საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე მიროპია (+დაახლ. 251)

წმიდა მიროპია, ვისი ხსენებაც არის 15 დეკემბერს, ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმიდა მოწამე ერმიონიას  საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა.

როცა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ. კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს წამებით ამოჰხადეს სული.

წმიდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმიდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.

ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყოველივე, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq