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. წმიდანს იმ მძიმე დროს მოუწია ამ ხარისხში ყოფნა, როცა პალესტინიდან განდევნილი ჯვაროსნები არაბებთან ერთად არბევდნენ და ძარცვავდნენ ათონის მონასტრებს. როცა წმიდა მთაზე მშვიდობამ დაისადგურა, წმიდანმა უარი თქვა იღუმენობაზე და კარიესის სავანეში, საბა სერბის სენაკში დაეყუდა. როცა უროშ მილიუტინსა და მის ძმას, სტეფანე დრაგუტინს შორის შინაბრძოლები დაიწყო, დანიელს სერბეთში მოუხმეს და მან მოახერხა ძმების შერიგება.

სამშობლოში უფლის რჩეულს ბანსკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას შემდეგ, რაც ბანსკში წმიდა მოციქულისა და მთავარდიაკვნის, სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ნეტარი დანიელი კვლავ განდეგილ ცხოვრებას დაუბრუნდა წმიდა მთაზე.

უფლის რჩეული ათონის მთიდან მეორეჯერ 1325 წელს გაიწვიეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე სერბეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. ზეიმს ათონის ბერმონაზვნებიც ესწრებოდნენ. 1335 წელს წმიდანმა დეჩში ააგო მაცხოვრის ამაღლების ტაძარი - ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი სერბეთში. მან თავი მოუყარა ისტორიულ ცნობებს სერბ ხელისუფალთა და მღვდელმთავართა შესახებ. უფლის რჩეულს სიცოცხლეშივე მიემადლა სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი. მთავარეპისკოპოსად დადგინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, 1338 წლის 19 დეკემბერს მან სული უფალს შეჰვედრა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq