საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

მტრისგან გაქცეული და მოყვრის დამაქცევარი ჯარი

იასე ცინცაძე, თავის ნაშრომში „აღა მაჰმად ხანის თავდასხმა საქართველოზე“,  წერს იმ შეუთანხმებლობისა და ერთიანი პოლიტიკური ნების უქონლობაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე ვლინდებოდა აღა მაჰმად ხანთან ქართველების ომის დროს და სამაგალითოდ მას მოჰყავს იმერელი მოლაშქრეების იმჟამინდელი საისტორიო მატიანისეული შეფასება:

„ზარბაზნების განლაგების ადგილას მდგარ იმერლების ასეულის მეთაურს უკან მაღლობზე სპარსელები რომ დაუნახავს, ასე უფიქრია:

„მეფე ირაკლი თავისი ჯარით წაუხდენიათ, ყიზილბაშების ჯარს ამ მხარეს რა უნდაო? ზარბაზნების უფროსი, მეფის ირაკლის მაიორი გიორგი გურამიშვილი რამდენს ეხვეწა მცირე ხანს მოცდას: რასაც ფიქრობთ, ტყუილი არისო. მაგრამ არა ქნეს, გამოსწიეს და ქალაქში ეს ამბავი შემოიტანეს. სოლომონ მეფე აბანოების კარზე იდგა თავის ჯარითა და თავისი პაპის ბრძანებას ელოდა... იმ ათასმა კაცმა იმერეთის მეომრებმა ეს ამბავი მოუტანეს სოლომონსა: მითამ მეფე ირაკლი თავის ჯარით სულ გაწყვიტეს ყიზილბაშებმაო. ყმაწვილი კაცი - მეფე სოლომონ - ამ გაუგებლის ტყუილით მოიტაცეს და საჩქაროთ იმერეთისკენ გასწიეს...»

ამ ფაქტის გაცნობისას, ვინმემ შეიძლება გაამართლოს მოლაშქრეები – იტყვის კაცი, გაუგებრობა მოხდა, რომელ ჯარს არ მოსვლია ასეთი რამ, მაგრამ ჯარის ქმედება რომ შემთხვევითი არ იყო, ამას იესე ცინცაძის წიგნის შემდეგი გვერდები ადასტურებენ, თუ როგორ იქცეოდა ეს ჯარი აოხრებულ თბილისში: „იმერეთის დამხმარე რაზმიდან რამდენიმე ათეული მეომარი ჯერ განზრახ დაწინაურდა, შემდეგ დაიმალა; მეფე თავისი რაზმით წინ გაუშვეს, თვით თავი უკან ჩამოიტოვეს და ძარცვის მიზნით ლტოლვილ მოსახლეობას თავს ესხმოდნენ; ზოგი გაძარცვეს, მაგრამ მრავალმა ლტოლვილმა თავი დაიცვა. იმერეთში მიმავალმა მეფემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.“

მომხდარზე მეტად უფრო სამწუხაროა, რომ წიგნის ავტორი დაასკვნის: „მომხდარა ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ჯარების მოძრაობის დროს“–ო და ავიწყდება აღნიშვნა, რომ, როგორც წესი, ასეთი რამ ხდება  მტრის ქვეყანაში და, თუ ასეთი რამ საკუთარ ქვეყანაში მოხდა, ის ქვეყანა სულიერად და ზნეობრივად უკვე განადგურებულია, ან განადგურების პირასსაა მისული!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq