საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)

14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა. სავანეში მისი მოსვლიდან ორი წლის შემდეგ ათონს კორინთელი მიტროპოლიტი მაკარი ეწვია. მან ახალგაზრდა ბერს დაავალა, გამოსაცემად მოემზადებინა „სიკეთისმოყვარების“ ხელნაწერები, რომლებიც 1777 წელს ვათოპედის მონასტერში აღმოაჩინა. ამ წიგნზე მუშაობით დაედო საფუძველი ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხანგრძლივ ლიტერატურულ მოღვაწეობას. წმიდა ნიკოდიმოსი პანტოკრატორის სკიტში გადავიდა, გამოცდილ მოძღვარ არსენი პელოპონესელთან, რომლის ხელმძღვანელობითაც გულდასმით სწავლობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს. 1783 წელს ნიკოდიმოსმა სქემა შეიმოსა და სრულ მდუმარებას მიეცა. როცა ათონზე კვლავ ჩავიდა მაკარი კორინთელი, მან მოშურნე ბერს ახალი მორჩილების საქმე დაუწესა - ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებათა რედაქტირება. ნიკოდიმოსმა დაუტევა მდუმარების ღვაწლი, კვლავ ლიტერატურულ სამუშაოს მიჰყო ხელი და, აქედან მოყოლებული, სიკვდილამდე გულმოდგინედ იღვწოდა ამ სარბიელზე. აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოდიმოსი საცხოვრებლად გადავიდა ხატმწერ მღვდელ-მონაზვნებთან, სტეფანე და ნეოფიტე სკურტეებთან. წმიდანმა ბერებს სთხოვა, ეზრუნათ მისი ნაშრომების გამოცემაზე, რასაც თავად, სნეულებათაგან დაუძლურებული, უკვე ვერ ახერხებდა. აქ, სკურტეებთან, ნეტარმა მამამ 1809 წლის 1 ივლისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. თანამედროვეების მოწმობით, ღირსი ნიკოდიმოსი უბრალო, მშვიდი, უანგარო და საოცრად მობილიზებული იყო. მას საკვირველი მეხსიერება ჰქონდა: ზეპირად იცოდა მთელი საღვთო წერილი და მრავალი ადგილი წმიდა მამათა ნაწერებიდან. მრავალფეროვანია წმიდა ნიკოდიმოსის ნაშრომები: მისი ასკეტური შეგონებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნი „უხილავი ბრძოლა“; მას ეკუთვნის აგრეთვე „სწავლება აღსარების შესახებ“, „სიკეთისმოყვარების“ შესავალი, წმიდა მოსაგრეთა მოკლე ცხოვრებანი, შვიდი კათოლიკე ეპისტოლის განმარტება... ღირსმა მამამ შეადგინა „წმინდანთა ცხოვრებების ახალი რჩეული“ და „ახალი სვინაქსარი“ სამ ტომად; გამოსაცემად მოამზადა „პიდალიონის“ - ბერძნული „სჯულისკანონის“ ახალი რედაქცია, რომელიც შეიცავს მოციქულების, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ დადგენილ წესებს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq